წვიმიან ამინდში მოგებული ეტაპი
ორი კვირის წინ, ჩეხეთის გრან-პრის მოგების შემდეგ, "იამაჰას" ესპანელი პილოტი ხორხე ლორენსო საერთო ჩათვლაში ქულებით გაუთანაბრდა თანაგუნდელ ვალენტინო როსის, რითაც კიდევ უფრო დაიძაბა ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისთვის. გასულ უქმეებზე ჩატარებული ბრიტანეთის გრან-პრის შემდეგ, ამ ორთაბრძოლაში ფავორიტი ისევ როსი გახდა. ვალენტინომ შეძლო სილვერსტოუნზე წვიმიან ამინდში სეზონში მეოთხე ეტაპის მოგება და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გენერალურ კლასიფიკაციას.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ბრიტანულ რბოლას სასტარტო ბილიკის მეორე ხაზიდან იწყებდა, მაგრამ უკვე მეორე წრეზე სათავეში ჩაუდგა პელოტონს. მის ზურგს უკან დარჩნენ ლორენსო და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარკ მარკესი, რომელმაც წინა დღეს პოული მოიპოვა. ყოველი წრის შემდეგ, როსი სულ უფრო შორდებოდა კონკურენტებს. მხოლოდ მარკესმა მოახერხა იტალიელს კვალში ჩადგომოდა, მაგრამ ზედმეტად რისკავდა და მე-13 წრეზე ტრასიდან გადავარდა. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში დანილო პეტრუჩიმ ანდრეა დოვიციოზოს გაუსწრო, ასე რომ, იმ დღეს პოდიუმი მთლიანად იტალიური იყო.

ხორხე ლორენსომ მეოთხე ადგილი დაიკავა და ახლა, გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილს იკავებს. ესპანელი როსისთან 12 ქულას აგებს. მესამეზეა 77-ქულიანი ჩამორჩენით მარკესი. ამ სეზონში მეოთხე გამოვარდნის შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა აღიარა, რომ უკვე აღარ აქვს ტიტულის შენარჩუნების იმედი.

"იმედი დავკარგეთ, მაგრამ შევეცდებით მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი რბოლა სეზონის დარჩენილ ნაწილში, - განაცხადა 22 წლის მრბოლელმა. - იქ, სადაც მოგება შეუძლებელი იქნება, თანახმა ვარ მეორე ან მესამე ადგილზე".

მოტოგრანპრის ჩემპიონატში შემდეგი რბოლა სექტემბრის შუაში იტალიაში გაიმართება.

ბრიტანეთის გრან-პრი

1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 46.15.617; 2. დანილო პეტრუჩო (იტა, Ducati) - +3,010; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +4,117; 4. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +5,726; 5. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +11,132; 6. სკოტ რედინგი (ბრიტ, Honda) - +25,467; 7. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +26,717; 8. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +29,393...

საერთო ჩათვლა

1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 236; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 224; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 159; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 150; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 120; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 115; 7. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 102; 8. დანილო პეტრუჩო (იტა, Ducati) - 83...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
საშინელი ავარია 310 კმ/სთ-ზე MOTO GP-ში - ლეგენდა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა [VIDEO]
ვალენტინო როსისთვის სეზონი დასრულდა
მოტოსპორტი: როსის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე
მოტოგრანპრი: ორბორბლიანებმაც დაიწყეს
ვალენტინო როსი ბრუნდება
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა