ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბუნდესლიგა. III ტური: დარჩა ორი უდანაკარგო [VIDEO]

ბუნდესლიგა. III ტური: დარჩა ორი უდანაკარგო [VIDEO]

"ბაიერნი" და "დორტმუნდი" არავის ზოგავენ
* "დორტმუნდმა" ახალ სეზონში რვიდან რვა ოფიციალური მატჩი მოიგო.

* თომას ტუხელი პირველი მწვრთნელია "დორტმუნდის" ისტორიაში, რომელმაც პირველი სამი ტური მოიგო.

* თომას მიულერმა ბუნდესლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა. ნახევარმცველს არასოდეს გაუტანია პირველ სამ ტურში ხუთი გოლი.

* "ვოლფსბურგი" 24 ტურია, შინ არ მარცხდება.

* ბას დოსტს 2015 წელს 16 გოლი აქვს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბუნდესლიგაში.

* არც ერთი ქულა სამ ტურში - "შტუტგარტს" ასეთი სტარტი არასოდეს ჰქონია.

* "აინტრახტმა" 9-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო სტუმრად.

* "კიოლნი" 12 ტურია შინ არ აგებს.

* "გლადბახმა" ისტორიაში პირველად ვერ მოიპოვა პირველ სამ ტურში ქულა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "ლაციოსთან" ლამაზი და ემოციური გამარჯვების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ "ლევერკუზენს" გაუჭირდებოდა "ალიანც არენაზე" ტურის ცენტრალურ მატჩში. მართალია, რომაული კლუბის დამარცხების შემდეგ "ბაიერმა" დაამტკიცა, რომ ძლიერი გუნდია და ბევრიც შეუძლია, მაგრამ, შესაძლოა, ეს ყველაფერი დაღლილობის ფაქტორს გადაეფარა, რაც მოხდა კიდეც.

როგორც ტურისწინა მიმოხილვაში ვწერდით, "ბაიერნი" ერთადერთი ცენტრალური მცველის - დანტეს ამარა იყო დარჩენილი. ამით პეპ გვარდიოლას მორიგი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება მიეცა - "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში არ იყო ნომინალური ცენტრალური მცველი. მასპინძლების დაცვის ხაზი ასე გამოიყურებოდა - ლამი, ალაბა, ბერნატი, რომლებსაც ხშირად ეხმარებოდა ჩაბი ალონსო. ფლანგებზე, ტრადიციულად, დუგლას კოშტა და რობენი ვიხილეთ და, ამჯერად, არა მხოლოდ ბრაზილიელი, ჰოლანდიელიც ბრწყინავდა.

სწორედ კოშტამ შექმნა პირველი გოლი. ექსშახტარელი ძალიან იოლად გაექცა ჰილბერტს და გამოზომილი პასი გაუკეთა მიულერს, რომელსაც ისღა დარჩენოდა, ხუთი მეტრიდან გაეტანა.

"ლევერკუზენი" პრესინგს ცდილობდა, მაგრამ, ამჯერად, "ბაიერნი" დაცვაში შეცდომებს აღარ უშვებდა. თუ ნოიერის კართან სახიფათო მომენტებს გავიხსენებთ, მხოლოდ ჯარიმიდან ჩალჰანოგლუს დარტყმაა აღსანიშნავი, როცა ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

მეტოქისგან განსხვავებით, "ფარმაცევტებს" დაცვაში ბევრი შეცდომა ჰქონდათ. ამ მხრივ, პირველ რიგში, ჰილბერტია აღსანიშნავი, რომელმაც ორი პენალტი მოუტანა თავის გუნდს - ერთხელ ვიდალს უბიძგა ხელი, მეორედ ხელით ითამაშა კოშტას ჩაწოდების შემდეგ. საერთოდ, ამ მცველის შეშვება საკუთარ საჯარიმოში არ შეიძლება - წინა სეზონში, ჰილბერტის მიზეზით ხუთი (!) პენალტი დაინიშნა "ლევერკუზენის" კარში. მიულერმა და რობენმა 11-მეტრიანები გამოიყენეს - 3:0.

მიუნხენელები უფრო იღბლიანები რომ ყოფილიყვნენ, კიდევ უფრო დიდი ანგარიშითაც მოიგებდნენ. ასე მაგალითად, კოშტამ ძელს გაარტყა ბურთი, რამდენიმე კარგი მომენტი გააფუჭა ლევანდოვსკიმ, უფრო ეფექტური უნდა ყოფილიყო რობენი.

"ბაიერნმა" არსებობის ისტორიაში მეთოთხმეტედ დაიწყო სეზონი ზედიზედ სამი მოგებით. წინა 13 შემთხვევიდან 11-ში რეკორდმაისტერი ჩემპიონი ხდებოდა.

შთამბეჭდავია გვარდიოლას მაჩვენებელი: ესპანელ სპეციალისტს ბუნდესლიგაში პირველ წრეში არასოდეს წაუგია - 111 შესაძლებლიდან 101 ქულა (32 მოგება და 5 ფრე!). რაც შეეხება "ლევერკუზენს", ამ გუნდმა პირველად წააგო ასეთი დიდი ანგარიშით როჯერ შმიდტის ხელმძღვანელობით.

იხილეთ ვიდეო

"ვოლფსბურგს" სეზონის გაგრძელება კევინ დე ბრუინისა და ივან პერიშიჩის გარეშე მოუწევს, რომლებიც, შესაბამისად, "მანჩესტერ სიტიში" და "ინტერში" გადადიან. ისინი არ ყოფილან "შალკესთან" მატჩის განაცხადში, თუმცა დე ბრუინი ტრიბუნაზე ვიხილეთ, სადაც ბოლო ავტოგრაფებს არიგებდა "მგლების" ფანებისთვის.

ორი წამყვანი მოთამაშის დაკარგვის მიუხედავად, "ვოლფსბურგმა" მატჩი უფრო საინტერესოდ დაიწყო, ვიდრე წინა ტურებში. დაახლოებით ნახევარი საათი "შალკე" შეტევაზე არ ფიქრობდა, რადგან მასპინძლები მუდმივად მეტოქის ნახევარზე იყვნენ. თუმცა მათი შეტევები ფანტაზიით არ გამოირჩეოდა და ყველაფერი ტრეშისა და კალიჯურის ჩაწოდებებით სრულდებოდა. და სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჩაწოდებით, დოსტმა ერთი შეხებით გაუშვა "შალკეს" კარში ბურთი ტრეშის პასის შემდეგ.

სტუმრებმა თანდათან შეძლეს თამაშის გათანაბრება. საუკეთესო მათ რიგებში ლეროი სანე იყო, ხოლო ყველაზე კარგი მომენტი ჰუნტელაარს ჰქონდა, რომელმაც ახლოდან ააცილა კარს.

"შალკემ" მეორე ტაიმის სტარტზე აქტიურობა სცადა და კინაღამ გაიტანა კიდეც - გაისის შორეული დარტყმა სულ მცირედით ასცდა კასტელსის კარს. პარალელურად, სტუმრები ბევრს სცოდავდნენ დაცვაში და ერთ მომენტში, კოლაშინაცმა საჯარიმოში წააქცია ლუიშ გუსტავო, რის შემდეგაც პენალტი ზუსტად დაარტყა რიკარდო როდრიგესმა. რამდენიმე წუთში კი როდრიგესის კუთხურს კლოზეს მესამე გოლი მოჰყვა.

"ვოლფსბურგმა" სრულიად დამსახურებულად მოიგო და თავის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო - სამი ტურის შემდეგ შვიდი ქულა არასოდეს ჰქონია.

"დორტმუნდმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში და პირველი ადგილი დაიბრუნა. ევროპალიგაზე "ოდ გრენლანდთან" მხიარული მატჩის (7:2) შემდეგ თომას ტუხელმა ორი ცვლილება განახორციელა ძირითად შემადგენლობაში - კარში ვაიდენფელერი ბიურკით შეცვალა, თავდასხმაში ჰოფმანი - ობამეიანგით. "ჰერტა" ლიდერის წინააღმდეგ ხუთკაციანი დაცვითა და ნომინალური ფორვარდის გარეშე გავიდა.

ამიტომაც პირველ ტაიმი არ იყო მდიდარი საგოლე მომენტებით და ანგარიში სტანდარტული მდგომარეობიდან გაიხსნა - კაგავამ თავზე დაასვა ბურთი ჰუმელსს, რომელმაც მძლავრი დარტყმით თავისი მე-18 გოლი (მე-11 - თავით) გაიტანა ბუნდესლიგაში.

"დორტმუნდი" ამ გოლამდეც და შემდეგაც მშვიდად აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას, მეორე ბურთი კი მეორე ტაიმის სტარტზე გაიტანა, როცა კაგავა-გინტერის კომბინაცია ობამეიანგმა დაასრულა (გაბონელი სამი ტურია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს).

"ჰერტა" მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნა და წესით, "დორტმუნდი" იოლად უნდა ასულიყო წინა მატჩების ნორმამდე (4 გოლი), მაგრამ თავად მიიღო გოლი კალუსგან, თუმცა მსაჯების ეს ბურთი თამაშგარეს გამო არ უნდა ჩაეთვალათ.

ამან ცოტათი აანერვიულა 80-ათასიანი პუბლიკა, თუმცა "ბორუსიას" დისტანციაზე ჰყავდა მეტოქე, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა რამოსმა დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

იხილეთ ვიდეო

ბუნდესლიგა. III ტური

28 აგვისტო

ვოლფსბურგი-შალკე 3:0

გოლები: 1:0 დოსტი (17), 2:0 როდრიგესი (59-პენ), 3:0 კლოზე (61)

ვოლფსბურგი: კასტელსი, ტრეში, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, ვიეირინია, ლუიშ გუსტავო, გილავოგი, კრუზე (87. არნოლდი), კალიჯური (76. შიურლე), დოსტი (79. ბენდტნერი).

შალკე: ფერმანი, რიტერი, მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი, გაისი, აოგო, ჩუპო-მოტინგი (59. დი სანტო), დრაქსლერი (73. მაიერი), ლ. სანე (71. გორეტცკა), ჰუნტელაარი.

გაფრთხილება: ლუიშ გუსტავო - რიტერი, აოგო

კუთხური: 2-3 ჯარიმა: 11-16 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 9(5)-12(1) ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 30 000

29 აგვისტო

შტუტგარტი-აინტრახტი 1:4

გოლები: 0:1 ჰლუშეკი (11-საკ. კარში), 1:1 დიდავი (30), 1:2 კასტაინოსი (42), 1:3 სეფეროვიჩი (69-პენ), 1:4 კასტაინოსი (87)

შტუტგარტი: ტიტონი, შვააბი, ბაუმგარტლი, ჰლუშეკი, ინსუა, გენტნერი, სერეი დიე (85. რუპი), დიდავი (68. ვლახოდიმოსი), კოსტიჩი, ჰარნიკი (46. ტიმო ვერნერი), გინჩეკი.

აინტრახტი: ჰრადეცკი, ჩენდლერი (46. იგნიოვსკი), სამბრანო, რუსი (46. აბრაჰამი), ოშჩიპკა, ჰასებე, რაინარტცი, აიგნერი, შტენდერა (79. ვალდშმიდტი), სეფეროვიჩი, კასტაინოსი.

გაძევება: ტიტონი (67. შტუტგარტი)

გაფრთხილება: დიდავი, ჰლუშეკი, გინჩეკი - ჩენდლერი, შტენდერა, აბრაჰამი

კუთხური: 6-1 ჯარიმა: 19-17 თამაშგარე: 2-8 კარში დარტყმა: 15(4)-6(4) ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 49 327

აუგსბურგი-ინგოლშტადტი 0:1

გოლი: 0:1 ლეკი (63)

აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, მაქსი, ბაიერი, ბობადილია, კორი (83. მიოლდერსი), ჰალილ ალთინთოფი (57. ესვაინი), ტობიას ვერნერი, კაიუბი (46. მატავჟი).

ინგოლშტადტი: იოზჩანი, ლეველსი, მ. მატიპი, ჰიუბნერი, ზუტნერი (76. ბაუერი), როჟერი, გროსი, მორალესი, ჰარტმანი (61. ლექსი), ჰინტერსეერი (81. ბრეჟერი), ლეკი.

გაფრთხილება: კაიუბი, ჰონგი, მატავჟი - ლეკი, ჰარტმანი, მატიპი

კუთხური: 3-4 ჯარიმა: 22-16 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 10(2)-16(3) ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 30 003

კიოლნი-ჰამბურგი 2:1

გოლები: 0:1 ჰოლტბი (47), 1:1 ჰოსინერი (76), 2:1 მოდესტე (81-პენ)

კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი (66. ჰოსინერი), სიორენსენი, ჰაინტცი, ჰექტორი, ფოგტი, ლემანი (59. იოიჩი), რისე, ბიტენკურტი, ცოლერი (81. გერჰარდტი), მოდესტე.

ჰამბურგი: ადლერი (40. ჰირცელი), დიკმაიერი, კლებერი, სპაჰიჩი, ოშტრჩოლეკი, ეკდალი, იუნგი (46. კაჩარი), ჰოლტბი (83. ლასოგა), გრეგორიტში, ილიჩევიჩი, შიპლოკი.

გაძევება: სპაჰიჩი (79. ჰამბურგი)

გაფრთხილება: ცოლერი, ფოგტი, რისე - შიპლოკი, ეკდალი

კუთხური: 3-8 ჯარიმა: 16-9 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 6(3)-17(7) ბურთის ფლობა: 49%-51%

მაყურებელი: 50 000

მაინცი-ჰანოვერი 3:0

გოლები: 1:0 მუტო (15), 2:0 მუტო (29), 3:0 მალი (47)

მაინცი: კარიუსი, ბალოგუნი (73. ბროსინსკი), ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი, ბაუმგარტლინგერი, ფ. ფრაი (8. ლატცა), კლემენსი, მალი, ხაირო, მუტო (87. ნიდერლეხნერი).

ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ზორგი, შმიდებახი, ს. სანე, ბეხი (46. სენტ-მაქსიმინი), კლაუსი (46. ქარამანი), პრიბი, ბენშოპი (74. ა. ზობიხი).

გაფრთხილება: - პრიბი, ზორგი

კუთხური: 8-5 ჯარიმა: 7-12 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 18(6)-11(4) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 26 872

დარმშტადტი-ჰოფენჰაიმი 0:0

დარმშტადტი: მატენია, გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი, გონდორფი, ნიმაიერი (83. იუნგვირტი), ჰელერი, რაუში, ზაილერი (75. როზენტალი), შტროჰ-ენგელი (87. ვაგნერი).

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერაბეკი, სხარი, ზიულე, კიმი, შვეგლერი (68. რუდი), პოლანსკი, უტი (76. ვარგასი), ცუბერი (67. შმიდი), ფოლანდი, კურანი (69. უტი).

გაფრთხილება: ნიმაიერი, გონდორფი, გარიჩი - ცუბერი, უტი

კუთხური: 4-6 ჯარიმა: 12-16 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 5(1)-15(2) ბურთის ფლობა: 36%-64%

მაყურებელი: 17 000

ბაიერნი-ლევერკუზენი 3:0

გოლები: 1:0 მიულერი (26), 2:0 მიულერი (60-პენ), 3:0 3:0 რობენი (71-პენ)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ჩაბი ალონსო, ალაბა, ბერნატი (73. დანტე), ვიდალი, ტიაგო ალკანტარა (83. როდე), რობენი (78. გიოტცე), მიულერი, დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი.

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, ტაჰი, ვენდელი (78. ბიონიში), ლ. ბენდერი, კრამერი, ბელარაბი, ჩალჰანოგლუ (61. კრუსი), მეჰმედი (46. ბრანდტი), კისლინგი.

გაფრთხილება: ბერნატი, ტიაგო ალკანტარა - ვენდელი, კრამერი, კრუსი

კუთხური: 7-5 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 14(6)-10(4) ბურთის ფლობა: 62%-38%

მაყურებელი: 75 000

30 აგვისტო

დორტმუნდი-ჰერტა 3:1

გოლები: 1:0 ჰუმელსი (27), 2:0 ობამეიანგი (51), 2:1 კალუ (78), 3:1 რამოსი (90)

დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, გიუნდოგანი (79. პიშჩეკი), კაგავა, როისი (79. რამოსი), მხითარიანი, ობამეიანგი (71. ჰოფმანი).

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, შტოკერი (46. ვაიზერი), სკიელბრედი (58. ბაუმიოჰანი), დარიდა, ვან დენ ბერგი (71. კალუ), ჰარაგუჩი.

გაფრთხილება: - ვან დერ ბერგი, ვაიზერი

კუთხური: 5-1 ჯარიმა: 15-11 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 15(6)-4(4) ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 80 500

ვერდერი-გლადბახი 2:1

გოლები: 1:0 იოჰანსონი (39-პენ), 1:1 შტინდლი (45), 2:1 ვესტერგაარდი (53)

ვერდერი: ვიდვალდი, გერბესელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, ს. გარსია, ბარგფრედე, ფრიტცი, იუნუზოვიჩი (86. გალვესი), უ. გარსია (77. კროოსი), იოჰანსონი (70. ბარტელსი), უჯა.

გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, ბროუერსი, მ. შულცი, ვენდტი, ნორდტვეიტი (68. დაუდი), ჯაკა, აზარი, შტინდლი, ჰერმანი (72. ჰანი), რაფაელი (81. დრმიჩი).

გაძევება: ჯაკა (87. გლადბახი)

გაფრთხილება: ს. გარსია, უ. გარსია, ვიდვალდი - ნორდტვეიტი

შენიშვნა: კროოსმა ვერ გამოიყენა პენალტი (88)

კუთხური: 5-5 ჯარიმა: 16-17 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 22(6)-9(5) ბურთის ფლობა: 42%-58%

მაყურებელი: 42 100

ბომბარდირები: 5 - მიულერი (ბაიერნი); 3 - ობამეიანგი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური

11 სექტემბერი:

გლადბახი-ჰამბურგი.

12 სექტემბერი:

ბაიერნი-აუგსბურგი, ლევერკუზენი-დარმშტადტი, ჰანოვერი-დორტმუნდი, ჰერტა-შტუტგარტი, ინგოლშტადტი-ვოლფსბურგი, აინტრახტი-კიოლნი.

13 სექტემბერი:

ჰოფენჰაიმი-ვერდერი, შალკე-მაინცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]

"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?

[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა

[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო

გოჩოლეიშვილმა "ბაიერთან" შეუცვლელად ითამაშა - "ჰამბურგი" დამარცხდა

"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება

[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა

"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი

პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა

"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს

ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო

[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა

ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!

გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო

კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?

[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი

"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს

ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა

გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა

ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]

მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა

მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს

ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა

"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია