იქნება დების დუელი ნიუ იორკში?
ამერიკის ღია პირველობაზე მეორე წრე დაიწყო და პირველი სირთულეები შეექმნა მსოფლიოს პირველ ნომერს სერენა უილიამსს. ჰოლანდიელმა კიკი ბერტენსმა ნამდვილი ბრძოლა გაუმართა ამერიკელს. მასპინძელს საერთოდ არ მისდიოდა მოწოდება, რის გამოც, დამაჯერებლობას ვერ გრძნობდა და ბევრს ცდებოდა.

ბერტენსმა დებიუტში ბრეიკი შეასრულა და 5:4-მდე დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში, ოდნავ მოადუნა ყურადღება, უფრო რბილად დაიწყო თამაში და რამდენიმე არააუცილებელი შეცდომა დაუშვა.

როცა სერენამ ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ყველას ეგონა, რომ ჰოლანდიელს განადგურება არ ასცდებოდა. მაგრამ, ამერიკელს მაინც მოუწია ტაი-ბრეიკის თამაში, იქ კი თავიდან ზედიზედ ოთხი გათამაშება წააგო. სერენა ისევ მდევრის როლში აღმოჩნდა და აქაც შემოაბრუნა თამაშის ბედი - 6:5 დაწინაურდა, რის შემდეგაც სეტბოლზე ოდნავ გაუმართლა, რადგან ბურთი ბადეს მოხვდა და ჰოლანდიელის მხარეს გადავარდა.

მეორე სეტში უფრო ნაკლები ბრძოლა იყო. მართალია, უილიამსს მოწოდებაზე ისევ ჰქონდა პრობლემები, მაგრამ მეტოქეს ბევრის უფლება აღარ მისცა და 7:6(5), 6:3 მოიგო. "როცა მეტოქეს ჩამოვრჩები, ვცდილობ მოვდუნდე და ამ მომენტში, უკეთ თამაშს ვიწყებ", - განაცხადა სერენა უილიამსმა, რომლისთვისაც ეს იყო 50-ე მოგება სეზონში.

ამ 50 მოგებასთან ერთად, სერენას მხოლოდ ორი წაგება აქვს სეზონში და ერთ-ერთი, შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩისგან. ყველა ელოდება მათ შეხვედრას მერვედფინალში, მაგრამ მოსალოდნელ დუელს საფრთხე დაემუქრა, რადგან ბენჩიჩი კინაღამ შინ გაამგზავრა იაპონელმა მისაკი დოიმ.

ბელინდას მეორე სეტში სამი მატჩბოლის მოგერიება მოუწია. შვეიცარიელი ძალიან ემოციური იყო - ყვიროდა, მსაჯებთან კამათობდა, ბოლოს კი ხელი არ ჩამოართვა მთავარ არბიტრს. ამის გამო, ახალგაზრდა ჩოგბურთელმა "ტვიტერში" ბოდიში მოიხადა: "შემდეგ წრეში გავედი! მინდა ბოდიში მოვიხადო კორტზე ჩემი საქციელის გამო. ვიცი, რომ საშინლად მოვიქეცი. მაგრამ ყველას აქვს ცუდი დღეები".

სანამ სერენასთან თამაშის უფლებას მოიპოვებს, ბენჩიჩმა მესამე წრეში ვინუს უილიამსის ბარიერი უნდა გადალახოს. უფროსი უილიამსი მშვიდად უგებდა თანამემამულე ირინა ფალკონის - 6:3, 5:3, მაგრამ ამ უკანასკნელმა მეტოქეს ორჯერ მატჩზე არ ჩააწოდებინა და თამაში მესამე სეტში გადაიყვანა, მაგრამ ბოლოს, ვინუსმა მაინც თავისი გაიტანა.

ქალები

II წრე

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 7:6(5), 6:3; ბეტანი მატეკი (აშშ)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:2, 6:1; მედისონ კისი (აშშ, 27)-ტერეზა შმიტკოვა (ჩეხ) 6:1, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 15)-მაგდა ლინეტი (პოლ) 6:3, 6:2; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 12)-მისაკი დოი (იაპ) 5:7, 7:6(3), 6:3; ვინუს უილიამსი (აშშ, 23)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:3, 6:7(2), 6:2; ანეტ კონტავეიტი (ესტ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 31) 7:5, 6:4; მედისონ ბრენგლი (აშშ)-ანა ტატიშვილი (აშშ) 6:3, 6:2; დარია კასატკინა (რუს)-ანა კონიუხი (ხორ) 6:4, 6:4; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 7:5, 6:1;

ელინა სვიტოლინა (უკრ, 17)-კაია კანეპი (ესტ) 6:3, 6:4; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 13)-ლორენ დევისი (აშშ) 6:1, 6:2; რობერტა ვინჩი (იტა)-დენისა ალერტოვა (ჩეხ) 2:6, 6:3, 6:1; მარიანა დუკე-მარინო (კოლ)-ოსეან დოდენი (საფ) 6:1, 5:7, 6:2; ეჟენი ბუშარი (კან, 25)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:3, 6:7(2), 6:3; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-ჯესიკა პეგულა(აშშ) 5:7, 7:5, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
სერენა უილიამსი სინგაპურში არ მიდის
დომინიკა ციბულკოვას პირველი ტიტული 2005 წლის შემდეგ
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ვინუს უილიამში დიდ შარში გაეხვია
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
უიმბლდონი: ვინუს უილიამსის მეცხრე ფინალი
დომინიკა ციბულკოვას ტიტული ორი წაგების შემდეგ
Australian Open. დღე პირველი: რაფაელ ნადალმა შესანიშნავად დაიწყო [VIDEO]
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ᕛᓐᕘᕐᓛᕘᓡ ᕛ
ᓠᓝᓚᓐᓜ ᕒᓐᓠᓝᓡᓘ: ᕥᓐᓚᓔᓑᕨᓘ ᕧᓕᓔᓚᓐᓤᓔᓠᓘ ᓚᓝᓒᕘᓙᓣᓠᓐᓓᕐᕐ