ახალი ნესტა: მინდა, რომ "მილანში" დიდხანს თამაში დავიმსახურო
"გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი "მილანის" ახალწვეულ მცველს, ალესიო რომანიოლის გაესაუბრა, რათა გულშემატკივრებისთვის ეს ნიჭიერი, 20 წლის მცველი ახლოს გაეცნო.

"როსონერის" ქომაგები რომანიოლიზე უდიდეს იმედებს ამყარებენ - ტანმაღალი უკანახაზელი "მილანის" დაცვის პოტენციურ ლიდერად ესახებათ. აღმოჩნდა, რომ რომანიოლის კერპი ლეგენდარული ალესანდრო ნესტაა და სხვათა შორის, ისევე, როგორც ნესტას, არც მას უყვარს ინტერვიუების მიცემა, რასაც მისი პასუხებიც მიგახვედრებთ.

- ალესიო, მიხაილოვიჩი როგორ არის?

- უკეთ. ყველანაირად უკეთაა. როგორც ადამიანი, არ შეცვლილა: ფეხბურთელებს პატივისცემით ეპყრობა და რასაც ფიქრობს, პირდაპირ ამბობს. რაც შეეხება სამწვრთნელო საქმიანობას - აშკარად პროგრესირებს. რასაც "სამპდორიას" მერე კიდევ უფრო დაბრძენებულია.

მე იმ ტაქტიკური სქემებით ვმსჯელობ, რასაც გვთავაზობს და რაზეც გვავარჯიშებს. სინიშა მეტოქეებს ახლა კიდევ უფრო დეტალურად აანალიზებს და ყოველთვის ზუსტ დასკვნებს დებს. მთავარია, ჩვენ, ფეხბურთელებმა შევასრულოთ მისი დავალებები ზუსტად. მიხაილოვიჩს იგივე პრინციპები აქვს, მაგრამ სხვა კაცია - დაბრძენდა.

- "რომაში" რატომ არ დარჩით?

- რომიდან წამოსვლას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. შევთანხმდით, რომ უმჯობესი იქნებოდა, ჩვენი გზები გაყოფილიყო.

- "მილანში" ადაპტაციის პროცესი როგორ მიდის?

- ადვილად. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ უფრო გამიჭირდებოდა. "მილანში" შესანიშნავი კოლექტივია, ბიჭები თავმდაბლები და მეგობრულები არიან.

- ახალგაზრდა მცველებს საერთოდ გამოცდილ მეწყვილეებთან ერთად უყვართ თამაში, თქვენი მეწყვილე კი "მილანის" დაცვის ცენტრშია ელია.

- ჰო, მაგრამ როდრიგო ხომ ჩემზე უფროსია... (იცინის) სულ რაღაც ორი წლით. მშვენიერი ფეხბურთელია, არ გაგვიჭირდება.

- პირადად თქვენ რა მხრივ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი თამაში?

- პირველ რიგში ფიზიკურ კონდიციებზე მაქვს სამუშაო. გარდა ამისა, უნდა ვისწავლო მოედანზე გაძლება, ნერვებმა რომ არ მიმტყუნოს და შემოქმედებით ფეხბურთს უნდა მივეჩვიო. დრო საკმარისზე მეტი მაქვს, პროგრესი 35-36 წლამდე არ უნდა შევწყვიტო.

- "ფლორენციაში" საშინელი სტარტი აიღეთ - პირველივე ტურში წაგება ცუდი ამბავია...

- ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა იოლი გასეირნება. მართალია, პირადად არ მინახავს "ფიორენტინას" ამხანაგური მატჩები, მაგრამ ვიცოდი, რომ ფლორენციელებმა "ჩელსისთან" და "ბარსელონასთან" კარგად ითამაშეს.

- "მილანმა" თქვენს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს წნეხსაც ნიშნავს.

- არა, წნეხის ქვეშ არ ვგრძნობ თავს. უბრალოდ, ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომელსაც არ გავურბივარ. სატრანსფერო თანხის გამო პრობლემას ვერ ვხედავ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ იმედები გავამართლო. მინდა, რომ "მილანში" დიდხანს თამაში დავიმსახურო.

- პასუხისმგებლობას მე-13 ნომერიც გმატებთ?

- არა, თუმცა როგორც კი "მილანში" გადმოვედი, მაშინვე ვითხოვე, იქნებ, 13 ნომერი მომცეთ-მეთქი - იმიტომ, რომ ალესანდრო ნესტა ჩემი კერპია. მე მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და არა დამატებით პასუხისმგებლობაზე.

- ბერლუსკონი უკვე გაიცანით?

- კი. "პერუჯასთან" მატჩის წინ გვერდით ჩამიარა, ხელი ჩამომართვა და წარმატებები მისურვა.

- ცენტრალური მცველის ამპლუა თავად აირჩიეთ, თუ ძალით დაგაყენეს დაცვის ცენტრში?

- ბავშვობაში ნახევარმცველობა მინდოდა. ბურთის კონტროლი მომწონდა. ზინედინ ზიდანზე ვგიჟდებოდი - ზიზუ ბურთს უნიკალურად ამუშავებდა, მე კი მის თამაშზე ვგიჟდებოდი. დაცვაში "რომას" პრიმავერაში თამაშისას გადამიყვანეს. იმიტომ, რომ მაღალი ვარ.

- 1982 წელს იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ფინალში ცაცია მცველმა კაბრინიმ პენალტი ვერ გაიტანა. 2006-ში იტალია ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ამჯერად ცაცია მცველის, გროსოს გადამწყვეტი პენალტით. თქვენ როგორ ურტყამთ თერთმეტმეტრიანებს?

- ბავშვობაში ვურტყამდი ხოლმე და სულ გამქონდა...

- დაგვისახელეთ სამი ეპითეტი, რომლებითაც მიხაილოვიჩს დაახასიათებთ.

- პირდაპირი, პატიოსანი, ამბიციური.

- ახლა კი სამი ეპითეტი, რომლებითაც საკუთარ თავს დაახასიათებთ.

- ახალგაზრდა, ცივსისხლიანი, ცაცია.

- თქვენ ზდენეკ ზემანის მეთაურობით გქონდათ დებიუტი, მერე კი მიხალოვიჩის შეგირდი იყავით და ეს ორი სპეციალისტი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. მიუხედავად ამისა, ორივე თქვენზე ჩამოვიდა ფსონს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- ზემანი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის დიდ დროს უთმობდა. ალბათ ჩემში პოტენციალი დაინახა. მიხაილოვიჩს კი ისე მოვწონვარ, რომ "მილანში" წამომიყვანა. ერთი ტექსტური შეტყობინებაც კი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ "მილანში" გადმოსვლას დავთანხმებოდი.

- გარსიას "რომას" ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია რომ მოეცა, დედაქალაქში დარჩებოდით?

- არა მგონია. თანაც, დაპირება არაფერს ნიშნავს. მთავარი საქმეა.

- სოციალური ქსელებით სარგებლობთ?

- იშვიათად. უფრო მეტს ვკითხულობ, თავად კი ცოტას ვწერ.

- როგორი იქნებოდა თქვენი პოსტი "მილანის" ფანებისთვის მისასალმებლად?

- ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში მოვხვდი.

- 20 წლის ასაკში ასეთი პროგრესი იშვიათია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი ტრამპლინი ნაადრევი იყო? ნესტა "მილანში" რომ გადმოვიდა, 26 წლის იყო. ტიაგო სილვა - 25-ის...

- პროგრესი და ტრამპლინი ასაკიდან არ გამომდინარეობს. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა საჭიროა. კარგმა ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობები უშიშრად უნდა წარმოაჩინოს. მე ზუსტად ვიცი, რომ გულშემატკივრები ჩემგან ძალიან ბევრს ელიან.

- იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასვლას დათანხმდებოდით?

- ვნახოთ, რა და როგორ იქნება. უმჯობესია, ამ თემას იანვარში დავუბრუნდეთ. შეზღუდვები არ მიყვარს - იქნებ მეტიც შევძლოთ?

- ბევრი ამბობს, რომანიოლის რუგანი ჯობიაო...

- მიუხედავად იმისა, რომ ისიც ცენტრალური მცველია და მეც, ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ვინ ჯობია - ეს თქვენ გადაწყვიტეთ...

- მაგრამ "იუვე" ხომ ჯობია "მილანს"?

- "იუვეს" თავისი ხიბლი და უპირატესობები აქვს - შემთხვევითი არაა, ტურინელები ზედიზედ ოთხჯერ რომ გახდნენ ჩემპიონები. მიუხედავად იმისა, რომ პირლო, ტევესი და ვიდალი წავიდნენ, "იუვენტუსი" ერთი ნაბიჯით წინაა და ერთი თავით მაღლა დგას. "იუვე" ახლაც პოულპოზიციაზეა, მერე მოვდივართ "მილანი", "რომა", "ინტერი", "ნაპოლი", "ლაციო" და "ფიორენტინა".

- ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ იგებს ის, ვინც ნაკლებ გოლს უშვებს?

- ჰო, მაგრამ გოლების გატანაც საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში 0:0 დაფიქსირდება, ასეთი ანგარიშით კი ცხრილში ბევრ ქულას არავინ დაგიწერს. საიდუმლო იმაშია, რომ გუნდი ყველა რგოლში ძლიერი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ "მილანი" კარგადაა დაკომპლექტებული.

- თქვენი აზრით, ვინ არის დღეს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი?

- გონსალო იგუაინი. საინტერესო იქნება ედინ ჯეკოს წინააღმდეგ თამაშიც.

- ანტონიო კონტესთან კავშირი გაქვთ?

- კონტე მიცნობს და იცის, რაც შემიძლია, მაგრამ ახლა მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებზე ვფიქრობ. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარ ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ.

- თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- მეგობრებთან ერთად რესტორნებში დავდივარ. გურმანი ვარ, გემრიელი კერძები ძალიან მიყვარს. უფრო ჩვენი, იტალიური. აი, სუში და ეგეთები არ მიყვარს.

დოსიე

ალესიო რომანიოლი

დაიბადა: 1995 წ. ანციო

ამპლუა: მცველი

კარიერა: რომა - 2012-15; სამპდორია - 2014-15 (იჯარა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ალესანდრო ნესტა სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მიმდინარე სეზონში მეორედ - ნესტა "მონცას" მწვრთნელად დააბრუნეს
ნესტა, მალდინი თუ კალაძე? - შევჩენკოს ამ სამ მცველს შორის საუკეთესოზე დაეკითხნენ
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პსჟ-ს "მილანის" ორი ფეხბურთელი სურს და მზადაა 80 მლნ ევრო გადაიხადოს
Calciomercato: "მილანს" მთელი შემადგენლობის გაყიდვა სურს, 6-ის გარდა
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"მილანს" გამარჯვება ისევ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ისევ მცველმა რომანიოლიმ მოუპოვა [VIDEO]
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ევერტონს" "მილანის" კაპიტნის გადაბირება სურს
"მილანი" კაპიტანმა დატოვა - რომანიოლი ისევ სერია A-ში ითამაშებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
სინიშა მიხაილოვიჩი: "ნაპოლიმ" გამარჯვება დაიმსახურა [VIDEO]
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
სილვიო ბერლუსკონი: იმედგაცრუებული ვარ სინიშა მიხაილოვიჩის მუშაობით
"მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვერ გავიდა, კაპიტნის გაყიდვა მოუწევს
არც მალდინი და არც ნესტა - ტოტიმ დაასახელა მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
სინიშა მიხაილოვიჩმა ქიმიოთერაპიის მესამე კურსი გაიარა