გრან პრი ისევ იმას დარჩა, ვინც პოული მოიგო
ბოლო ათი წლის განმავლობაში, იტალიის გრან-პრი შვიდჯერ მოიგო პოულის მფლობელმა, თან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ზედიზედ ხდებოდა. იტალიურ ტრასაზე სასტარტო პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც, ბრძოლა კვალიფიკაციაში დაძაბული გამოვიდა.

სეზონში მე-11 პოული მოიპოვა ლუის ჰემილტონმა, ნიკო როსბერგმა კი არა მხოლოდ თანაგუნდელთან, არამედ "ფერარის" პილოტებთანაც წააგო. პირველი რიგიდან იწყებდნენ რბოლას ჰემილტონი და კიმი რაიკონენი, მეორედან - სებასტიან ფეტელი და როსბერგი.

ბოლო წლების ტრადიცია არც გუშინ დაირღვა. ლუის ჰემილტონმა ძალიან კომფორტული გამარჯვება მოიპოვა, იმ დროს, როცა ნიკო როსბერგი პირველად სეზონში ვერ მივიდა ფინიშამდე.

სტარტი ჩააგდო კიმი რაიკონენმა - მას საშინელი რეაქცია ჰქონდა მწვანე შუქზე: "ფერარი" ადგილზე გაიყინა და ფინელი ერთ-ერთი ბოლო შევიდა პირველ მოსახვევში. და სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო კიმის გმირული წინსვლა წინ. უკვე მეექვსე წრისთვის, "ფერარის" პილოტი მეათე ადგილზე გადავიდა.

რაიკონენის გამოსვლა იტალიის გრან-პრიზე იყო ამ რბოლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა. საერთო ჯამში, ეს ეტაპი საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა, რადგან პირველი ადგილისთვის ბრძოლა არ ყოფილა. ჰემილტონმა ძალიან მალე მოიპოვა ფეტელთან კომფორტული უპირატესობა და საბოლოოდ, 25 წამი მოუგო სებასტიანს.

რბოლის ბოლოს, მაყურებელი გამოაფხიზლა ფეტელისა და როსბერგის ბრძოლამ. "მერსედესის" პილოტმა შეძლო ჩამორჩენის 1,2 წამდე შემცირება, მაგრამ ძრავამ დააღალატა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ გამოვარდნამ ხაზი გადაუსვა როსბერგის საჩემპიონო ამბიციებს. იტალიის გრან-პრის შემდეგ, ჰემილტონის უპირატესობა თანაგუნდელზე 53 ქულამდე გაიზარდა. ამასობაში, ფეტელმა ნიკოსთან 21 ქულამდე შეამცირა სხვაობა და ვიცე-ჩემპიონობისთვის ბრძოლის რეალური შანსი მიიღო.

ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი რბოლაა დარჩენილი.

მონცა (53 წრე, 306.720 კმ)

1(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1:18.00,688 (1 პიტსტოპი)

2(3). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) +25,042 (1)

3(5). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +47,600 (1)

4(6). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +47,900 (1)

5(2). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +1.08,860 (1)

6(7). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) +1.12,783 (1)

7(9). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე (1)

8(19). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 1 წრე (1)

9(12). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 1 წრე (1)

10(18). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) 1 წრე (1)

11(17). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე (2)

12(20). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) 1 წრე (3)

13(11). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) 1 წრე (2)

14(15). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1 წრე (3)

15(13). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 2 წრე (1)

16(14). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 2 წრე (1)

17(4). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 2 წრე

18(16). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 4 წრე

19(8). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 53 წრე

20(10). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 53 წრე

საერთო ჩათვლა

1. ლუის ჰემილტონი - 252 (7 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 199 (3); 3. სებასტიან ფეტელი - 178 (2); 4. ფელიპე მასა - 97; 5. კიმი რაიკონენი - 92; 6. ვალტერი ბოტასი - 91; 7. დანიილ კვიატი - 58; 8. დანიელ რიკარდო - 55; 9. რომენ გროსჟანი - 38; 10. სერხიო პერესი - 33; 11. ნიკო ჰიულკენბერგი - 30; 12. მაქს ფერსტაპენი - 26; 13. ფელიპე ნასრი - 16; 14. პასტორ მალდონადო - 12; 15. ფერნანდო ალონსო - 11; 16. კარლოს საინსი - 9; 17. მარკუს ერიქსონი - 9; 17. ჯენსონ ბატონი - 6.

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 451; 2. ფერარი - 270; 3. უილიამსი - 188; 4. რედ ბული - 113; 5. ფორს ინდია - 63; 6. ლოტუსი - 50; 7. ტორო როსო - 35; 8. ზაუბერი - 25; 9. მაკლარენი - 17.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]