"ბენდელას თასის" გათამაშების პირველ შეხვედრაში ცხინვალის "სპარტაკმა" პირველლიგელ მარტვილის "მერანს" პენალტებით სძლია
გუშინ ურეკში "ბენდელას თასის" გათამაშების პირველი შეხვედრა გაიმართა. ცხინვალის "სპარტაკი" პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, მარტვილის "მერანს" შეხვდა. ცხინვალელებმა მატჩი სრული შემადგენლობით ვერ ჩაატარეს, რადგან მანჩხავას, უგრეხელიძესა და ჭაფოძეს მცირე ტრავმები აწუხებთ და მთავარმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ დაასვენა, ალავიძე კი გაციებული იყო და, ცხადია, მოედანზე ვერ გავიდა.

გამარჯვებული თამაშის ძირითად დროში ვერ გამოვლინდა - მატჩი 0:0 დასრულდა. ტურნირის დებულებით, ფრეს შემთხვევაში პირდაპირ პენალტების სერია ინიშნება დამატებითი დროის გარეშე, მოსამზადებელ ეტაპზე ისედაც დატვირთული ფეხბურთელები რომ არ გადაიღალნონ. პენალტები ცხინვალელებმა მოწინააღმდეგეზე უკეთ შეასრულეს და 3:2 გაიმარჯვეს.

11-მეტრიანები ზუსტად შეასრულეს მეტრეველმა, ტეტუნაშვილმა და შონიამ, ხოლო ბუზალაძის დარტყმა მარტვილელთა მეკარე შეროზიამ მოიგერია. მარტვილელთაგან გაიტანეს თურმანიძემ და შეროზიამ, ფონიავას და კუჭუხიძის დარტყმები კი "სპარტაკის" მეკარე გრიშიკაშვილმა მოიგერია და ცხინვალელებს მეხუთე პენალტის შესრულება არ დასჭირვებიათ.

"სპარტაკი": გრიშიკაშვილი - ლობჟანიძე, მგელაძე, ტეტუნაშვილი, ბოიომო - დეკანოიძე, შონია, ბოლქვაძე, კილასონია - ბარაბაძე, მეტრეველი.

შეცვლაზე შევიდნენ: სეფიაშილი, კლოვისი, ბუზალაძე, კაკაშვილი, ნარიმანიძე.

"მერანი": შეროზია - ჟვანია, იობაშვილი, სუხიაშვილი, კაკუშაძე, ჯოელი, ილურიძე, ბერუაშვილი, კუჭუხიძე, ამბროლაძე, ჩალაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: თურმანიძე, ფონიავა, ტორაძე, ტაპე, წოწორია, მელიავა, ფაცაცია.

"სპარტაკიდან" გვაცნობეს, რომ "სიონიდან" წასული მცველი მურმან ქურასბედიანი კლუბს შეკრების შემდეგ შეუერთდება. ცხინვალელები კი ათდღიან ურეკულ შეკრებას დღეს დაასრულებენ.

გუშინ გაირკვა, რომ ტურნირს ხაშურის "ივერია" გამოაკლდა, მის ნაცვლად კი რევაზ ძოძუაშვილის სახელობის საფეხბურთო აკადემია ითამაშებს.

vaxo
ჩემი აზრით სოსო ნაკრებისთვისაც შესაფერისი იქნება.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა