არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს
არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გუშინწინ დაიწყო მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ფესტივალი. ოსტატთა ტურნირის მთავარი პრიზია 12.000 ამერიკული დოლარი, მეორე-მეხუთეადგილოსნები, შესაბამისად, 7.000-5.000-3.000 და 2.000 დოლარით დაჯილდოვდებიან. სულ ფულადი პრიზი 10 საუკეთესო მოჭადრაკეს გადაეცემა.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტია უნგრელი ზოლტან ალმაში (2702). ტურნირზე რეიტინგით მეოთხეა ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2664). პირველ ტურში იგი ერაყელ აკარ ალი სალიხს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქე შეჯიბრებაზე არ ჩამოვიდა და ჩვენებურს გათამაშების ცხრილში პირველი ქულაც ჩაეწერა. ასევე, უბრძოლველად მიენიჭა ქულა ინდოელ კელხარ აბჰიჩეკს, რადგან ლატვიელმა იგორ კოვალენკომაც ზურგი აქცია ტურნირს.

ფავორიტთა დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ზოლტან ალმაში (უნგრეთი)-აჰია როჰანი (ინდოეთი) 1:0, დავიდ გევორქიანი (სომხეთი)-იური კრივორუჩკო (უკრაინა) 0:1, რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი)-რაკეშ კულკარნი (ინდოეთი) 1:0, სინან სიუგიროვი (რუსეთი)-მოჰამედ ტისირი (მაროკო) 1:0.

24 აგვისტოს, მეორე ტურში ჯობავამ უნგრელ ადამ ხორვატს აჯობა, კრივორუჩკომ სური ვაიბჰავის (ინდოეთი) სძლია, რუსმა ანტონ ტიმოფეევმა თანამემამულე სიუგიროვს გააჩერებინა საათი, ზოლტან ალმაში შავი ფიგურებით ვლადიმირ ბელოუსთან (რუსეთი) დამარცხდა.

ორი ტურის შემდეგ 19 მოჭადრაკე უდანაკარგოდ მეწინავეობს. მესამე ტურში ჯობავა შავი ფიგურებით ჰოვანეს გაბუზიანს (სომხეთი) ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში