მოგებული ფინალი ჯოკოვიჩთან
როჯერ ფედერერმა არ შეავსებინა ნოვაკ ჯოკოვიჩს "მასტერსის" სერიის ტურნირებზე ტიტულების სრული კოლექცია. სერბმა მეხუთედ წააგო ცინცინატის "მასტერსის" ფინალი, შვეიცარიელმა კი ეს ტურნირი მეშვიდედ მოიგო.

როჯერმა ფანტასტიკური ტურნირი ჩაატარა. ხუთ მატჩში, ჯამში 49 გეიმი ჰქონდა საკუთარ მოწოდებაზე და ერთი ბრეიკიც კი არ შეასრულებინა არც ერთ მეტოქეს. ჯოკოვიჩს კი ისევ ჰქონდა რთული მატჩები და კვლავ ვერ დატოვა დამაჯერებელი შთაბეჭდილება. ჩოგბურთელები 41-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ანგარიში თანაბარი იყო - 20:20.

ფინალში ფედერერმა აგრესიული თამაში შესთავაზა მეტოქეს. შვეიცარიელმა ქულების 40 პროცენტი დაუბრუნა ჯოკოვიჩს და ბრეიკის არაერთი შანსი მიიღო. ნოვაკმა სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია მესამე გეიმში, კიდევ ერთი ექვსწუთიან მეხუთე გეიმში. საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც შვეიცარიელმა ადრეული მინი-ბრეიკი აიღო და 3:1 დაწინაურდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ფედერერმა პირველ სეტში, ბოლო 11 ქულიდან 10 მოიგო. 52 წუთში მის ანგარიშზე 20 "ვინერსი" და ბადესთან 21-დან მოგებული 16 ქულა მოდის.

ფედერერი აგრძელებდა ზეწოლას და პირველი ბრეიკიც შეასრულა მაშინ, როცა სერბმა ორმაგი შეცდომა დაუშვა. შვეიცარიელი 3:0 დაწინაურდა და უნაკლო მოწოდების ხარჯზე, ეს უპირატესობა უპრობლემოდ შეინარჩუნა. როჯერმა შეხვედრა 32 "ვინერსითა" და შვიდი ეისით დაასრულა.

ფედერერმა კარიერაში 87-ე ტიტული მოიპოვა, "მასტერსის" სერიაში კი 24-ედ გაიმარჯვა. როჯერმა დაიბრუნა კლასიფიკაციაში მეორე პოზიცია, რომელიც ერთი კვირის წინ, ენდი მარეის გადაულოცა.

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 7:6(1), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა