NBA: ბუზერის არყოფნაში "ჩიკაგოს" შეტევა ერთი მსახიობის თეატრს დაემსგავსა, სადაც მთავარი როლი "ბულზის" გამთამაშებელს, დერიკ როუზს ეკუთვნოდა

არასტაბილურ თამაშს აგრძელებს "დალას მავერიქსი". ორი დღის წინ საკუთარ მოედანზე "ლეიკერსის" დამარცხების შემდეგ "კოვბოებმა" აღმოსავლური ტურნე დაიწყეს და სტუმრად "ჩიკაგოს" ეწვივნენ. "დალასმა" გუშინ არა "ხარებთან", არამედ უშუალოდ დერიკ როუზთან წააგეს. კარლოს ბუზერის არყოფნაში "ჩიკაგოს" შეტევა ერთი მსახიობის თეატრს დაემსგავსა, სადაც მთავარი როლი "ბულზის" გამთამაშებელს ეკუთვნოდა. საკმარისია იმის თქმა, რომ როუზი თავის გუნდში ერთადერთი იყო, ვინც ათქულიანი ზღვარი გადალახა.

"დალასი" ბოლომდე იბრძოდა. ამ გუნდის ლიდერ დირკ ნოვიცკის პარტნიორებისგან უფრო მეტი დახმარება ჰქონდა, ვიდრე როუზს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატების მისაღწევად. "მავერიქსს" შეეძლო ამ მატჩის გადარჩენა, თუმცა ჯეისონ ტერიმ საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე სამქულიანი ააცილა და შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა.

ასევე სულ მცირედი არ ეყო "ფილადელფიას". "სიქსერზმა" გუშინ "შარლოტის" შეტევებს ვერ გაუძლო. თითქმის მთელი დრო მოედანზე თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ ამასთან, "ბობკეტსი" მუდმივად ინარჩუნებდა ანგარიშში მცირე უპირატესობას.

"შარლოტის" რიგებში მოულოდნელად მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა დი ჯეი ოგუსტინი - 31 ქულით ის ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო. მიმდინარე სეზონში "შარლოტის" დაცემის ერთ-ერთ მიზეზად რეიმონდ ფელტონის "ნიუ იორკში" გაშვებასა და აქცენტის ოგუსტინზე გადატანას მიიჩნევდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში დი ჯეი ამტკიცებს თავის კლასს. სხვა საქმეა, რომ ამ კალათბურთელს ჯერ სტაბილურობა აკლია.

რაც შეეხება "ფილადელფიას", მატჩის ბოლოს მან მინიმუმ ოვერტაიმის შანსი გაუშვა ხელიდან და ამაში დამნაშავე ანდრე იგუოდალა იყო. საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე, 91:94-ზე "სიქსერზის" ლიდერმა სამი ჯარიმის უფლება მიიღო, პირველი ორი ჩააგდო, მესამე ააცილა და ამის შემდეგ სტუმრები მეტოქეს ვეღარ დაეწივნენ.

დღის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი ერიკ გორდონი გახდა. "კლიპერსის" მცველმა "პორტლენდთან" მატჩში ზუსტი სამქულიანების რაოდენობით პირადი რეკორდი დაამყარა - მან 11-დან 7 შორეული ტყორცნა გამოიყენა, სულ თამაშიდან 13-ჯერ (26-დან) ჩააგდო და 35 ქულა დააგროვა. თუმცა ვერც მისმა შედეგიანობამ და ვერც ბლეიკ გრიფინის მორიგმა ფანტასტიკურმა ორმაგმა დუბლმა ვერ უშველა "კლიპერსს". საფინალო სირენამდე 4 წუთითა და 39 წამით ადრე კალიფორნიელებმა 9:2 გაქცევა მოაწყვეს და სამ ქულამდე შეამცირეს სხვაობა (89:92), მაგრამ შემდეგ "პორტლენდის" საფინიშო სპურტი გამოეპარათ (16:4). ასე შეწყდა "კლიპერსის" სამმატჩიანი მოგებათა სერია, "ბლეიზერსმა" კი ზედიზედ მეოთხედ მოიგო.

შარლოტი-ფილადელფია 100:97

30:27, 26:23, 18:18, 26:29

შ: ოგუსტინი (31+8 პასი), მუჰამედი (15+7 მოხსნა), ჯექსონი (14), ჰენდერსონი (11).

ფ: იანგი (21+6 მოხსნა), იგუოდალა (19+5 მოხსნა+5 პასი), ჰოლიდეი (13+7 პასი), ბრენდი (12+10 მოხსნა), უილიამსი (11+6 პასი).

ჩიკაგო-დალასი 82:77

19:20, 25:15, 12:25, 26:17

ჩ: როუზი (26+9 პასი+7 მოხსნა), ტომასი (9+11 მოხსნა), დენგი (7+12 მოხსნა).

დ: ნოვიცკი (19), ჩენდლერი (12+12 მოხსნა), სტივენსონი (12), ტერი (12).

პორტლენდი-კლიპერსი 108:93

23:27, 32:23, 29:21, 24:22

პ: ოლდრიჯი (28+8 მოხსნა), მეტიუზი (28+5 პასი), ფერნანდესი (17), მილერი (15+8 მოხსნა+7 პასი), ბატუმი (10).

კ: გორდონი (35+5 მოხსნა), გრიფინი (20+18 მოხსნა), დევისი (16+6 პასი).

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა