ფიფას ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა, ჩვენ დავუკავშირდით საქართველოდან ამ გამოკითხვაში მონაწილე მამუკა კვარაცხელიას და ვკითხეთ ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნის მიზეზი...

მამუკა კვარაცხელია: აღნიშნულ გამოკითხვაში შარშანდლიდან ვიღებ მონაწილეობას და ჩემს და ჩვენს ბედად, არც შარშან, არც წელს ჩვენი ხვიჩა სიაში არ იყო შეყვანილი! სტრუქტურა ასეთია - გიგზავნიან ჩამონათვალს ფეხბურთელებისას ან მწვრთნელებისას ყველა ნომინაციაში, კაცებშიც და ქალებშიც, რომლის გასწვრივაც შენ უნდა აღნიშნო პირველი, მეორე და მესამე... სია მივიღე თუ არა, მაშინვე "კვარას" დავუწყე ძებნა, მაგრამ ძალიან მეწყინა, რომ არ იყო სიაში. ამიტომ სიიდან ავირჩიე დემბელე, ენრიკე და დონარუმა და სამივე პირველ ადგილზე გავიდა.

"კვარა" ბევრ რამეშია უნიკალური და თუნდაც ის წარმოვიდგინოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული პსჟ ვერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მესის, ნეიმარის, მპაპეს, იბრაჰიმოვიჩის დროს და სწორედ კვარას მისვლის შემდეგ მოიპოვეს პარიზელებმა სანუკვარი პრიზი და რა თქმა უნდა ჩვენებურის დიდი ძალისხმევით, თუნდაც ორი მომენტი რომ გამოვყოთ - „ლივერპულთან“ ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთი და პირველი ქართული გოლი ფინალში! ...

"კვარამდე" პოლიტიკოსებიც კი ითხოვდნენ - „დინამოს“ სტადიონზე კარტოფილი დავთესოთო! და ეს ხდებოდა პიჭაძის, მესხის, ყიფიანის, ქინქლაძის, არველაძეების ქვეყანაში! კვარამ მთელი საქართველო ფეხბურთისკენ მოაბრუნა, და სადაც წავიდა, ყველგან დაამტკიცა, რომ საუკეთესოა და გამარჯვების სიმბოლო! ყაზანში სასწაულებს სჩადიოდა, ბათუმში 20 000 კაცი მოდიოდა სტადიონზე კვარას სანახავად, ახლა კი თავად ხედავთ, რამდენი დადის, კვარამდე ოსიმენს ორ სეზონში 51 მატჩში 28 გოლი ჰქონდა გატანილი, კვარასთან ერთად - 1 სეზონში 32 მატჩში-31 გოლი! დემბელეს პარიზში 42 თამაშში 6 გოლი გაეტანა, კვარას გადმოსვლიდან 53 მატჩში-35 გოლი! გახსოვთ, ლეგენდარული ვან ბასტენი როგორ არ იჯერებდა გოლს „ატალანტას“ კარში- 9 კაცით გარშემორტყმულმა გაიტანაო?

საქართველოს ნაკრებზე კი ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ კვარას გავლენა... თუ ადრე მთელს საქართველოში პატარა ბიჭები მესისა და რონალდოს მაისურებით დარბოდნენ, დღეს ყველას კვარას მაისური უნდა... ასეთი გადატრიალება თავის ქვეყანაში ჩემს ნახევარსაუკუნოვან საფეხბურთო მოღვაწეობაში მხოლოდ ჟორჟ ვეას თუ გაუკეთებია... ასე, რომ კვარა ჩემთვის ობიექტურადაც საუკეთესოა და იმედი მაქვს მომავალ წელს ვიხილავ ოფიციალურ სიაში...", - განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.

ნიკა
ხალხო, ჯერ გაიგეთ მიზეზი და მერე დაწერეთ კომენტარები, არ იყო კვარა სამწუხაროდ სიაში და კაშიას და სანიოლს როგორ მიეცათ ხმა?
Gia
absolutely truth!🇬🇪
Porto
აი ეხლა ვინც კაშია და სანიოლი ლანძღეთ კვარას არ დასახელების გამო სულ მძღ…. წკეპლებით ხართ საცემები!!!
Porto
სკოლაში საერთოდ დადიოდი?
rigiti
Live ball-ze
ზურა
ხომ არ იცით სად შეიძლება ვუყიროთ?
გიორგი
პალმერი რა ფეხბურთელია საკლუბოს ფინალში რომ იტყვიან ლარნაკზე მიართვენ ბურთები და მანაც შეაგორა კარებში სხვა მაგის გაპრწყინება მე არსად მნიშვლენოვან ტურნირზე არ მინახავს კვარას როლი კი ლიგის მოგებაში დიდი იყო ვინაიდან მან თავად შექმნა მნიშვლენოვანი გოლები გავიხსენოთ ასტონ ვილას კარში გატანილი გოლი და საგოლე არსენალთან ლონდონში როგორ შესძლო უხერხული პასის დამორჩილება და ზუსტათ დემბელეს დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანა აგრეთვე მის ბრწყინვალე თამაში დაცვაში გადამწყვეტი იყო ლივერპულთან და იმავე არსენალთან ორივე მატჩში ასე რომ საწყენია მაგრამ კიდევ მეტად საწყენია როცა ვერფერს ვერ ვიზამთ ამხელა უსამართლობაზე
განათლების სამინისტრო
ვაჟა მასწ, ბოლოს გადამზადების კურსები როდის გაიარეთ?
zura222
აი ასე გვსჯიან დასავლელი ლიბერას-აკაცუკები @ ხომ გახსოვთ ურსულა ფონ დრე ფაიზერის სიტყვა--საქართველოდან ყველა უნდა ამოვშალოთ სანამ საქართველოში"დიქტატურა" იქნებაო ! და ამოშალეს ხვიჩაც @ საქართველოში ყოფილა დიქტაურა 12 ოპზიციური ტელევიზია-რადიოთი და 50-მდე ოპოზიციური ინტერნეტ გამოცემით გაზეთ-ჟურნალებით ! და მოლდოვაში(უკრაინას ჯანდაბას არ ვამბობ ომია მაინც იქ) ყოფილა დემოკრატია არცერთი ოპოზიციური ტელევიზია რომარაა და რუმინეთშi ყოფილა დემოკრატია არჩეულ პრეზიდენტს რუსული რუბლები რომ "უპოვეს" სარდაფში დარომგაუუქმეს კანონიერი პრეზიდენტობა დათავიოსი მონა დააყენეს @ (საინტერესოა რაში სჭირდებოდა რა უნდა ეყიდა რუბლებით ევროპაში ??) "ჩადებაც" არ შეუძლიათ იმ საცოდავებს ისე რომ ვინმე მაინც დააჯერონ DD თუ უდებ ევრო-დოლარები ან ოქრო მაინც ჩაუდე DD
ვაჟა მასწავლებელი
კვარას ბრალიც არის ამაში! იმიტომ, რომ ზედმეტად "ეკეკლუცება" "შავ მურთხებს" - ყველას ეს აძლევს პასს - მადლობას კი იშვიათად გამოხატავენ! იმათ რეიტინგები ჩვენ კვარას კი ჩვენი საყვედურები ხვდებათ!
გუჯა კახაძე
დავამატებდი - კვარას სანახავად თვითმფრინავის დამატებითი რეისი რომ დაინიშნა ეს ყოველთვის მემახსოვრება!
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
RMC Sport: "კვარას" ტრავმა პსჟ-სთვის მძიმე დარტყმაა - კონტრაქტის გასაგრძელებლად ფინანსურ კომპრომისს უნდა მიაღწიონ
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა