ქართველი გამთამაშებლის "გისენმა" ზედიზედ მე-13 მატჩი წააგო და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერისკენ მიიწევს

ლაშა გამყრელიძის გერმანული კლუბი "გისენი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერისკენ მიიწევს. გისენელებმა ზედიზედ მე-13 მატჩი წააგეს, ამჯერად სტუმრად "ბრაუნშვაიგთან" - 75:87.

მასპინძლებმა შეხვედრის ბედი საწყის სამ პერიოდში გადაწყვიტეს და მეოთხეში "გისენს" თავისუფლად თამაშის უფლება მისცეს. ბოლო ათწუთეულში სტუმრებმა 24:14 მოიგეს, თუმცა 12-ქულიან მარცხს თავი მაინც ვერ დააღწიეს.

"გისენის"' ახალგაზრდა მწვრთნელი, ვლადიმირ ბოგოიევიჩი (1976 წელსაა დაბადებული), მდგომარეობის გამოსწორებას ათასგვარი ხერხით ცდილობს. თავიდან ამბობდა, ტრავმირებული სმიტი რომ დაგვიბრუნდება, მაშინ გვეშველებაო, მაგრამ ხსნა არც სმიტში აღმოჩნდა. ბოლო ორი მატჩია მწვრთნელი ქართველ გამთამაშებელს უნდობლობას უცხადებს - ლაშა წინა შეხვედრის მსგავსად, "ბრაუნშვაიგთანაც" 6 წუთი ათამაშა (2 პასი, 1 ფოლი, 1 შეცდომა). "გისენის" თავკაცს, ალბათ, ავიწყდება, რომ სეზონის სტარტზე 5 მატჩის მოგებაში (დღემდე 5 გამარჯვება აქვს) გამყრელიძეს დიდი წვლილი მიუძღვის, 10-12 ქულას აგდებდა და 6-6 პასს ასრულებდა.

დღევანდელი მონაცემებით "გისენი" ცხრილში მე-16 ადგილზეა (5 გამარჯვება, 15 წაგება), გასავარდნ ზონაში მყოფ ორეულს ერთი მოგებით უსწრებს. თუ გისენელებმა თამაში არ გამოასწორეს, ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა