პირველად "დიდი სლემის" ისტორიაში, ქალთა ერთეულთა თანრიგის მერვედფინალურ ეტაპზე ვერცერთი ამერიკელი ჩოგბურთელი მოხვდა

გასულ უქმეებზე ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე წრე დასრულდა და მერვედფინალური ეტაპი დაიწყო.

შაბათს ყველაზე დიდი სიუპრიზი შემოგვთავაზა ჩეხმა პეტრა კვიტოვამ, რომელმაც ადგილობრივი გულშემატკვირები გააწბილა. მან ორ სეტში (7:6, 6:3) დაამარცხა მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი, როლან გაროსის ფინალისტი სამანტა სტოსური. თუმცა სამანტა ადრე არასოდეს ბრწყინავდა მელბურნში და ეს სეზონიც მაინც და მაინც წარმატებით ვერ დაიწყო, ასე რომ, ამ შედეგს სენსაციურს ვერ ვუწოდებთ. ამ დღეს კიდევ ერთი ავსტრალიელი გამოეთიშა ბრძოლას, თუმცა სტოსურისგან განსხვავებით, მისგან მოგებას არავინ ელოდა. ლაპარაკია 18 წლის ბერნარდ ტომიჩზე, რომელსაც მეტოქედ მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ჰყავდა. ავსტრალიური ჩოგბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა მატჩის მხოლოდ ერთი მონაკვეთი წარმართა კარგად, კერძოდ, მეორე სეტში 4:0 დაწინაურდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სამ სეტში წააგო.

მამაკაცთა ბადეში ასევე იოლი მოგებით დაასრულეს მესამე წრე რობინ სიოდერლინგმა და ენდი მიურეიმ, რითაც მეოთხედფინალში ერთმანეთთან შესახვედრად მორიგი ნაბიჯი გადადგეს. ამისთვის მათ მერვედფინალური ეტაპის გავლა მოუწევთ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შვედს ამ ეტაპზე მეტოქედ არა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა, არამედ უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი ერგო. მან ავსტრალიის ღიას ყოფილი ფინალისტი ხუთ სეტში დაამარცხა, ამასთან ცონგა მეოთხე და მეხუთე სეტებში თითქმის აღარ იბრძოდა. ასევე შინ გაემგზავრა ავსტრალიის ღიას კიდევ ერთი ყოფილი ფინალისტი მარკოს ბაღდატისი. კვიპროსელმა პირველი სეტი მოუგო იურგენ მელცერს, შემდეგ იოლად დათმო ორი პარტია, ორჯერ გამოიძახა ექიმი, მეოთხე სეტში კი ავსტრიელის ბრეიკის შემდეგ მარცხი აღიარა. ამერიკელმა ჯონ ისნერმა მორიგი მარათონული მატჩი გამართა, ოღონდ ამჯერად თავად გამოვიდა დამარცხებული. მისი შეხვედრა მარინ ჩილიჩთან ოთხსაათნახევარს გაგრძელდა და ხორვატმა გადამწყვეტ პარტიაში 9:7 გაიმარჯვა.

გუშინ ავსტრალიის ღიაზე მერვედფინალი დაიწყო. გაცილებით საინტერესო მატჩები ქალების ბადეში გაიმართა, ერთი შეხვედრა კი განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ. როლან გაროსის ჩემპიონი ფრანჩესკა სკიავონე მხოლოდ რეიტინგში ადგილით სჯობდა თავის მეტოქე სვეტლანა კუზნეცოვას, სხვა ფაქტორები რუსი ჩოგბურთელის სასარგებლოდ ლაპარაკობდნენ. სხვა თუ არაფერი, მესამე წრეში მან თვით ჟუსტინ ანენი გამოთიშა ბრძოლას, გარდა ამისა, ურთიერთშეხვედრებში 8:4-ს უგებდა იტალიელს.

სკიავონემ არც ისე დამაჯერებლად დაიწყო ტურნირი და პირველ ორ წრეში დიდი გაჭირვებით გაიარა არანჩა პარა-სანტონხასა და რებეკა მარიოს ბაირერი. მიუხედავად ამისა, ფრანჩესკა მებრძოლი ხასიათის გამო ყოველთვის უხერხული მეტოქედ მიიჩნევა, ხოლო საფრანგეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ, საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდა.

პირველ სეტში იტალიელი რამდენჯერმე გავიდა წინ ბრეიკით და კუზნეცოვა მუდმივად მდევრის როლში იყო და თითქმის გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ბოლოს მესამედ წააგო საკუთარი მოწოდება, როცა სეტბოლზე უხეში შეცდომა დაუშვა.

მეორე პარტიაში რუსმა აქტიურობასა და სიზუსტეს უმატა. ყველა გეიმში ბრძოლა იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მხოლოდ კუზნეცოვას უმართლებდა და სვეტლანამ სეტი 6:1 მოიგო. ასეთი ანგარიშის მიუხედავად, ეს პარტია 53 წუთი გაგრძელდა!

უკვე ამ მომენტისთვის შეიძლებოდა იმის თქმა, რომ შეხვედრა დროში გაიწელა, მაგრამ მესამე სეტში ყველას განსაკუთრებული წარმოდგენა ელოდა. თავიდან ბრეიკით ხან ერთი ჩოგბურთელი გადიოდა წინ, ხან მეორე. 5:5-ზე გამოიკვეთა კუზნეცოვას მცირედი უპირატესობა. ამის მიზეზი სკიავონეს დაღლილობა იყო, თუმცა იტალიელს თავისი მებრძოლი ხასიათის გამო ეს ნაკლებად ეტყობოდა. უფრო მეტიც, ფრანჩესკა კონტრშეტევებზეც მიდიოდა. მაგრამ აპენინელს კრიტიკული მომენტი მაინც დაუდგა. მე-16 გეიმში კუზნეცოვამ სამმაგი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ რისკზე წავლა ვერ გაბედა, სკიავონემ კი უშეცდომოდ ითამაშა.

9:8-ზე რუსს მატჩბოლების მორიგი პორცია ჰქონდა - თავიდან ორმაგი, შემდეგ ერთმაგი. იტალიელი სასწაულებს ახდენდა და ყველა საფრთხეს იგერიებდა. ცოტა ხანში კი შეხვედრის გადარჩენაზე ზრუნვა კუზნეცოვას მოუწია - მისმა მეტოქემ ბრეიკი გააკეთა და მატჩზე ჩაწოდების საშუალება მიიღო. კუზნეცოვამ მტკიცე ხასიათი გამოავლინა და 30:0-დან გადაარჩინა გეიმი. ამის შემდეგ ფრანჩესკამ კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და... ისევ ვერ ჩააწოდა მატჩზე.

თამაში დაწყნარდა და მეტოქეებმა ზედიზედ რამდენიმე საკუთარი გეიმი აიღეს. 29-ე გეიმში სკიავონემ ისევ ბრეიკი გააკეთა და მესამედ გაემზადა მატჩზე ჩასაწოდებლად. პირველი ორი ქულა კუზნეცოვამ აიღო, მაგრამ ზედიზედ სამი გათამაშება წააგო და სკიავონემ პირველი მატჩბოლი მიიღო. კუზნეცოვამ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მესამე მატჩბოლზე ვეღარ მოიგერია მეტოქის შეტევა - 6:4, 1:6, 16:14. მესამე სეტი სამი (!) საათი გაგრძელდა, მთლიანად მატჩი - 4 საათი და 44 წუთი. ეს არამარტო ავსტრალიის ღია პირველობაზე, არამედ "დიდი სლემის" ტურნირებზე მატჩის ხანგრძლივობის აბსოლუტური რეკორდია. წინა რეკორდი შარშან დამყარდა, როცა რეგინა კულიკოვამ და ბარბორა ზახავლოვამ 4 საათი და 18 წუთი მოანდომეს ურთიერთობის გარკევევას. მაგრამ კუზნეცოვასთვის ყველაზე დასანანი ციფრი - ექვსი გამოუყენებელი მატჩბოლია.

სკიავონეს მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი ელის. დანიელმა გუშინ იოლად დაამარცხა ლატვიელი ანასტასია სევასტოვა - 6:3, 6:4. თქმა არ უნდა, რომ სკიავონესა და კუზნეცოვას მარათონი ყველაზე მეტად ვოზნიაცკის გაუხარდა, რადგან მეტოქედ გამოფიტული და დაღლილი იტალიელი მიიღო.

კუზნეცოვა არ ყოფილა გუშინ რუსების ერთადერთი დანაკლისი. ბრძოლას გამოეთიშა მარია შარაპოვა, რომელმაც მესამე წრეში რთულად გაიარა გერმანელი იულია გორჯესის ბარიერი, ამჯერად კი მეორე გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩთან არანაირი შანსი არ ჰქონია. ეს უკანასკნელი დასვენებული შეხვდა შარაპოვასთან მატჩს, რადგან წინა ეტაპზე გეიმნახევარი ითამაშა ვენუს უილიამსის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ამერიკელმა თავი დამარცხებულად გამოაცხადა.

მხოლოდ მატჩის დასაწყისში იყო თანაბარი თამაში. როგორც კი გერმანელმა შეცდომებს უკლო, შეხვედრის ბოლომდე მისი უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა. მარია ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, განსაკუთრებით პირველი სეტის ბოლოსა და მეორეს დასაწყისში. საკმარისია აღინიშნოს, რომ რუსს სამჯერ მეტი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ვიდრე მის მეტოქეს (30 9-ის წინააღმდეგ). საბოლოოდ, 2:2-დან მოყოლებული პეტკოვიჩმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და პირველი სეტი 6:4 აიღო, მეორეში 5:1 დაწინაურდა და მატჩბოლი ჰქონდა, როცა მარია გამოფხიზლდა და ზედიზედ ორი გეიმი მოიგო. მაგრამ ეს რუსის დროებითი გაბრძოლება იყო და აშკარად ჩანდა, რომ შარაპოვა პეტკოვიჩს ვერ შეაჩერებდა. გერმანელი პირველად ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში.

მამაკაცებს შორის გუშინ მოულოდნელობები არ ყოფილა, თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ როჯერ ფედერერის ერთ წაგებულ სეტს ტომი რობრედოსთან. თუმცა ამ ტურნირზე შვეიცარიელმა ასეთ ჩავარდნებს მიგვაჩვია. რობრედოს გარდა კიდევ ორმა ესპანელმა წააგო - ნიკოლას ალმაგრომ და ფერნანდო ვერდასკომ. ისინი შესაბამისად ნოვაკ ჯოკოვიჩთან და ტომაშ ბერდიხთან დამარცხდნენ. შემდეგ წრეში ნოვაკი და ტომაში ერთმანეთში ითამაშებენ. ფედერერი მეოთხედფინალში თანამემამულე სტანისლას ვავრინკას შეხვდება.

კაცები

III წრე

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:2, 7:5, 6:3; მარინ ჩილიჩი (ხორ, 15)-ჯონ ისნერი (აშშ, 20) 4:6, 6:2, 6:7(5), 7:6(2), 9:7; მილოშ რაონიჩი (კან)-მიხაილ იუჟნი (რუს, 10) 6:4, 7:5, 4:6, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-რიჩარდ ბერანკისი (ლიტ) 6:2, 6:2, 6:1; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 4)-იან ჰერნიხი (ჩეხ) 6:3, 6:1, 6:4; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 13) 3:6, 6:3, 3:6, 6:1, 6:1; იურგენ მელცერი (ავსტრია, 11)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 21) 6:7(5), 6:2, 6:1, 4:3 უარი; ენდი მიურეი (ბრიტ, 5)-გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ, 32) 6:1, 6:1, 6:2.

1/8 ფინალი

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 9) 6:4, 6:2, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 14) 6:3, 6:4, 6:0; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19)-ენდი როდიკი (აშშ, 8) 6:3, 6:4, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ტომი რობრედო (ესპ) 6:3, 3:6, 6:3, 6:2.

ქალები

III წრე

შუაი პენგი (ჩინ)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:1, 3:6, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:1, 6:2; ეკატერნა მაკაროვა (რუს)-ნადია პეტროვა (რუს, 13) 6:2, 3:6, 8:6; კიმ კლაისტერსი (ბელ, 3)-ალიზ კორნე (საფ) 7:6(3), 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 25)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 5) 7:6(5), 6:3; ფლავია პენეტა (იტა, 22)-შაარ პეერი (ისრ, 10) 3:6, 7:6(3), 6:4; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 16) 6:3, 1:6, 7:5; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 31) 6:3, 7:6(9).

1/8 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ანასტასია სევასტოვა (ლატ) 6:3, 6:4; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 23) 6:4, 1:6, 16:14; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 30)-მარია შარაპოვა (რუს, 14) 6:2, 6:3; ნა ლი (ჩინ, 9)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8) 6:3, 6:3.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა გააუმჯობესა ლეგენდარული შვედი სტეფან ედბერგის რეკორდი - ახლა მას ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული ავსტრალიის ღია პირველობაზე. 1/16 ფინალში როჯერმა სამ სეტში დაამარცხა ბელგიელი ქსავიე მალისე და "მელბრუნ-პარკზე" კარიერაში 57-ე გამარჯვებას მიაღწია. ედბერგს ავსტრალიის ღიაზე 56 მატჩი ჰქონდა მოგებული.

მალისეს დამარცხების შემდეგ შვეიცარიელმა აღირა, რომ მოხარულია რეკორდის დამყარებით, მაგრამ ედბერგი დღემდე მის კერპად რჩება.

29 წლის ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ოთხგზის ჩემპიონია - მელბურნში მას 2004, 2006, 2007 და 2010 წლებში გაუმარჯვია. 45 წლის ედბერგი ორჯერ - 1985 და 1987 წლებში იყო ავსტრალიის ჩემპიონი.

ამავე ეტაპზე კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა, უფრო სწორედ ანტირეკორდი. პირველად "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში, ქალთა ერთეულთა თანრიგის მერვედფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა ვერც ერთი ამერიკელი ჩოგბურთელი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ვენუს უილიამსმა ტრავმის გამო ვერ დაასრულა მატჩი გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩთან.

უფროსი უილიამსი ერთადერთი ამერიკელი იყო, ვინც 1/16 ფინალში თამაშობდა. პეტკოვიჩმა პირველი გეიმი აიღო, მეორეს დროს კი ვენუსმა ფეხში ტკივილი იგრძნო და ბრძოლა შეწყვიტა. თამაშის შემდეგ ამერიკელმა აღიარა, რომ დიდი გაჭირვებით გადაადგილდებოდა კორტზე.

ასე რომ, ვენუს უილიამსმა ვერც ამჯერად შეძლო ავსტრალიის ღია პირველობის მოგება. მისმა უმცროსმა დამ - სერენა უილიამსმა კი მელბურნის კორტები ხუთჯერ დაიპყრო, თუმცა წელს სერენამ ტრავმის გამო ვერ შეძლო შარშანდელი ტიტულის დაცვა.

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!