ინტერვიუ შიდა ქართლის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან ვეფხია ქოთუაშვილთან
ღია საჭიდაო არენებზე ქართული ჭიდაობის შეჯიბრებების გამართვის ტრადიცია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მრავალი საუკუნის წინათ იღებს სათავეს. ნახერხმოყრილ არენებზე ფალავანთა დაძაბული და საინტერესო შერკინებები ადრეც ძირითადად ქართლსა და კახეთში იმართებოდა.

ბოლო წლებში ამ შეჯიბრებების ორგანიზების დონე სულ უფრო იზრდება, რასაც საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციასთან ერთად ხელს უწყობს რეგიონული ფედერაციების გამართული მუშაობა. წლეულს ჩვენი გაზეთის საშუალებით შიდა ქართლში ჩატარებული არაერთი ტურნირის შესახებ მოგითხრობდით. აქ როგორც დიდებში, ისე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის ბევრი კარგი შეჯიბრება ვიხილეთ, სადაც ადგილობრივებთან ერთად საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მოჭიდავეები იბრძოდნენ პირველობისათვის.

შიდა ქართლის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან ვეფხია (დიმიტრი) ქოთუაშვილთან საუბრისას ჩვენ შევეცადეთ რეგიონში მიმდინარე აქტივობებისთვის გადაგვევლო თვალი და ყურადღება გაგვემახვილებინა განხორციელებულ პროექტებსა და პრობლემატურ საკითხებზე.

- ბატონო ვეფხია, შიდა ქართლში წლეულს განსაკუთრებით ბევრია შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში და, რაც მთავარია, მასში ძლიერი ფალავნები მონაწილეობენ.

- ამას მნიშვნელოვანწილად ორგანიზატორთა მონდომებაც განაპირობებს, მაგრამ რომ არა უშუალოდ რეგიონის მოსახლეობაში ქართული ჭიდაობის დიდი სიყვარული - შეჯიბრება ბევრი ვერ იქნებოდა. ამასთან, რომ არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, განსაკუთრებით კი ქარელის, კასპის, ხაშურის რაიონის ხელმძღვანელების სიყვარული ქართული ჭიდაობისადმი, ამდენ შეჯიბრებას ვერ ჩავატარებდით. სხვა რეგიონებიდან ფალავნები კი, ვისურვებდი, რომ უფრო ხშირად და მეტი ჩამოდიოდნენ. მით უფრო, რომ შიდა ქართლი სხვა რეგიონებში გამართულ ტურნირებზე ამის მისაბაძ მაგალითს თავად იძლევა.

- დიდებს შორის გამართულ შეჯიბრებებზე სულ უფრო იზრდება იმ ფალავნების რაოდენობა, რომლებიც საერთაშორისო არენაზე დიდი გამარჯვებებით იწონებენ თავს. ..

- ძიუდოისტებმა და სამბისტებმა კარგად იციან, რომ ქართული ჭიდაობის ტურნირებზე გამოსვლა მათი მომზადების დონეზე დადებითად მოქმედებს. ნახერხმოყრილ სარბიელზე ისინი ერთმანეთის მიბაძვითაც ხშირად გადიან. ამასთან, ამა თუ იმ სოფლის არენაზე საერთაშორისო ასპარეზობებში აღიარებული სპორტსმენის მონაწილეობა სპორტის და კერძოდ, ჩვენი ეროვნული საჭიდაო სახეობის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ადგილობრივი მაყურებელიც თავს დაფასებულად გრძნობს, როდესაც მათ სოფელში ერთმანეთს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედალოსნები ერკინებიან.

- ცოტა ხნის წინათ, უმცროს ასაკში ტურნირთა სიხშირის აუცილებლობაზე საუბრობდით.

- კარგია, როდესაც დიდებს შორის კარგად ორგანიზებულ შეჯიბრებებს ვატარებთ და მასში ტიტულოვანი მოჭიდავეებიც მონაწილეობენ, მაგრამ უმცროსებისთვის ტურნირების გამართვაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ამაზე განსაკუთრებით რეგიონულმა ფედერაციებმა უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პატარებისთვის საშეჯიბრო გამოცდილების მიღება ყველაზე ძვირფასია ქართულ ჭიდაობაში თუნდაც სამომავლოდ ძიუდოსა და სამბოში წარმატებების მოსაპოვებლად.

- ქართული ჭიდაობის შემსწავლელი ჯგუფები თუ არის რაიონებში?

- დიდხანს ასეთი ჯგუფები მართლაც არ არსებობდა, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტების დახმარებით შევძელით და ისინი ავამოქმედეთ შიდა ქართლის სხვადასხვა რაიონში. მწვრთნელებად დავასაქმეთ ქართული ჭიდაობის სპეციალისტები, რომელთა ხელფასი პირველ ეტაპზე შესაძლოა დიდი არაა, მაგრამ მთავარია, რომ პროცესი დავიწყეთ და იმედია, სამომავლოდ პირობებსაც გავუუმჯობესებთ.

- ადგილებზე შეჯიბრებების ორგანიზებაში რეგიონის ყველა რაიონი აქტიურობს?

- ერთგვარი ესტაფეტასავითაა. სეზონის დასაწყისში კასპელებმა მიჯრით ძალიან ბევრი კარგი შეჯიბრება გამართეს, შემდეგ უფრო ხაშურის და გორის რაიონებში გადაინაცვლა ასპარეზობებმა, ახლა ქარელის რაიონი მასპინძლობს ზედიზედ რამდენიმე საინტერესო შეჯიბრებას. ერთადერთი გორის ჩართვა გაჭირდა, სამწუხაროდ. ტურნირების ორგანიზებისთვის საკრებულოები გამოყოფენ გარკვეულ თანხას. გორის საკრებულომ კი ამისგან რატომღაც თავი შეიკავა. არადა, იქაც ვგეგმავდით არაერთი კარგი ღონისძიების გამართვას.

- საქართველოს პირველობებზე თქვენი რეგიონის გუნდი მუდამ ფავორიტად მიიჩნევა.

- დიახ, ქვეყნის პირველობებზე შიდა ქართლი მუდამ პირველი პოზიციისთვის იბრძვის, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ ორი გუნდითაც დაგვიშვან საასპარეზოდ, რადგან ჩვენი რეგიონის შესარჩევ ტურნირზე კვარცხლბეკს მიღმა დარჩენილი მოჭიდავეები ხშირად ძალიან თავისუფლად იგებენ სხვა რეგიონებში გამართულ შესარჩევ შეჯიბრებებს და მერე მათი სახელით გამოდიან. რატომ უნდა მოვიტყუოთ თავი. არ ჯობია მივცეთ მათ საკუთარი რეგიონის მეორე გუნდის სახელით გამოსვლის საშუალება?

- რაც შეეხება საჭიდაო არენებს...

- ადრე სოფლებში მარტივი საჭიდაო არენები ეწყობოდა. შემდეგ მეცენატთა მხარდაჭერით გაჩნდა გადახურული და კაპიტალური სარბიელები, ისეთი, როგორიცაა ფცაში (ქარელი რ-ნი), მეტეხში (კასპის რ-ნი), ვაყაში (ხაშურის რ-ნი) და შინდისში (გორის რ-ნი). ბოლო ორ წელიწადში საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით შიდა ქართლში ათამდე ახალი სარბიელი აიგო. ყოველივე ეს შეჯიბრებების დონეს ამაღლებს, მაყურებელიც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

- სოფლებში, სადაც დიდი საჭიდაო არენა არ არის, ტურნირები არ იმართება?

- ნაკლებად ტარდება და ჩემი მიზანი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებაა. ზოგან მხოლოდ ნახერხმოყრილი სარბიელია და ირგვლივ სკამების მხოლოდ ერთი რიგი, მაგრამ ვიდრე იქაც ექნებათ კარგი საასპარეზო მოედანი, და "საჭიდაოს" ჰანგები ამ სოფლებშიც უნდა ისმოდეს. ეს საქართველოში ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა