ბალტიის ლიგაზე "რუდუპისის" წინააღმდეგ მატჩში ჩვენებურის ბრწყინვალე თამაშმა "ტარტუს" მწვრთნელი საკუთარ სიტყვებში დააეჭვა
ბალტიის ლიგაზე ლიტვური "რუდუპისის" წინააღმდეგ მატჩის წინა დღეს "ტარტუ როკის" მწვრთნელმა ინდრიკ ვესპაანუმ შეგირდები სათითაოდ დაახასიათა. ზოგს კომპლიმენტი უძღვნა, ზოგზე თქვა - მეტს ველოდიო... ამ უკანასკნელთა რიცხვში მოხვდა ქართველი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე.

ცხადია, ესტონურ გაზეთებში გამოქვეყნებულ მწვრთნელის ნააზრევს გიორგიც გაეცნობოდა და "რუდუპისთან" ისე ითამაშა, რომ ვესპაანუ საკუთარი სიტყვების სისწორეზე დააფიქრა. "ბუ" (ცინცაძის მეტსახელი) 22 წუთში 18 ქულით "როკის" ბომბარდირი გახდა, თითქმის უშეცდომოდ ისროლა - 7-დან 5 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო. ამასთან, ოქმში გიორგის გასწვრივ 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 პასი, 2 შეცდომა და 3 ფოლი ჩაიწერა. იგი თანაგუნდელთა შორის მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვითაც (20) საუკეთესო იყო.

ბუს ეფექტური თამაში მეტად იმიტომაც დაფასდა, რომ მისმა გუნდმა ტარტუში ლიტველები დაამარცხა. პირველ ტაიმში სწორედ ცინცაძის სიზუსტის წყალობით (საწყის 20 წუთში 12 ქულა ჩააგდო) "ტარტუ როკმა" 10-ქულიანი ფორა დაიბევა - 40:30.

ესტონელებმა სტუმრებს თამაშის ხალისი მესამე პერიოდში დაუკარგეს, რომლის ბოლოსაც 25 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ (65:40). საფინალო სირენამ "ტარტუს" დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა - 86:62.

დასაწყისში უნდა გვეთქვა, რომ პრიენაის "რუდუპისი" ბალტიის ლიგის სათავეში "როკთან" ერთად იდგა, ურთიერთშეხვედრამდე ორივეს 10-10 მოგება ჰქონდა, თუმცა გუშინდელი მატჩის შემდეგ "როკერები" ერთპიროვნულად გალიდერდნენ - 11 გამარჯვება, 5 მარცხი.

ცინცაძის გუნდი ბალტიის ლიგაზე 5 თებერვლამდე დაისვენებს, მანამ ესტონეთის ჩემპიონატში შეეცდება პირველობის განმტკიცებას. შიდა ასპარეზზე ტარტუელები დღეს (შაბათს) "რაპლასთან" სტუმრად ითამაშებენ.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა