დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე მესამე შეხვედრას საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს
დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე მესამე შეხვედრას საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

7 სექტემბერი ჩვენს ჯგუფში დასვენების დღე იყო. გუნდებმა "ზაგრებ-არენაზე" ივარჯიშეს, ქართველებს კი დარბაზის კარი 18:30 საათზე გაუღეს.

იგორ კოკოშკოვმა და მისმა ასისტენტებმა გუნდი კონკრეტულ კომბინაციებზე ავარჯიშეს. ფიზიკურმა მომზადებამ მცირე დრო წაიღო. მოთამაშეებმა მხოლოდ გაწელვები გააკეთეს და გამოყოფილი საათნახევარი კომბინაციების დამუშავებას დაუთმეს. ვარჯიშის დროს ხშირად გაიგონებდით გვარებს: კაკიუზისი, ბურუსისი, პრინტეზისი...

შანსები

ევროპის ჩემპიონატზე ორი ტური მიილია. C ჯგუფში, რომლის თამაშებიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტარდება და სადაც საქართველო ასპარეზობს, დიდი დაძაბულობაა. ერთპიროვნული ლიდერი საბერძნეთია, რომელიც 2-დან 2 მოგებით პირველ ადგილზეა, მის შემდეგ კი ზედიზედ 4 გუნდს თითო მოგება-წაგება აქვს: სლოვენიას, მაკედონიას, ჰოლანდიასა და ხორვატიას.

ჯგუფში ბოლო - მეექვსე ადგილზეა საქართველოს ნაკრები ორი წაგებით. მიუხედავად ამისა, იგორ კოკოშკოვის გუნდს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვს. ამისთვის საქართველოს ნაკრებმა მაკედონიას მინიმუმ 5 ქულით უნდა მოუგოს, ხოლო თავად მაკედონიამ და ჰოლანდიამ დარჩენილ მატჩებში გამარჯვება ვეღარ უნდა მოიპოვონ, რაც სავსებით მოსალოდნელია: ჰოლანდიას საბერძნეთთან, ხორვატიასა და სლოვენიასთან აქვს სათამაშო, ხოლო მაკედონია ზემოთ ნახსენებ საქართველოსთან ერთად ხორვატიასა და სლოვენიას ხვდება.

ევრობასკეტი. C ჯგუფი

ა გ მ წ ბ ქ

1. საბერძნეთი 2 0 157-135 4

2. ხორვატია 1 1 150-145 3

3. სლოვენია 1 1 152-148 3

4. ჰოლანდია 1 1 144-150 3

5. მაკედონია 1 1 143-156 3

6. საქართველო 0 2 140-152 2

მეტოქე საბერძნეთი

ბერძნებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულეს, 5 მატჩი მოიგეს. საინტერესო, დალაგებულ კალათბურთსაც უჩვენებდნენ, მაგრამ პლეი ოფის პირველივე ეტაპზე შეხვდნენ სერბეთს, რომელმაც თამაში სწორედ მერვედფინალიდან დაიწყო, საბერძნეთსაც აჯობა, საფრანგეთსაც და მუნდიალის ფინალი ითამაშა.

საყურადღებოა ისიც, რომ ბერძნებს არ ეხმარებოდნენ NBA-ელი კოსტას კუფოსი და ევროპის საუკეთესო გამთამაშებელი ვასილის სპანულისი. ევრობასკეტი 2015-ისთვის კოსტასი და ვასილისი ნაკრებში დაბრუნდნენ. მათ დავუმატოთ ზაზა ფაჩულიას ახალგაზრდა თანაგუნდელი იანის ანტეტეკუნმპო, ევროპის წამყვან კლუბებში მიმობნეული ელინები და ცხადი გახდება, რომ საქმე ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტთან გვაქვს.

ბერძნებს 1997 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ და ორჯერ დავმარცხდით. ამას მოჰყვა ერთი ამხანაგური წაგება და ერთიც - ევრო-2011-ზე. მას მერე ელინებმა თამაში კიდევ უფრო გამოასწორეს და მწვრთნელ ფოტის კაცაკარისის ხელში ევროგრანდის სახელი დაიბრუნეს.

2012-13 წლებში "შსს აკადემიის" მთავარ მწვრთნელად გიორგიოს კეცელიდისი მუშაობდა, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველო მისი მეორე სამშობლოა. აი, რას ამბობს ის ბერძენთა პლუს-მინუსებზე:

"2014 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე საბერძნეთმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა და გამოჩნდა, რომ გუნდს მედლებისთვის ბრძოლა შეეძლო. თუმცა მეოთხედფინალში სერბეთმა ნოკაუტი მოგვაყენა. გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ მთავარია, დავინახეთ: ნაკრები სწორი გზით მიდის და ევრო-2015-ზე ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. მით უმეტეს, "ოლიმპიაკოსის" გამთამაშებელი ვასილის სპანულისი - ევრობასკეტზე ითამაშებს".

გიორგიოს კეცელიდისმა საქართველო-საბერძნეთის მატჩის პროგნოზისგან თავი შეიკავა, ჩემპიონატის დაწყებამდე ზოგადი ანალიზი კი მეტისმეტად თბილი გამოუვიდა:

"ყველა ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებს, ფავორიტთა შორის არავინ მიიჩნევს. ეს "ჯორჯიას" ხელს აძლევს, რადგან, ჩემი აზრით, იგი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია და იმაშიც დარწმუნებული ვარ, მომდევნო ეტაპზე გავა. საამისოდ აუცილებელია გუნდურად ითამაშოს".

რუსულ "უნიქსში" ვიქტორ სანიკიძე ორი ბერძენი კალათბურთელის გვერდით თამაშობდა. ერთ-ერთი იყო უკანახაზელი ნიკოს ზისისი:

"მე და სანიკიძე ყაზანში ერთმანეთს უკვე ვეპაექრებით. ორივეს გვაქვს საკუთარი გუნდის იმედი და ვფიქრობ, ევრობასკეტზე საინტერესო ბრძოლა გველის.

ქართველებს 5-6 უმაღლესი დონის კალათბურთელი ჰყავთ და მათი პლუსი შეთამაშებაა - დიდი ხანია ეს ბირთვი ერთმანეთის გვერდით გამოდის და ბევრი კარგი გუნდი დაუმარცხებია".

საბერძნეთი 2015

მოთამაშე სმ პოზიცია დაბ. გუნდი

ევანგელოს მანძარისი 196 უკანახაზელი 1990 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

იოანის ბურუსისი 213 ცენტრი 1983 რეალი (ესპანეთი)

ნიკოზ ზისისი 197 უკანახაზელი 1983 ფენერბაჰჩე (თურქეთი)

ვასილის სპანულისი 193 უკანახაზელი 1982 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

კოსტას კაიმაკოგლუ 206 ფორვარდი 1983 უნიქსი (რუსეთი)

გიორგიოს პრინტეზისი 202 ფორვარდი 1985 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

ნიკ კალათესი 197 უკანახაზელი 1989 მემფისი (NBA)

კოსტას პაპანიკოლაუ 206 ფორვარდი 1990 ჰიუსტონი (NBA)

კოსტას სლუკასი 197 უკანახაზელი 1990 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

სტრატოს პერპეროგლუ 203 ფორვარდი 1984 ბარსელონა (ესპანეთი)

კოსტას კუფოსი 213 ცენტრი 1989 მემფისი (NBA)

იანის ანტეტეკუნმპო 206 ფორვარდი 1994 მილუოკი (NBA)

ვლანტიმირ იანკოვიტსი 202 ფორვარდი 1990 პანათინაიკოსი (საბერძნეთი)

ზისის სარიკოპულოსი 213 ცენტრი 1990 აეკ (საბერძნეთი)

დიმიტრის არგავანისი 208 ფორვარდი 1994 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

მწვრთნელი: ფოტის კაცაკარისი

ურთიერთშეხვედრები

ევრობასკეტი-2011. II ჯგუფური ეტაპი

12.09.2011

საქართველო-საბერძნეთი 60:73

13:12, 22:20, 12:19, 13:22

საქართველო: შერმადინი (31წთ, 10ქ, 14მ), მარკოიშვილი (34წთ, 8ქ), ჰეინსი (25წთ, 11ქ, 4ჩ), სანიკიძე (31წთ, 6ქ, 5მ), ცქიტიშვილი (15წთ, 3ქ, 3მ), გამყრელიძე (24წთ, 9ქ, 3მ, 3პ), ვ. ბოისა (9წთ), ა. ბოისა (6წთ, 2ქ), ფარღალავა (2წთ) შენგელია (25წთ, 11ქ, 5მ).

ევრობასკეტი-1997. შესარჩევი ეტაპი

28.02. 1996

საბერძნეთი-საქართველო 100:66

54:30, 46:36

საქართველო: ვაშაკიძე (23წთ, 4მ, 4პ), ნაცვლიშვილი (19წთ, 3ქ, 4მ, 1პ, 1ჩ), კობეშავიძე (16წთ, 1ჩ), სანაძე (22წთ, 7ქ, 3მ, 1ჩ), ბარამიძე (17წთ, 1ჩ), დერიუგინი (22წთ, 13ქ, 4მ, 2პ), სტეფანია (30წთ, 13ქ, 9მ, 3პ, 1ჩ), შენგელია (15წთ, 12ქ, 5მ), ქარაბაკი (19წთ, 8ქ, 2მ), ჩხეიძე (17წთ, 2ქ, 2მ, 1პ)

26.02.1997

საქართველო-საბერძნეთი 61:65

38:32, 23:33

საქართველო: თორთლაძე (38წთ, 8ქ, 4მ, 1პ), სტეფანია (37წთ, 14ქ, 9მ, 1პ), სანაძე (37წთ, 9ქ, 4მ, 1ჩ), ნაცვლიშვილი (26წთ, 11ქ, 7მ, 1ჩ), ბერძენიშვილი (9წთ, 2ქ, 4მ), დადიანი (19წთ, 3ქ, 1მ, 2ჩ), ბეჟანიშვილი (13წთ, 2ქ, 5მ), ჩხეიძე (21წთ, 12ქ, 3მ, 1პ)

ამხანაგური

26.08.2005

საბერძნეთი-საქართველო 82:71

მომზადებულია ჟურნალ "ლელო week"-ის მიხედვით

MZ Euroрe
შეაყარე კედელს ცერცვიო ამ მწვრთნელზეა ნათქვამი .რატომ???რატომ არ ესვრიან სამიანზე სამიანს.ჰელასმა მეორე მეოთხედში ათზე მეტი სამიანი ისროლა,ჩვენებმა არც ერთი გუშინ ვამესიჯე,რომ ტყორცნებია საჭირო სათანადო რაოდენობა,არ წავა ერთი,წავა მეორე,მესამე,მეოთხე...მთქმელს გამგონიო.....ახია ... და რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო,ვიტყოდი -არრეაგირებითი უვიცობით,სანამ გეიმის მსვლელობაა და არ მერე,"მუშტიკრივის" შემდგომ...

ვთქვათ მოხდა სასწაული, მერე მაინც წავაგებთ და რა აზრი აქვს? პულენი აღარ უნდა ათამაშონ მაიმუნობს. დააწყვიტა ხალხს ნერვები. და საერთოდ მარაზმია უკვე ამათი ყურება.
ფედერაციას ვთხოვ
ნატურალიზირებული აღარ გვინდა,რას აკეთებენ! ჯობია ისევ ჩვენმა ბიჭებმა ითამაშონ და მიიღონ გამოცდილება
იმერელი
ბერძნებთან არანაირი შანსი არ გვაქვს.
ddშ
დასახვრეტია ფედერაციის ყველა წევრი. კოკოშკოვის დატოვება როგორ შეიძლებოდა. მაგათმა ატკატები აიღონ კოკოსKოვისგან და გუნდი კი თავის ბოლო თამაშებდს ატარებს ევრობასკეტზე. აწი კარგა ხანი ეგეთი კალათბურთელები არ გვეყოლება.
ი.კკ
და ჰოლანდიამ რო მოგვიგო?? ჩვენ როგორ გვაქ შანსი მაგ ლოგიკით 4 ადგილზე გასვლის?
kokoiTi
რაო, რისი შანსიო? კაია!
irakli
ბერძნებიც ნახევარი ძალით გვეთამაშებიან, როგორც სლოვენიელები.
ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
გიორგიოს კეცელიდისი: მწვრთნელი იმისთვისაა, თითოეული შეგირდის მენტალიტეტი შეიცნოს
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
გიორგიოს კეცელიდისი: ზუროსი საქართველოს ნაკრებისთვის დიდებული ვარიანტია
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
გიორგიოს კეცელიდისი: საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
"შსს-აკადემიას" მთავარი მწვრთნელი დრაგან პეტრიჩევიჩი იქნება
საქართველოს ნაკრებში კოკოშკოვის სავარაუდო შემცვლელის ვინაობა დასახელდა
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
სუპერლიგა 2012-13. ფინალი. საუკეთესონი: როცა გუნდი გემოვნებითაა შერჩეული...
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
MVP-ს ტიტული კობზისტის რიდის გაგდებისთვის - უკრაინელების გამოხმაურება საქართველოს დამარცხებაზე
[VIDEO] ბაგატსკისის და უკრაინის ნაკრების მორიგი პროვოკაცია - საქართველოს ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ