ტურინელთა ბოსი მიმდინარე კრიზისზე
ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "იუვენტუსი" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და დიდი თანხაც დახარჯა.

მაგალითად, პაულო დიბალას სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო გადაიხადა, ათეულობით მილიონი დაჯდა მარიო მანჯუკიჩის, სიმონე ძაძას, ალექს სანდროს და დანიელე რუგანის ტრანსფერები - დავუმატოთ ამას ხუან კუადრადოს და სამი ხედირას საიჯარო ხელშეკრულებები და ნათელია, რომ ტურინულმა გრანდმა კოლოსალური თანხები დახარჯა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, საფეხბურთო ჟურნალისტების და ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ "იუვე" უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა, რადგან ამ ზაფხულს სამი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა: ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი და კარლოს ტევესი. გასული სეზონის წარმატებები, დიდწილად, ამ სამეულის კარგმა თამაშმა განაპირობა და რამდენად შეავსებენ გაჩენილ ვაკუუმს ახალწვეულები, რთული სათქმელია.

ჯერჯერობით, ყველაფერი ცუდად მიდის - "იუვენტუსმა" სერია A-ს საწყის ორ ტურში ორივე მატჩი წააგო, ასეთი რამ კი "ვეკია სენიორას" აქამდე არასდროს დამართნია. ზაფხულის ტრანსფერებსა და სამომავლო გეგმებზე ჟურნალისტებს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ესაუბრა...

- კმაყოფილი ხართ თქვენ მიერ განხორციელებული ტრანსფერებით?

- გუნდში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ და იმედი მაქვს, რომ ეს ავანსი გამართლდება. ვმუშაობდით მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით, რომელსაც ბოლომდე ვენდობით. სამი წამყვანი ფეხბურთელი დავკარგეთ და თანაც ისე, რომ ორი მათგანის ტრანსფერში თანხა არ აგვიღია.

ანდრეა პირლომ და კარლოს ტევესმა უფასოდ დაგვტოვეს, ამ დანაკლისს კი შევსება სჭირდებოდა. კოლოსალური თანხა დავხარჯეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგს გამოიღებს.

- მიუხედავად ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ "იუვენტუსი" უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა...

- სერია A-ს პირველ ორ ტურში წავაგეთ, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ახალ ფეხბურთელებს გარკვეული დრო სჭირდებათ ადაპტაციისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უკეთ ათამაშდებიან.

ამასთან, კლაუდიო მარკიზიოს და სამი ხედირას სახით, ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გვაკლია და ისინი მალე დაბრუნდებიან. ტრავმა ჰქონდა ალვარო მორატასაც და ისიც მალე დაიბრუნებს ოპტიმალურ ფორმას. არ მიმაჩნია, რომ "იუვენტუსი" დასუსტდა და იმედია, ჩემი ოპტიმიზმი გამართლდება.

- კონკურენტებზე რას იტყვით?

- სატრანსფერო ბაზარზე სხვა კლუბებმაც იაქტიურეს და ეს მხოლოდ სტიმულია ჩვენთვის. "ინტერმა", "მილანმა" და "რომამ" დიდი თანხა დახარჯეს და გვარიანადაც გაძლიერდნენ. ყველაზე მეტად მაინც "ჯალოროსის" ვუფრთხით, რადგან ეს გუნდი წლებია ცდილობს "იუვეს" ჰეგემონიის დამხობას და ამჯერად, სისხლის ბოლო წვეთამდე აპირებს ბრძოლას. ვიცი რომაელთა განწყობა, ვიცი მათი მოტივაცია და უნდა ვაღიარო, რომ ამ სეზონში მათთან კონკურენცია განსაკუთრებულად რთული იქნება.

- სერია A-ს კლუბებმა ტრანსფერებში უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე ლა ლიგის და ბუნდესლიგის წარმომადგენლებმა. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

- იმას, რომ იტალიურმა კლუბებმა გამოიღვიძეს და მიხვდნენ, რომ ფულის დახარჯვის გარეშე დიდი მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია. კალჩოს კრიზისი დროებითი მოვლენაა და ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი.

თანამედროვე მოთხოვნებს ფეხი უნდა ავუწყოთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში დავეწევით ინგლისს და ესპანეთს. მაგალითად, პრემიერლიგის კლუბები საშუალო დონის ფეხბურთელებში 20 და 30 მილიონ ევროს ხარჯავენ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში ეს თანხები კიდევ უფრო აიწევს და ამისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ.

- ნაკლებად მოსალოდნელი იყო, თუ პოლ პოგბას შეინარჩუნებდით. როგორ გაუმკლავდით შემოტევას?

- ჩვენ ისედაც ბევრი წამყვანი ფეხბურთელი დავკარგეთ და პოგბას ვეღარ შეველეოდით. თვითონ პოლს ტურინში სურდა დარჩენა და ამით მისი ტრანსფერი გამოირიცხა. თუ ახალგაზრდა ფრანგმა ასე გააგრძელა თამაში და კიდევ უფრო მოუმატა, მის გადასაბირებლად 100 მილიონი ევრო საკმარისი არ იქნება.

- ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას თუ გამოიყენებთ?

- განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა, ერთი ან ორი ტრანსფერი განხორციელდეს. ბევრ რამეს სეზონის პირველი წრე დაგვანახვებს. იმედი მაქვს, რომ გუნდში კორექტივების შეტანის სურვილი გვექნება და არა რევოლუციური ცვლილებების.

- რას ეტყოდით გულშემატკივრებს, რომლებიც სეზონის სტარტით იმედგაცრუებულნი არიან?

- ჩავარდნა დროებითია და სულ მალე "იუვენტუსი" ისე ითამაშებს, როგორც ამ გუნდის სახელს ეკადრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევანი
ჩემი "იუვე", ჩემი სიყვარულის გუნდი!
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა - ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება გვსურს!
ტურინის "იუვენტუსი" გაძლიერებას არ გეგმავს
მაროტამ "იუვენტუსი" დატოვა და "ინტერში" აპირებს გადასვლას
მესი "ინტერში" უტოპიაა - ამბობს "ნერაძურის" გენერალური დირექტორი
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
მაროტა: დიბალას ძალით ვერ დავაკავებთ
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" 2020 წლამდე დარჩა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?