კეი ნიშიკორი სახლში წავიდა
ორშაბათს, სტარტი აიღო ამერიკის ღია პირველობის 135-ე გათამაშებამ. დასაწყისი ბევრი ფავორიტისთვის უიღბლო გამოდგა. მაგალითად, წელს ნიუ იორკში არ განმეორდება შარშანდელი ფინალი, რადგან ბრძოლას გამოეთიშა იაპონელი კეი ნიშიკორი - მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი და გასული წლის ფინალისტი.

აზიელი უთამაშებელი და მოუმზადებელი იყო, რადგან ტრავმის გამო გამოტოვა ცინცინატის "მასტერსი". მისმა მეტოქემ, ფრანგმა ბენუა პერმა კი წელს პირველი ტიტული მოიგო ATP-ის დონეზე და რეიტინგში TOP50-ში დაბრუნდა.

თუმცა ეს ჩოგბურთელი ყოველთვის არასტაბილურობით გამოირჩევა, ამიტომაც, როცა პირველი სეტი მოიგო, მოახლოებულ სენსაციაზე ფიქრი ჯერ ნაადრევი იყო. მით უმეეტს, რომ ნიშიკორიმ მომდევნო ორი სეტი მოიგო დ მესამეს ტაი-ბრეიკზე ორმაგი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეძლო.

მეხუთე სეტის სტარტზე პერმა ბრეიკი შეასრულა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:4, 3:6, 4:6, 7:6 (8:6), 6:4. ნიშიკორი ამერიკის ღია პირველობის პირველი ფინალისტია ანდრე აგასის შემდეგ, ვინც მომდევნო წელს პირველი წრე წააგო. 24 წლის წინ, 1991 წლის ტურნირზე, აგასი თანამემამულე აარონ კრიკშტეინთან დამარცხდა. ასე რომ, იაპონელის შეხვედრა მეოთხედფინალში მარინ ჩილიჩთან, რაც შარშანდელი ფინალის გამეორება უნდა ყოფილიყი, არ შედგება.

სხვათა შორის, ჩილიჩმაც გუშინ ითამაშა და სამ სეტში გაიარა არგენტინელი გუიდო პეიას ბარიერი - 6:3, 7:6(3), 7:6(3). ამ მატჩში ერთადერთი ბრეიკი ხორვატმა პირველ სეტში შეასრულა, თავად კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია ორსაათიან შეხვედრაში.

რაფაელ ნადალმა 2013 წელს ამერიკის ღია პირველობა მოიგო და მას შემდეგ, ნიუ იორკში აღარ უთამაშია. დაბრუნება წარმატებული გამოდგა. პირველ წრეში ესპანელს არც ისე იოლი მეტოქე ერგო. ნიჭიერი და ამბიციური ხორვატი ბორნა ჩორიჩი, რომელსაც აქამდე ერთადერთ მატჩში დამარცხებული ჰყავდა რაფა - შარშან, ოქტომბერში ბაზელის ტურნირზე.

პირველ ორ პარტიაში ნადალი ძალიან თავისუფლად თამაშობდა - ბევრს უტევდა, კარგად გადაადგილდებოდა და დამაჯერებლად გამოიყურებოდა. "საწყის ორ სეტში ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშე, - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა. - მესამეში ოდნავ დაღლა დამეტყო, მაგრამ მეოთხედში ისევ მოვუმატე აგრესიას და კარგად ვაწვდიდი".

მესამე სეტი ჩორიჩმა კარგად დაიწყო. მართალია, მან ვერ შეინარჩუნა ბრეიკი, მაგრამ მეტოქე შორს არ გაუშვა და პარტიის ბოლოს, ნადალის ორი ორმაგით ისარგებლა და სეტებში 1:2 გახადა ანგარიში. მეოთხე სეტი კი თანაბარი და ლამაზი გამოვიდა. რაფაელი უკეთ თამაშობდა, მაგრამ ხორვატმაც დაიმსახურა შექება. სასიამოვნო სანახავი, როგორ იხსენებდა ძველ დროს ნადალი და როგორ ხარობდა ყოველი მნიშვნელოვანი ქულის აღებას. საბოლოოდ, მან ორ საათსა და 46 წუთში მოიგო - 6:3, 6:2, 4:6, 6:4.

ყველაზე იოლი სტარტი ნოვაკ ჯოკოვიჩს გამოუვიდა. სერბის მიერ დაფიქსრებულ სტატისტიკაში ბევრი ერთიანი ერია: ერთ საათსა და 10 წუთში ბრაზილიელ ჟოაო სოუზას 6:1, 6:1, 6:1 მოუგო. მთელი მატჩის განმავლობაში სამხრეთამერიკელს არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ ჰქონია. ჯოკოვიჩს წელს, "დიდი სლემის" ტურნირებზე 20 მოგება და ერთადერთი მარცხი აქვს - როლან გაროსის ფინალში სტენ ვავრინკასგან.

ასევე კარგი სტარტი აიღო ჟო-ვილფრიდ ცონგამ, რომელმაც 94 წუთში გაანადგურა ფინელი ვეტერანი იარკო ნიემინენი - 6:3, 6:1, 6:1. ამაში ფრანგს 16 ეისი დაეხმარა. მას არც ერთი ბრეიკ-მოგერიება არ მოუწია.

ცონგას მიბაძა და ასევე თითქმის საათნახევარში მოიგი თავისი შეხვედრა გრიგორ დიმიტროვმა - 93 წუთში 6:4, 6:2, 6:4 დაამარცხა მეტიუ ებდენი. ბულგარელს 21 "ვინერსი" და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

რთული სტარტი გამოუვიდა დავიდ ფერერს, თუმცა ეს არც არის გასაკვირი - ესპანელი ვეტერანი პირველად გამოჩნდა კორტზე ივნისის შემდეგ. ამიტომაც, მან პირველი სეტი წააგო მაკედონიელ რადუ ალბოტთან, მეორეში კი ბრეიკით ჩამორჩა - 4:5. მხოლოდ ამის შემდეგ დაიჭირა რითმი 33 წლის ფერერმა და ჯამში ცხრა ბრეიკის წყალობით, ორ საათსა და 46 წუთში მოიგო - 4:6, 7:5, 6:1, 6:0.

საიუბილეო, მე-200 მატჩი მოიგო კარიერაში კანადელმა მილოშ რაონიჩმა. მან ექვსიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია ამერიკელ ტიმ შმიჩეკთან შეხვედრაში და ორ საათსა და 13 წუთში მოიპოვა შემდეგ წრეში თამაშის უფლება - 6:4, 7:6(8), 6:1.

კაცები

I წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟოაო სოუზა (ბრა) 6:1, 6:1, 6:1; ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია)-ვასეკ პოსპიშილი (კან) 6:4, 3:6, 6:7(0), 6:0, 6:1; თეიმურაზ გაბაშვილი (რუს)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 7:6(6), 0:6, 4:6, 6:4 უარი; ანდრეას სეპი (იტა, 25)-ტომი პოლი (აშშ) 6:4, 6:0, 7:5; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 23)-პიერ-უგ ჰერბერი (საფ) 6:3, 6:2, 7:6(7); პაბლო კარენო ბუსტა (ესპ)-იერჟი იანოვიჩი (პოლ) 6:3, 4:6, 6:2, 6:4; რიკარდას ბერანკისი (ლიტ)-ჟოაო სოუზა (პორ) 6:2, 6:2, 4:6, 2:6, 7:6(4);

დავიდ გოფენი (ბელ, 14)-სიმონე ბოლელი (იტა) 6:4, 6:1, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 10)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:4, 7:6(8), 6:1; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-ტომი ჰაასი (გერ) 3:6, 6:1, 6:7(3), 6:3, 6:1; მარდი ფიში (აშშ)-მარკო ჩეკინატო (იტა) 6:7(5), 6:3, 6:1, 6:3; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18)-ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქ) 7:6(5), 6:1, 6:3; ფაბიო ფონინი (იტა, 32)-სტივ ჯონსონი (აშშ) 2:6, 6:3, 6:4, 7:6(2); პაბლო კუევასი (ურუ)-დუდი სელა (ისრ) 6:2, 3:6, 6:4, 6:1; დიეგო შვარცმანი (არგ)-ელიას იმერი (შვედ) 6:3, 6:2, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 8)-ბორნა ჩორიჩი (ხორ) 6:3, 6:2, 4:6, 6:4; ბენუა პერი (საფ)-კეი ნიშიკორი (იაპ, 4) 6:4, 3:6, 4:6, 7:6(6), 6:4; მარსელ ილჰანი (თურ)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:0, 2:6, 6:4, 3:2 უარი; სემ გროტი (ავსტრა)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 4:6, 6:1, 7:5 უარი; მიხაელ ბერერი (გერ)-ტომი რობრედო (ესპ, 26) 6:2, 6:2, 6:4;

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 19)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:3, 6:1, 6:1; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:2, 6:3, 6:1; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ჯონ მილმენი (ავსტრა) 6:1, 3:6, 7:6(3), 6:4; ილია მარჩენკო (უკრ)-გაელ მონფილსი (საფ, 20) 2:6, 6:4, 5:0 უარი; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-გუიდო პეია (არგ) 6:3, 7:6(3), 7:6(3); ევგენი დონსკოი (რუს)-ლუკა პუიე (საფ) 6:2, 6:7(3), 6:2, 6:4; მიხაილ კუკუშკინი (ყაზ)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:3, 6:3, 3:0 უარი;

გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 17)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:4, 6:2, 6:4; ჟერემი შარდი (საფ, 27)-რაიან შეინი (აშშ) 6:2, 6:1, 6:7(6), 6:2; მარტინ კლიჟანი (სლოვაკ)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:7(5), 6:3, 6:3, 3:0; ფილიპ კრაინოვიჩი (სერ)-ა. გონსალესი (კოლ) 6:4, 6:0, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-რადუ ალბოტი (მაკ) 4:6, 7:5, 6:1, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს
ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს
უიმბლდონი. 1/4-ფინალები: მსოფლიო კიდევ ერთ საჩოგბურთო კლასიკას იხილავს [VIDEO]
ლონდონი: სტენ ვავრინკა არ დაინდეს
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ბარსელონა: ცხრაგზის ნადალი
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
მელბურნში სერენა უილიამსიც არ იქნება
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
US OPEN 2016. X დღე: ო, კეი ნიშიკორი!
US OPEN 2016: ჯოკოვიჩი და ვავრინკა გადაიკვეთნენ
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის