სამეფო თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი

ატლეტიკო-რეალი 0:1 (1:3)

ატლეტიკო (4-2-3-1): დე ხეა - ვალერა, პერეა, უიფალუში, ფ. ლუიში - ასუნსაო, ტიაგო (65. ხუანფრანი) - რეიესი (25. დ. კოშტა), ფ. მერიდა (74. პერეა), ელიასი - ფორლანი.

რეალი (4-4-2): კასილიასი - ს. რამოსი, ალბიოლი, რ. კარვალიო, არბელოა - დი მარია (68. გრანერო), ხედირა (82. გაგო), ჩ. ალონსო, მარსელო - რონალდო, იოზილი (74. კაკა).

გოლი: 0:1 რონალდო (23)

ესპანეთის სამეფო თასის ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა, თანდათან გამოჩნდა საოცნებო ფინალის, "რეალი" "ბარსელონას" წინააღმდეგ, კონტურებიც. ოღონდ, საამისოდ "სამეფო კლუბმა" თასის ამჟამინდელი მფლობელი "სევილია" უნდა დაამარცხოს ნახევარფინალში, ხოლო "ბარსელონამ" "ალმერიას" აჯობოს. საპასუხო მეოთხედფინალების ბოლო შეხვედრა "ვისენტე კალდერონზე" გაიმართა, "რეალმა" დერბი კრიშტიანო რონალდოს ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო და ორი მატჩის ჯამში სოლიდური უპირატესობით, 4:1 დაჯაბნა "ატლეტიკო". რონალდომ თასზე მე-6 გოლი გაიტანა და დაეწია გონსალო იგუაინს, ლეო მესის კი ერთით გაუსწრო.

თამაში ორივე გუნდმა ცოცხლად დაიწყო, სერხიო აგუეროს გარეშე მოთამაშე ათლეტები ხშირად ხვდებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, "რეალმა" ბურთის გაკონტროლება დაიწყო, მაგრამ მე-14 წუთზე კინაღამ დაისაჯა - იკერ კასილიასის მისამართით გაკეთებული პასი ხოსე ანტონიო რეიესმა ჩაჭრა და მეკარისა და მცველების ერთობლივი მცდელობით გოლი არ გავიდა. "რეალმა" გოლი 23-ე წუთზე გაიტანა, ჩაბი ალონსომ სერხიო რამოსს გადააწოდა, რომლის ჩამოწოდებულიც რონალდოს ნადავლი გახდა. ორიოდ წუთში "ატლეტიკომ" ტრავმის გამო რეიესი დაკარგა, რომლის ნაცვლადაც დიეგო კოშტა შევიდა.

ტაიმის ბოლომდე სწორედ დიეგო კოშტა და დიეგო ფორლანი ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ ფორვარდები ბოლო ფაზაში სცოდავდნენ. "რეალსაც" ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, როცა რონალდომ ქუსლით გადააწოდა ბურთი საჯარიმოში დი მარიას, მაგრამ ამ უკანასკნელმა მეტისმეტი მოინდომა და მომენტი დაიკარგა.

მეორე ტაიმი თავიდან ცოცხლად დაიწყო "ატლეტიკომ", საგოლე მომენტები შექმნეს ფრან მერიდამ, ტიაგომ და ფორლანმა. "რეალმა" ერთიც გაიტანა, მაგრამ მარსელო თამაშგარეში იმყოფებოდა და ანგარიში არ შეცვლილა.

კიკე ფლორესი (ატლეტიკო): "ძალიან მაგარ განწყობაზე ვიყავით, შევეცადეთ პირველი მატჩის მარცხი ამოგვექაჩა. ჩვენი ფანები მთელი კვირის განმავლობაში ოცნებობდნენ, რომ შევძლებდით "რეალის" გაგდებას. უკეთაც ვითამაშეთ, ვიდრე "ბერნაბეუზე". ბიჭებით კმაყოფილი ვარ, გუნდი წინ მიდის და მაისისთვის სულ სხვა "ატლეტიკოს" ნახავთ."

ჟოზე მოურინიო (რეალი): "გუნდმა კარგად ითამაშა, მან გააკეთა ყველაფერი, რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყო. ძალიან დაძაბული მატჩი იყო და გამარჯვებაში თავისი წვლილი თითოეულმა რეალელმა შეიტანა. გადავწყვიტე, ფლანგებზე დი მარიას და მარსელოს ემოქმედათ, რომ რონალდოს მეტი სივრცე ჰქონოდა, ამან გაამართლა და მოვიგეთ კიდეც."

ლუნა ალმერიაში

"სევილიამ" სეზონის ბოლომდე იჯარით "ალმერიაში" გაუშვა მცველი ანტონიო ლუნა. ამასთან, "სევილიამ" გამოაცხადა, რომ "ალმერიას" 19 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება. ლუნამ ახლახან 2013 წლამდე გააგრძელა "სევილიასთან" კონტრაქტი, მაგრამ უკმაყოფილო იყო მცირე სათამაშო დროის გამო.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა