დღეს ასტანაში მედლებისთვის ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი იბრძოლებენ
დღეს, 27 აგვისტოს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩვენი "მძიმე არტილერია" ერთვება - ევროპის სამგზის, ევროპული თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) იჭიდავებს, მეორე მონაწილედ კი უშანგი მარგიანი გვეყოლება.

ისინი ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან, პირველ წრეში კი ორივე ისვენებს. ცნობილია მეორეში მათი მეტოქეებიც - ჭრიკიშვილი ჰოლანდიელ ფრანკ დე უაიტს შეხვდება, მარგიანი - პოლონელ ლუკაშ ბლაჩს.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ჭრიკიშვილი აქაც პირველ ნომრადაა განთესილი და განუთესავებიდან განსაკუთრებით ძლიერი მასთან არავინ მოხვედრილა. ჰოლანდიელის ჩამოცილების შემთხვევაში ის მეორე პაექრობას ესტონელ ევგენი სალეევსა და მასპინძელ აზიზ კალკამანულის შორის მოგებულთან ჩაატარებს. მერვედფინალის სავარაუდო მეტოქეებიდან ფრანგი ალაინ შმიტი გამოირჩევა, მეოთხედფინალისტებიდან - გერმანელი სვენ მარეში.

ფორმაში მყოფი ჭრიკიშვილისთვის ამათი დამარცხება არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ ვნახოთ, როგორაა ის მომზადებული ჩემპიონატისთვის. ის ფინალამდე არ ხვდება უხერხულ მეტოქეს, ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონ ლოიკ პიეტრის, ნახევარფინალში კი რუსთა ევროპისა და მსოფლიოს ექსჩემპიონ ივან ნიფონტოვსა და იაპონელ ტაკანორი ნაგასეზე გადის.

მარგიანის ჯგუფში ფავორიტი პიეტრია, თუმცა მას მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდება, ოღონდ იქამდე მისასვლელადაც დიდი გმირობა მართებს. პოლონელი არ გვგონია ჩვენებურის სადარი ფალავანი, მესამე წრეში კი ჩრდილოკორეელ ჰონგ ვი პაკსა და უზბეკ იაკიო იმამოვის წყვილიდან ერთი ამოუვა. იმამოვიც კერკეტი კაკალია, კორეელი კი პირადად არ ვიცით, მაგრამ მათ საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავთ, არ არიან ხელწამოსაკრავნი.

მერვედფინალის ბადეში მარგიანს მოლდოვიდან არაბულ საემიროებში ემიგრირებული ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი სერგიუ ტომაც მოუდის, ასეთებთან ბრძოლა კი არ იქნება იოლი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატში აქამდე სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა: ამირან პაპინაშვილმა (-60), ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (-73), თუმცა მედალს ვერცერთი შესწვდა.

ასევე იხილეთ:

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები

მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი

მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა

fraternity
ისევ უდიდესი დაწოლა ჭრიკიშვილზე, ისევ ყველა მას უყურებს იმედის თვალით, ისევ მან უნდა გამოასწოროს ჯერჯერობით ბოლომდე ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატი, მერამდენედ უკვე
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დავით ქევხიშვილი: ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ თემას, რაც უნდა მოხდეს!
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [ნაწილი I]
ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
"რომ გენახათ ჭრიკიშვილის ფეხი და როგორ განიცადა წაგება, არ დაწერდით, უსუსური იყოო"
ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [დასასრული]
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ვითომ საშიში არაფერია? - ინტერვიუ ირაკლი უზნაძესთან [დასასრული]
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
სამწუხაროდ, ჩვენგან მომკითხავი არავინაა - ინტერვიუ ვალერი ლიპარტელიანთან