იამაიკელმა ისევ იმარჯვა
მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე დღეს, ყურადღების ცენტრში ისევ უსაინ ბოლტი მოექცა. თუ 100 მეტრ დისტანციაზე იამაიკელს ბევრი უწინასწარმეტყველებდა წაგებას, ამჯერად, "გრძელ სპრინტში" ლეგენდა მთავარი ფავორიტი იყო.

მისი მეტოქე კი ისევ ჯასტინ გეტლინი გახლდათ. ამერიკელი ძალიან კარგად იყო მომზადებული და საფინიშო სწორ მონაკვეთზე ლიდერის რანგში გავიდა, მაგრამ ბოლტმა ბოლო მეტრებზე მისთვის ჩვეული ტემპი აკრიფა და იოლად გაექცა გეტლინს. უსაინი მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონი გახდა.

ქალებს შორის 400 მეტრზე ფინალურ გარბენში ოთხი იამაიკელი იყო გასული და მათ მარტო შეებრძოლა მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ამერიკელი ელისონ ფელიქსი, რომელიც ორი წლის წინ, 200 მეტრიდან 400 მეტრზე გადავიდა. იამაიკელები ახლოსაც არ ყოფილან ფავორიტთან, რომელმაც სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ყველაზე დაძაბული და არაპროგნოზირებადი გამოვიდა კაცებს შორის სამხტომის ფინალი. სეზონის ლიდერი, კუბელი პედრო პაბლო პიჩარდო და ამერიკელი კრისტიან ტეილორი ყოველი სანტიმეტრისთვის იბრძოდნენ და სამი ცდის შემდეგ, ერთნაირი შედეგი ჰქონდათ - 17.60.

ტეილორმა საკონტროლო გასროლა ბოლო ცდაზე შეასრულა - 18.21! ამერიკელს მხოლოდ რვა სანტიმეტრი დააკლდა ჯონათან ედვარდსის მსოფლიოს რეკორდამდე, რომელიც 20 წელია ძალაშია.

პოლონელი ანიტა ვლოდარჩიკი უროს ტყორცნის სექტორში არა მეტოქეებს, არამედ რეკორდებს ებრძოდა. ეს სპორტსმენი პირველი ქალია ამ დისციპლინის ისტორიაში, ვინც 80 მეტრზე შორს გასტყორცნა ურო. გუშინ, მან მესამე ცდისას აიღო 80 მეტრი, მეოთხეში მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა და ბოლოს, მსოფლიოს საკუთარ რეკორდს შეუტია, მაგრამ უშედეგოდ.

მამაკაცები

სამხტომი

1. კრისტიან ტეილორი (აშშ) - 18,21; 2. პედრო პაბლო პიჩარდო (კუბ) - 17,73; 3. ნელსონ ევორა (პორ) - 17,52...

200 მ.

1. უსაინ ბოლტი (იამ) - 19,55; 2. ჯასტინ გეტლინი (აშშ) - 19,74; 3. ანასო ჯობოდვანა (ს. აფრ) - 19,87

ქალები

უროს ტყორცნა

1. ანიტა ვლოდარჩიკი (პოლ) - 80,85; 2. ჟან ვენსიუ (ჩინ) - 76,33; 3. ალექსანდრა ტავერნიე (საფ) - 74,02...

400 მ.

1. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 49,26; 2. შონა მილერი (ბაჰ) - 49,67; 3. შერიკა ჯექსონი (იამ) - 49,99...

მედლების ჩათვლა

ო ვ ბ ს

1. კენია 6 3 2 11

2. აშშ 3 4 5 12

3. იამაიკა 3 0 2 5

4. ბრიტანეთი 3 0 0 3

5. პოლონეთი 2 1 3 6

6. კუბა 2 1 0 3

7. გერმანია 1 2 2 5

8. ეთიოპია 1 2 0 3

9. კანადა 1 1 1 3

10. ს. აფრიკა 1 0 1 2

11. ჩეხეთი 1 0 0 1

11. ესპანეთი 1 0 0 1

11. ერითრეა 1 0 0 1

11. კოლუმბია 1 0 0 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ხავი: უსაინ ბოლტი ფეხბურთს ვერ ითამაშებს
უსაინ ბოლტი, "მანჩესტერის" ფორმით, "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს
უსაინ ბოლტი დოპინგის მომხმარებლების სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვს
"თუ დავლევ, ყველას გცემთ..." - ხაბიბი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა
ნესტა კარტერის საქმეს 15 ნოემბერს განიხილავენ
რამდენ კაცს დაანაყრებდით ერთი სუმოისტის დღიური რაციონით და სხვა მხიარული სტატისტიკა