კოლუმბიელი ბოლო რბოლამ დაღუპა
ოკეანის გაღმა ინდიკარის კლასში ჩემპიონი გამოვლინდა. ეს გახლავთ სკოტ დიქსონი, არადა, მთელი სეზონის განმავლობაში, საჩემპიონო რბოლაში მთავარი ფავორიტი და ლიდერი ხუან-პაბლო მონტოია იყო.

კოლუმბიელი მთავარ ფავორიტად ჩავიდა სონომში სეზონის ფინალურ რბოლაზე. მონტოიასთვის საკმარისი იყო პოდიუმზე ასვლა და მაშინ, ვერც ერთი მისი ხუთი კონკურენტიდან ტიტულს ვერ წაართმევდა. მაგრამ არ გამოვიდა: მორიგი რესტარტის დროს, მონტოია უილ პაუერს - "პენსკეში" საკუთარ პარტნიორსა და გასული წლის ჩემპიონს დაეჯახა და იძულებული გახდა, პელოტონის სიღრმიდან გაეკვლია გზა.

მონტოიამ ისღა მოახერხა, მეექვსე ადგილზე გადასულიყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სკოტ დიქსონი "გენასიდან" ლიდერობდა ბოლო 30 წრის განმავლობაში და სეზონში მესამე გამარჯვების წყალობით, გაუსწრო ხუან-პაბლოს საერთო ჩათვლაში - ორივეს ანგარიშზე 556 ქულა იყო, მაგრამ მოგებების რაოდენობით, ჩემპიონად ახალზელლანდიელი გამოცხადდა.

კოლუმბიელს ცუდი სამსახური გაუწიეს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა: ბოლო რბოლაში მოქმედებდა ორმაგი ქულების წესი და სწორედ ამან მისცა დიქსონს საშუალება - ქულებით დაწეოდა მონტოიას.

"როცა ორმაგი ქულების წესი მოქმედებს, აღარ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებდი მთელი წლის განმავლობაში. დიქსონს საშინელი სეზონი და მხოლოდ ერთი კარგი რბოლა ჰქონდა. და მაინც ჩემპიონი გახდა. ეს უსამართლობაა", - აღშფოთებას ვერ მალავდა მონტოია ფინიშის შემდეგ.

ეს არის დიქსონის მეოთხე ტიტული ინდიკარში და 38-ე მოგება ამერიკულ "ფორმულებში". სკოტი ამ სარბოლო სერიაში ყველაზე წარმატებული მოქმედი პილოტია, ტიტულების რაოდენობით კი გაუთანაბრდა მარიო ანდრეტის, ბობი რეიჰოლს, ელ ანზერ-უმცროსს, სებასტიან ბურდესა და დარიო ფრანკიტის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა