ბუკმეკერები სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე გამართული გაბაშვილი-ვოლანდრის მატჩზე დაეჭვდნენ

კიდევ ერთი რუსი ჩოგბურთელია ეჭვმიტანილი ჩაწყობილი თამაშის ორგანიზებაში. ეს გახლავთ რუსი თეიმურაზ გაბაშვილი. ბუკმეიკერებმა ეჭვი აიღეს გასული წლის 25 ოქტომბერს, სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე გამართული მატჩის შედეგზე. იმ შეხვედრაში გაბაშვილის მეტოქე იტალიელი ფილიპო ვოლანდრი იყო. დღეისთვის ამ თამაშის გარემოებებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) სწავლობს.

ვოლანდრისა და გაბაშვილის შეხვედრა პირველი წრისა იყო და რუსმა ის სამ სეტში მოიგო - 3:6, 6:3, 6:2. არ ზუსტდება, რაში შეეპარათ ეჭვი ბუკმეიკერებს, მაგრამ, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში საქმე ეხება მატჩზე შესული ფსონების არანორმალურად დიდ რაოდენობას.

ასოციაციამ ვოლანდრისგან და გაბაშვილისგან მოითხოვა ჩოგბურთელთა სატელეფონო ზარების ჩამონათვალი და საბანკო ანგარიშების მონაცემები. გარდა ამისა, ATP არკვევს იტალიელისა და რუსის კავშირს ტოტალიზატორებთან.

ჩოგბურთში ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი სკანდალი ასევე რუს ჩოგბურთელს უკავშირდება. 2007 წელს ეჭვი გაუჩნდათ ნიკოლაი დავიდენკოსა და არგენტიელი მარტინ ვასალო-არგელოს მატჩის შედეგზე. შეხვედრა პოლონეთში ქალაქ სოპოტში გაიმართა. დავიდენკომ ის შეხვედრა ტრავმის გამო არ დაასრულა. ბუკმეიკერები დააეჭვა კლასით გაცილებით დაბლა მყოფი არგენტინელის მოგებაზე შესულმა ძალიან დიდმა თანხამ. მოგვიანებით ჩოგბურთელებს მოუხსნეს ეჭვმიტანილის სტატუსი.

gi
ოქსანა კალაშნიკკოვა არ არის ქართველი,ვლადიმერ გუცაევი,ზაურ კალოევი და ა.შ.(ძალიან ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო) და ისინი არიან ,მარტო გვარი რომ უბოლოვდებათ შვილით,ძე-თი ,ია_თი ან ვა-თი და არაქართულ საქმეს აკეთებენ?კარგად დაუკვირდით,სანამ ასეთ რამეს იტყვით.
beso
tkven icit rom rusetshi mcxovrebi kartvelebidan gamogzavnili tanxa sakartveloshi kvelaze metia da kartvel xalxs exmareba rom ara isini sakartvelos sasaplaoebi ar ekopoda exla cnobili kartveli vinmem dapatija sakartveloshi ra pirobebi shestavazes ratom magas ar kitxulobt
gio
წინა კომენტარის მსგავს სისულელეს რატომ არ ფილტრავთ? დიახ, კალაშნიკოვა ქართველია, ისევე როგორც მამულოვი (იოსებ გრიშაშვილის ნამდვილი გვარია), და ბევრი სხვა. ხოლო რუსეთში მცხობრები ადამიანი, რომელსაც ქართული გვარი აქვს, მაგრამ თავი ქართველად არ მიაჩნია არის რუსი. ზუსტად ისევე როგორც ეშლი კოული, რიო ფერდინანდი და სხვა ფერადკანიანი ხალხი არიან ინფლისელები. ტიერი ანრი არის ფრანგი, ხოლო ვისაც მაგდენი არ ესმის და კალაშნიკობა რუსი გონია - არის ბრიყვი. კალაშნიკოვა იმ ეროვნებოისაა, რომელსაც თავს მიაკუთვნებს, ანუ ქართველია. ადმინისტრაცია: თქვენ ჩვენი და არამარტო ჩვენი სათქმელი თქვით - ვინც საქართველოს სახელით კარგ საქმეს აკეთებს და წარმატებას აღწევს, ყველაზე დიდი ქართველია, მიუხედავად გვარისა და ამ გამოხმაურებისთვის გმადლობთ. რაც შეეხება კომენტარის წაშლას, ამ ხერხს მხოლოდ უცენზურო სიტყვების შემთხვევაში მივმართავთ. ვფიქრობთ - თუნდაც ყველაზე უგუნურსაც (არ გვულისხმობთ წინა კომენტარის ავტორს) აქვს აზრის გამოთქმის უფლება და ჩვენ მას საიტზე არ შევზღვუდავთ.
shoda
ერთი ამ ახალგაზრდა ჟურნალისტების ტვინში ჩამახედა! ვინ არიან? საიდან მოდიან? რა ჯიშისანი არიან? ამაზრზენი ის არის, რომ ეგენი კალაშნიშნიკოვას წართველს უძახიან და გაბაშვილს რუსს!! ამის მიზეზი ორი რამაა. ჯერ ერთი: ამ ჟურნალისტების უმეტესობა ქრთამით ეწყობა და ქრთამით ამთავრებს. მერე მეორე საქართველოში იდეოლოგიისა და პროპაგანდი მამები (თახსირი ადამიანები) ამკვიდრებენ ასეთ აზრს! როდემდე გინდათ ასე სიყალბეში და ცოდვებში იყოთ, იცხოვროთ და ერი აცხოვროთ? სასჯელის არ გეშინიათ?
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა