ანფერნი ჰარდუეის მაიამიში დაბრუნების სურვილი გაუჩნდა

როგორც მოსალოდნელი იყო, "ბოსტონ სელტიქსის" კაპიტანმა პოლ პირსმა მშობლიურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. ვეტერანმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "კელტებთან". ხელშეკრულების ფინანსური პირობები არ გახმაურებულა, მაგრამ The Boston Herald-ის ცნობით, პირსი დაახლოებით 61 მილიონ დოლარს მიიღებს. კალათბურთელმა აღიარა, რომ სხვაგან გადასვლა არც უფიქრია, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ კლუბს მძიმე მუშაობა მოუწევს თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

"ვფიქრობ, ჯერმეინ ო'ნილის გაფორმება სწორი ნაბიჯი იყო. თუ რაშიდ უოლასი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, მას სწორედ ჯერმეინი შეცვლის.

ძალიან ბევრი მუშაობა დაგვჭირდება ახალი გუნდის ასაწყობად. დავკარგეთ ტონი ალენი, ჩვენთან არ არის ნეიტ რობინსონი და ალბათ, რაშიდიც წავა. პირველ რიგში, პერიმეტრზე დაცვა უნდა გავაძლიეროთ, აგრეთვე გამთამაშებელი გვჭირდება, რომელიც რაჟონ რონდოს დუბლიორის ფუნქციებს შეასრულებს", - განაცხადა პოლ პირსმა.

შეგახსენებთ, რომ "ბოსტონმა" უფრო ადრე რეი ალენი შეინარჩუნა, ხოლო ამ გუნდის ერთადერთი ახალი კალათბურთელი ჯერმეინ ო'ნილი გახლავთ.

კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს "მაიამი ჰიტს". ლებრონ ჯეიმსისა და კრის ბოშის შემდეგ, ფლორიდელთა რიგებში ჩაირიცხა "ვაშინგტონ უიზარდსის" ყოფილი მოთამაშე მაიკ მილერი. კალათბურთელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასრულდა და "ჰიტთან" ხუთწლიანი კონტრაქტს მოეწერა ხელი. ხელშეკრულების ფინანსურ მხარეზე არაფერი თქმულა.

გასულ სეზონში მილერმა რეგულარულ ჩემპიონატში 54 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 10.8 ქულითა და 6.2 მოხსნით დაეხმარა დედაქალაქურ კლუბს.

ამასობაში, "მაიამის" გრანდიოზულმა ტრანსფერებმა კალათბურთში დაბრუნების სურვილი გაუღვიძა საყოველთაოდ ცნობილ ანფერნი ჰარდუეის. 39 წლის მცველმა ადგილობრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბოშთან, უეიდთან და ლებრონთან თამაშის სურვილი გამოთქვა.

"ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად კარიერა დავასრულე, მაგრამ, როცა "მაიამიში" ბოშისა და ჯეიმსის მისვლის შესახებ შევიტყვე, ვიგრძენი, რომ შემიძლია ამ გუნდის შემადგენლობის შევსება", - აცხადებს ანფერნი.

ჰარდუეიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ მუხლებთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აწუხებს (სწორედ ამ მიზეზით დაასრულა მან კარიერა), ფიზიკური მომზადების მხრივ კი შესანიშნავად არის საქმე - ვეტერანი კვირაში ოთხჯერ ინდივიდუალურ ვარჯიშებს ატარებს.

ანფერნი კალათბურთიდან 2007 წელს სწორედ "მაიამის" მოთამაშის რანგში წავიდა.

არ დადასტურდა ჭორი ლუის სკოლას ევროპაში დაბრუნების შესახებ. მართალია, ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ არგენტინელი ცენტრი "ჰიუსტონ როკეტსში" დარჩება. როგორც გაზეთი Houston Chronicle ამტკიცებს, ლაპარაკია ხუთწლიან კონტრაქტზე, რომლის ღირებულება 47 მილიონ დოლარს შეადგენს.

გასულ სეზონში ლუისმა რეგულარული ჩემპიონატის ყველა მატჩში ითამაშა და საშუალოდ 16.2 ქულა და 8.6 მოხსნა დააგროვა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბი "გოლდენ სტეიტ უორიორზი" სარეკორდო თანხად გაიყიდა. გუნდის ახალი მფლობელები გახდნენ ჯო ლეიკობი და პიტერ გუბერი. როგორც სააგენტო AP წერს, მათ ეს გარიგება 450 მილიონი დოლარი დაუჯდათ, რაც ლიგის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

მანამდე ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებად 2004 წელს "ფინიქს სანზის" 401 მილიონ დოლარად შეძენა მიიჩნეოდა.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა