რატომ არ იყიდა ლონდონის "არსენალმა" არავინ
არსენ ვენგერმა ამ ზაფხულს ვერავის შეძენა ვერ შეძლო და ახლა თავის მართლებას იმით ცდილობს, რომ ბაზარზე შესაბამისი ხარისხისა და კლასის მოთამაშეები არ იყვნენ, რომლებიც "არსენალს" გააძლიერებდნენო.

მაგალითად მას ანტონი მარსიალის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა მოჰყავს და "წითელი ეშმაკების" მიერ არაადეკვატურად დიდი თანხის გადახდაზე აქცენტის გაკეთებით ცდილობს საკუთარი გუნდის პასიურობის გადაფარვასა და ჩრდილში მოქცევას. თუმცა ფრანგის სიტყვებში სიმართლის მარცვლებიც ბლომად ურევია.

"ამ წუთისთვის პრობლემა ისეთი ფეხბურთელების პოვნაა, რომლებიც გუნდს გარანტირებულად გააძლიერებენ და უკეთესს გახდიან, ვიდრე არის. დააკვირდით, რა მოხდა, "მონაკომ" მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედს" 80 მილიონ ევროდ მიჰყიდა. მარსიალს საფრანგეთის ჩემპიონატში 11 გოლი აქვს გატანილი, ეს ყველაფერს კარგად აჯამებს. ერთი სიტყვით, ამჟამად ფული პრობლემას არ წარმოადგენს, არც ინვესტიციების ნაკლებობაა. უბრალოდ, შესაბამისი ფეხბურთელების პოვნა ჭირს, რომლებიც დიდ გუნდებს ნამდვილად გამოადგებიან" - განაცხადა ვენგერმა.

ფრანგი სპეციალისტი ამ ზაფხულს ერთადერთი ახალწვეულით შემოიფარგლა - 10 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ პეტრ ჩეხი იყიდა "ჩელსისგან". არადა, ვერ ვიტყვით, რომ მეკარის პოზიცია გუნდისთვის ყველაზე პრობლემური იყო, თუკი საერთოდ იყო პრობლემური. ელოდნენ თავდამსხმელს, მაგრამ წინა ფრონტზე "მეთოფეებს" არაფერი გამოუვიდათ. რაც შეეხება იქამდელ შენაძენებს, მუსიე არსენი კმაყოფილია...

"ვარ თუ არა ბედნიერი იმ დანახარჯით რომელიც ბოლო პერიოდში გავწიე? დიახ, ნამდვილად ვარ. მე ვიყიდე ალექსის სანჩესი, ვიყიდე მესუთ იოზილი, ჩეხი და გაბრიელი. იმისათვის, რომ შემადგენლობა გაიძლიერო, ჯერ შესაბამისი მოთამაშე უნდა იპოვნო" - დაამატა ვენგერმა.

ძნელი სათქმელია, დაარწმუნებს თუ არა იგი თავის და კლუბის სიმართლეში ფანებს, რომლებიც ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ და ოფიციალური განცხადებაც გამოამზეურეს - არავის უნდა ფეხბურთელები მხოლოდ სათქმელად ვიყიდოთ, მაგრამ იმაში დარწმუნება კი გვინდა, რომ ნორმალური ტრანსფერებისთვის ფული გამოყოფილი იყოო.

როგორც ჩანს, გულშემატკივრებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ხელმძღვანელობამ საკმარისი თანხა გამოყო.

ცნობისათვის - ლონდონის "არსენალი" ტოპ-5 ლიგებში ერთადერთი კლუბია, რომელსაც მინდვრის მოთამაშე არ შეუძენია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პეტრ ჩეხმა ლამპარდის დაწესებულ დიდი ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ამჯერად ჰოკეიში - პეტრ ჩეხმა სპორტული კარიერა განაახლა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს