ოთხი მეოთხედფინალსტი ცნობილია
ასევე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი ქალებს შორის. ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ წელს პირველად გააღწია "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში. მისი მეტოქე ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკო იყო. ბელარუსმა თავიდანვე აგრესიული თამაში შესთავაზა მოწინააღმდეგეს და უკვე მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკი. თავის გეიმებს ვიქტორია იოლად ინარჩუნებდა - პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ორი ქულა დათმო - 6:3.

მეორე სეტის დასაწყისში, ლეპჩენკომ პირველად იხეირა მიღებაზე, მაგრამ ბელარუსი ძალიან მალე დაეწია მეტოქეს. მერვე გეიმში მან მეორე ბრეიკი შეასრულა და თითქოს გადაწყვიტა მატჩის ბედი, მაგრამ მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო. მაყურებელს ბრძოლის გაგრძელების იმედი მიეცა, თუმცა მომდევნო გეიმში აზარენკამ მიღებაზე მოამთავრა საქმე - 6:3, 6:4.

ვიქტორიას მეტოქე ირკვეოდა სიმონა ჰალეპისა და საბინ ლისიცკის მატჩში. რუმინელმა ძალიან ცუდად დაიწყო: თავის მოწოდებაზე პირველივე გეიმში სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა. სიმონა ორჯერ აგებდა ბრეიკით, მაგრამ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ მეორე ჩოგანმა სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ სეტბოლი გაუშვა ხელიდან. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც სიმონა ასევე იგებდა, კიდევ ერთი სეტბოლი ვერ გამოიყენა, ბოლოს კი სეტი აჩუქა ლისიცკის. გერმანელმა შეძლო პარტიის მოგება, რომელშიც 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მეორე სეტში თამაშის ხარისხი არ გაუმჯობესებულა. ჰალეპმა ოდნავ მოუკლო შეცდომებს, მაგრამ ცუდად მუშაობდა მოწოდება. რაც შეეხება ლისიცკის, მან ზედიზედ ოთხჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და მხოლოდ მეხუთე ცდაზე მოახერხა თავისი გეიმის შენარჩუნება. და მაინც, ჰალეპმა, რომელიც გაჭირვებით გადაადგილდებოდა კორტზე, კარგად გამოიყენა მეტოქის შეცდომების მორიგი პორცია და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში ჩოგბურთელებმა, როგორც იქნა, დაიწყეს საკუთარი გეიმების აღება. მაგრამ, მალე ლისიცკის ფიზიკურმა მომზადებამ უმტყუნა და ასეთ პირობებში გამარჯვების რეალური შანსი არ ჰქონია. ჰალეპი გამოცოცხლდა და ბოლო ოთხი გეიმი ზედიზედ მოიგო - 6:7(6), 7:5, 6:2, ჯამში ჩოგბურთელებმა 105 უნებლიე შეცდომა დაუშვეს, აქედან 72 ლისიცკის ანგარიშზე იყო. ჰალეპი პირველად გავიდა აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში.

ანალოგიურ შედეგს მიაღწია პეტრა კვიტოვამ, რომელსაც მოკრძალებული მეტოქე ჰყავდა იოჰანა კონტას სახით. ამ უკანასკნელმა მერვედფინალამდე გარბინ მუგურუსას და ანდრეა პეტკოვიჩის დამარცხება შეძლო.

ბრიტანელი შესანიშნავად თამაშობდა პირველ სეტში მოწოდებაზე. დიდი ხანი პეტრას არაფერი გამოსდიოდა მიღებაზე, თავის გეიმებში კი ბრეიკ-პოინტების მოგერიება უწევდა. კონტას ბოლო ნაბიჯის გადადგმა სჭირდებოდა ტაი-ბრეიკამდე, მაგრამ სწორედ ამ დროს წაიფორხილა - კვიტოვას პირველ ბრეიკ-პოინტზე ბრიტანელმა ორმაგი შეცდომა დაუშვა. მეორე სეტში პეტრას უპირატესობა უფრო შესამჩნევი გახდა, მაგრამ კონტა კარგა ხანი ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას. მაგრამ, როგორც კი ჩეხმა დაფარული მატჩბოლი მიიღო, მან შანსი მაშინვე გამოიყენა. მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი იკმარა კვიტოვამ იმისთვის, რომ მერვედფინალში მოეგო - 7:5, 6:3.

კვიტოვა გახდა პირველი ჩეხი მეოთხედფინალისტი ამერიკის ღიაზე ბოლო 14 წლის განმავლობაში. შემდეგ ეტაპზე ის ფლავია პენეტას შეხვდება, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მეექვსედ გავიდა ამ ტურნირის მეოთხედფინალში. იტალიელი კარიერაში მეშვიდედ შეხვდა სამანტა სტოსურს და მეშვიდედ დაამარცხა ავსტრალიელი - 6:4, 6:4.

ქალები

1/8 ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-იოჰანა კონტა (ბრიტ) 7:5, 6:3; ფლავია პენეტა (იტა, 26)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 22) 6:4, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 20)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:3, 6:4; სიმონა ჰალეპი (რუმ, 2)-საბინ ლისიცკი (გერ, 24) 6:7(6), 7:5, 6:2.

1/8 ფინალი

ს. უილიამსი (1)-ვ. უილიამსი (23); მლადენოვიჩი-ვინჩი; კვიტოვა (5)-პენეტა (26); აზარენკა (20)-ჰალეპი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
პეტრა კვიტოვა ფენომენალური იყო
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
საფრანგეთის ღია პირველობა: კვიტოვას ორი ნული
პეტრა კვიტოვას საშობაო საჩუქარი
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა დაჭრეს
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
დაჭრილ პეტრა კვიტოვას სამი თვე გაუცდება
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ
ლონდონის ტურნირი დაჯგუფებულია