ევრობასკეტი 2015. C ჯგუფი. II ტური
სლოვენიის ნაკრებს 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ვეთამაშეთ და 2013-შიც. პირველ შემთხვევაში მეორე პერიოდი 15:25 წავაგეთ, მეორე შემთხვევაში - 13:31, გუშინ - 13:24. მოკლედ, მეორე ათწუთეულში სლოვენიელებს ვერ ვაკავებთ. ევრო-2015-ზე მათთან საბოლოოდ სწორედ 11 ქულის სხვაობით დავმარცხდით. "მწვანეებმა" ყველაზე მეტი სამქულიანი მეორე პერიოდში ჩააგდეს - 5.

კიდევ ერთი საინტერესო პარალელი: 2011-ში სლოვენიელებმა ჩვენთან მატჩში 15 სამქულიანის რეალიზება მოახერხეს, 2013-ში - 9-ის, გუშინდელ მატჩში - 11-ის. სამივე შემთხვევაში სწორედ სამქულიანები იქცა საქართველოს ნაკრების მარცხის მთავარ მიზეზად. ამჯერად სამი პერიოდის შემდეგ მეტოქეს 19 მცდელობიდან 11 სამქულიანი ჰქონდა გამოყენებული (58%), საქართველომ კი 40 წუთში 20 შორეული ტყორცნა შეასრულა და მხოლოდ 3 ჩააგდო.

ჩვენს მეტოქეს სწორი გათვლა ჰქონდა, ფარქვეშ საქართველოს ვერ აჯობებდა და ამიტომაც გააკეთა აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე. როცა საამისოდ წინასწარ ხარ მომზადებული, გამოგივა კიდეც. გამოუვიდა 30 წუთის განმავლობაში და მეოთხე პერიოდის წინ 17 ქულით დაწინაურდა.

ასეთ უპირატესობას სლოვენიის მსგავსი გუნდი ხელიდან არ გაუშვებს, თუმცა მეოთხე რაუნდში საქართველოს ნაკრები გაცილებით აგრესიული დაცვით დაუხვდა სლოვენიელებს და არც შეტევაში აყოვნებდა - სწრაფი, ინდივიდუალური გარღვევებით მეტოქის დაცვას კარგად ჭრიდა თორნიკე შენგელია, რომელმაც 21-დან 9 ქულა მეოთხე რაუნდში ჩააგდო.

საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა -22-დან -8 ქულამდე დავიყვანეთ, მაგრამ წაგებას თავი მაინც ვერ დავაღწიეთ.

- პრესკონფერენციისას მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის მისამართით დაისვა შეკითხვა - მეოთხე პერიოდში სწრაფი, ინდივიდუალური გარღვევებით სოლიდური ჩამორჩენა შევამცირეთ, ასეთი ტიპის თამაშზე აქცენტის გაკეთებას მომავალ მატჩებში ხომ არ აპირებთო. მწვრთნელის პასუხი ასეთი იყო:

"სწრაფი გარღვევები ბოლოს მართლაც კარგად გამოგვივიდა, მაგრამ ეს ჩვენი დაცვის დამსახურება იყო. როცა დაცვაში მჭიდროდ თამაშობ და მეტოქეს შეცდომებსაც აშვებინებ, სწრაფი შეტევის საშუალებაც თავისთავად ჩნდება.

ასე რომ, მომავალ მატჩებში დაცვაში თამაშის გაუმჯობესებას დიდი მნიშვნელობა ექნება, ჩვენ ხომ ჯგუფის ფავორიტებთან, საბერძნეთთან, ხორვატიასთან და უშუალო კონკურენტ მაკედონიასთან დაგვრჩა შეხვედრები".

ევრობასკეტი 2015. C ჯგუფი. II ტური

ზაგრები, ხორვატია

6 სექტემბერი, 3890 მაყურებელი

სლოვენია-საქართველო 79:68

17:13, 24:13, 24:22, 14:20

მსაჯები: სერხიო სილვა (პორტუგალია), გენტაინ ჩიჩი (ალბანეთი), პეტრი მანტილა (ფინეთი)

ა გ მ წ ბ ქ

1. საბერძნეთი 2 0 157-135 4

2. ხორვატია 1 1 150-145 3

3. სლოვენია 1 1 152-148 3

4. ჰოლანდია 1 1 144-150 3

5. მაკედონია 1 1 143-156 3

6. საქართველო 0 2 140-152 2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრენერი არ არის სსაერტიდ
giga
უკვე დაბერდა სასტავი მეტი აღარ შეუძლიათ ახალი თაობა კი არ გვყავს ისეთი დონის რო ჩაანაცვლოს ესენი... არც მაკედონიასთან არ მაქვს იმედი რო რამეს შეცვლიან, ალბათ სამწუხაროდ კიდევ დამარცხდებიან, გული მაქვს გახეთქილი მაგათ შემყურე.. კაროჩე პულენის ჩამომყვანი ხო საერთოდ უნდა გააგდო საკალათბურთო სფეროდან
georgiano
იგორ კოკოშკოვსა და ჯეიკობ პულენს მადლობა გადავუხადოთ და მივაბრძანოთ ნაკრებიდან. დარწმუნებული ვარ ამ თაობას კარგი მწვრთნელის და ლეგიონერის პირობებში მეტის მიღწევა შეუძლია.
შოთა გუგეშაშვილი
მაკედონიას იქნებ მოუგოტ
M.Z. Euroрe
ორივე თამაში უძლიერესად ჩავატარეთ,ნბას ლიდერი გუნდების სტილში,სწორ გზაზე ვართ ქარტველებო,ვიბრძვით.სასწრაფოდ გამოსასწორებელია 1,2,3 -ე მეოთხედებში,სამიანებზე დროული რეაგირება,ავცდინეთ ერთი,მეორე მესამე...ნუ ვუშინდებით მეოტხე ტყორცნას...დროულად.და კიდევ აიღო შენგელიამ ხუთწუთინი მონაკვეთი თავის თავზე,შევამცირეთ 6 ქულით სხვაობა,სლოვენელების მიერ ჩაუგდებლად,გვYავს ლიდერები რომ ამგვარი მონაკვეთები აიღონ თავის თავზე,მთელი გეიმის განმავლობაში,მაგარი გუნდი გვყავს და ყველაფერიც გამოგვივა..დროული რეაგირება სამიანებზეე,კალათბურთით ორივე გუნს ვჯობდით,მერწმუნეთ!ძალიან მაგარი გუნდი გვყავს ბასკეტით დავჯაბნეთ,ო ბ ი ე ქ ტ უ რ ა დ ორივე გუნდი!ძალისმიერი გუნდი გვყავს,მეტი რისკი D რ ო უ ლ ა დ,ჩატენვაზე-ჩატენვა,სამიანზე -სამიანი,თამამად.არ უნდა ავიწყდებოდეთ ბიჭებს,რომ თამაშს იგებს ყველა ფლიუსთან ერთად-რაც გაგვაჩნია,კალათში ტყორცნების სათანადო რაოდენობაც.
svani_7
კომენტატორები რომ იძახიან სამიანებს გვიგდებენო მისდით თამაშიო ჰოლანდიასაც და სლოვენიასაც ჩვენთან წაუვიდა თამაში?! და ჩვენ? არვიცი რა ჭირთ ჩვენებს ან მარკოიშვილს საერთოდ ვეღარ ვცნობ ან ცინცაძე სანიკიძის კომბინაცია ის ლამაზი კალათბურთი წინა ევრობასკეტზე რომ, თამაშობდნენ....
დათო
ახალი სისხლი ჭირდება ნაკრებს ჩემი აზრით ამათ რაც შეეძლოთ უკვე გააკეთეს და ამაზე ხაზის გადასვება არ შეიძლება.სამწუხაროა რომ ასეთი დონის კალათბურთელები მომავალ თაობაში ჯერ არ ჩანს
nikola
გვეშველება რამე
dave
20 დან 3 ზუსტი ტყორცნა ! ასევე საშუალო მანძილიდან ნასროლი ბურთების სტატისტიკა... მხოლო ინდივიუალური შესვლები ფარქვეშიდან ჩაგდებული ბურთები !!! არანაირი კომბინაცია, არანაირი მუხტი.. გუშინ ძალიან უსუსურად გამოიყურებიდა ნაკრები... სამწუხარაოა... ეს ბირთვი იმდენი წელია ერთადაა აშკარად მეტს მოველოდით :((
zura
სამქულიანებში ყოველთვის რატო ვართ ჩასვრილი ! ტვალის კვლევები ჩაუტარეთ კალათბურთელებს
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა