არჩევნებში ხმის მიმცემ დელეგატთა რაოდენობა არველაძეს სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, მამუკა კვარაცხელიას განცხადებით, არჩევნებში ხმის მიმცემ დელეგატთა რაოდენობა რევაზ არველაძეს სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კვარაცხელიამ განაცხადა, ამჟამად 34 წევრია (35-ეს, ზესტაფონს შეჩერებული აქვს წევრობა), საიდანაც უმრავლესობა ირჩევს პრეზიდენტს. მისივე თქმით, ამ 34 წევრიდან ძალიან დიდი ნაწილი ფედერაციის დაფინანსებაზეა, რაც რევაზ არველაძეს, რომელიც სფფ-ის კანდიდატია, დიდ უპირატესობას აძლევს.

"ამ 35 წევრს შორის არიან ფეხბურთთან დაკავშირებული ასოციაციები და გაერთიანებები, სულ 9 ორგანიზაცია, რომელიც ფედერაციის დაფინანსებაზეა. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ ეს ორგანიზაციები მხარს სწორედ არველაძეს დაუჭერენ.

გარდა ამისა, რეგიონული ფედერაციები წარადგენენ სწორედ ისეთ დელეგატებს, რომლებიც ასევე ფედერაციაში არიან დასაქმებულები. მათ შორის არის გურიის მიერ წარდგენილი გოჩა ტყებუჩავა, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებს და ასევე ლოგიკურია, თუ ვის დაუჭერს მხარს.

ჩემთვის ცნობილია, რომ ასევე არველაძეს უჭერს მხარს ქვემო ქართლის დელეგატი მერაბ თევზაძე და რაჭის დელეგატი გია გრიგალაშვილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს სრულიად სამარცხვინოდ", - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ დელეგატთა რაოდენობა გაიზარდოს, აუცილებელია, საფეხბურთო კლუბები გახდნენ ფედერაციის წევრები.

"საქართველოს უმაღლესი ჩემპიონატის 7 გუნდი არ არის ფეხბურთის ფედერაციის წევრი. გუნდებს ელემენტარული განცხადების დაწერა სჭირდებათ იმისთვის, რომ გახდნენ ფედერაციის წევრები.

ეს არის სრულიად მარტივი პროცედურა, თუმცა, ამას არ აკეთებენ. პირველი ლიგის გუნდებს, მეორე ლიგის გუნდებს, თამამად შეუძლიათ გახდნენ ფედერაციის წევრები და ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება არჩევნებში.

ამისთვის მხოლოდ განცხადების დაწერაა საჭირო. თუ ისინი ამას არ მოიმოქმედებენ, ჩვენ ასეთ ვითარებაში ვიქნებით სულ", - აღნიშნა კვარაცხელიამ. მისივე თქმით, 34 საარჩევნო დელეგატი ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძალიან ცოტაა.

საარჩევნო დელეგატებს შორის არიან საფეხბურთო კლუბები, საფეხბურთო ასოციაციები და რეგიონული საფეხბურთო ფედერაციები.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

glp
ამ არველაძეს ნამუსი რო ქონდეს ხმას არ უნდა იღებდეს , ამდენი წელია მანდ არის და რას მიკეთებს რა სკოლები რა ფეხბურთი ,კოტრდებიან და ქრებიან გუნდები ,ამის მერე ხმა კი არა დასაჭრიცა ამდენი ფული სად იხარჯება ?
gia
თან არველაძემ იმ პირობით არ მოხსნა დელეგატები და სხვა ხალხი რომ ხმას შეპირდნენ და ეხლა რომელს შეუძლია რომ პირობა დაარღვიოს? რა არჩევნები უკვე ჩაწყობილია ვერ ხვდებით??? აქციები და სახლმწიფოც უნდა ჩაერიოს თუ გვინდა არველაძის მარკეტად არ იქცეს ფედერაცია!!!
gia
თუ საჭიროა საპროტესტო აქციები უნდა გადავაგდოთ გულშემატკივარმა თუ გვინდა რომ ქართული ფეხბურთი არველაძეების ბრელოკად არ გადაიქცეს
murtalo
კობიაშვილი პრეზიდენტად და კვარაცხელია გენ.მდივანი, ან პირიქით...იქნებ გვეშველოს.
murtalo
არ უნდა დასრულდეს ეს მარაზმი?! არცჩევნებამდე არ უნდა მიუშვან არველაძე , მანამდე უნდა ვაიძულოთ მოხსნას კანდიდატურა, სხვა გამოსავალს არ გვიტოვებენ!
gaitanet arveladze.
არველაძე საქართველოს ფეღბურთის სირცხვილია!!!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე