გორის "დილამ", თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა
გორის "დილამ", თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა - 5:1.

თამაში "დილას" უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-8 წუთზე დაწინაურდა კიდეც. გორელთა ახალწვეულმა გოგიტა გოგუამ გადააწოდა ირაკლი მოდებაძეს, რომელმაც კარის გასწვრივ ჩააწოდა და გიორგი ნერგაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მე-16 წუთზე ქუთათურებმა საჯარიმოში მოდებაძე წააქციეს. პირველ ჯერზე, საქართველოს წინა ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლემ გაიტანა, თუმცა მსაჯმა დარტყმა გაამეორებინა. ამჯერად, სტუმრები გადარჩნენ - ბურთი რევაზ თევდორაძემ მოიგერია.

45-ე წუთზე გოგუამ "დილაში" დაბრუნება გოლითაც აღნიშნა. მან შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 2:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში თემურ ღონღაძემ გორელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა, ხოლო 67-ე წუთზე ისლამ მაშუკოვმა რომან ახალკაცის გადაცემა გამოიყენა - 4:0.

ტორპედოელებმა პრესტიჟის გოლის გატანა (ოთარ კვერნაძე) მოახერხეს, თუმცა ეს არ ყოფილა ამ სპარინგის ბოლო წერტილი - გიორგი კურმაშვილმა ქუთაისელებს მეხუთედაც გამოატანინა ბურთი ბადიდან - 5:1.

დილა: მუჯრიშვილი, ღონღაძე, თომაშვილი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, გოგუა, ძარია, გვალია, ნონიკაშვილი, მარცვალაძე, მოდებაძე; შეცვლაზე: მაშუკოვი, პაპავა, კვახაძე, სამხარაძე, ახალკაცი, კაპანაძე, კურმაშვილი, დუდუჩავა.

ტორპედო (სასტარტო): თევდორაძე, ტაბატაძე, ადამაძე, ნერგაძე, ქიმაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, სიჭინავა, კირკიტაძე, კახელიშვილი, შინდაგორიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

FC DT
ჯანგო მაგ პროვინციულ გუნდს 5-0 მოვუგეთ ცოტა ხნის წინ ნუ დაგავიწყდა ;) ტესტ მატჩში თუ ნახევრად სათადარიგოებს მოუგეთ ნუ ახვალთ ცაში ;) როცა გაგვიხარდება მაშინ მოგიგებტ
jango
რა უნდა დაწერონ თბილისელმა ჟურნალიუგებმა, მათ ხომ გული ერევათ , როცა პროვინციული გუნდი ამარცხებს დინამოს :) რაც შეეხება დილა-ტორპედოს თანაშს. ძმებო ქუთაისლებო,ითამაშეთ კარგად და არ გექნებათ სალაპარიკო რომ ჩევნ არავის ვუყვარვართ და ყველა გვემტერებაო..სამტრო რა არის, უბრალოდ ლამაზი და მომგებიანი ფეხბურთი გაქვთ სათამაშო, ეგაა და ეგ.
dato
სამტრედია დინამოს თამაშზე რატომ არაფერს წერთ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" ევროსაგზურები გაინაღდეს
ასე სადაა? მაშინ, ჭაბუკთა ჩემპიონატი ჩაატარონ - ჩელებაძეს ცხადაძის იდეა არ მოსწონს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ლეგიონერები: აკაკი ხუბუტიას გოლი და ლევან კობიაშვილის ტაიმი
დილა-საბურთალო 2:1 - ებურთავეთ მარცვალაძეს [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
გურია-დილა 0:1 - შეცვლები რომ არა... [VIDEO]
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
დილა-იაგოდინა 2:2 - ოთხი გოლი, ორი გაძევება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე გამარჯვებული გაემგზავრა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
დილა-საპოვნელა 3:1 - ძლივს ნაპოვნი გამარჯვება [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა