ადრე ნაკრებში აღარავინ იცინოდა. ახლა ყველა იცინის. ან ცდილობს, გაიცინოს. თუ ფეხბურთელს სახე ჩამოსტირის, ის ვერაფერს მოიგებს
ფოტოზე: კახა ცხადაძემ საქვეყნოსათვის აჯობა პირადულს და ცეცხლზე ნავთი არ დაასხა...

კონსტანტინე გამსახურდიას "ლანდებთან ლაციცს" საერთო არაფერი აქვს ფეხბურთთან, თუმცა საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩზე წერისას სწორედ ეს ავტობიოგრაფიული ხასიათის მოთხრობა გამახსენდა...

...შოტ-ლანდია, ირ-ლანდია. აგერ, ორი ლანდი. მესამე ლანდი ჩვენი წარსული დიდებისა. საფეხბურთო დიდებისა, რომელსაც კარგა ხანს ვერ დავიბრუნებთ ჩვენი ბედოვლათობის, გაცდენილი დროისა და საერთო-ეროვნული გულგრილობის გამო.

დღეს ერთი გენიოსის ქმნილებას გადავწვდით. მეორეც გავიხსენოთ - მიხეილ ჯავახიშვილის "თეთრი საყელო". XX საუკუნის დასაწყისის ხევსურეთში სჯერათ, რომ "თამარ მეფე ცოცხალ არს და მავას".

ჩვენც გვჯერა, რომ ქართული ფეხბურთი ცოცხალია. შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებმა ჩვენი რწმენა განამტკიცა. ახლა ჩვენი წარსული დიდების ლანდს ველაციცებით. თუ ვერ დავიბრუნებთ, ერთი ნაბიჯი რომ მაინც გადავდგათ მისკენ....

ჩვენ არ ვთამაშობდით ფეხბურთს და ახლა ვთამაშობთ. ჩვენ გვეშინოდა ბურთის და ისე ვიშორებდით მას, როგორც საძულველ საგანს. ახლა ვცდილობთ, ბურთს მოვეფეროთ...

ჩვენ ძალიან ხშირად ვაყენებდით "ავტობუსს" საკუთარ კართან და მაინც ვაგებდით. ახლა "ავტობუსი" აღარ არის და "ავტობუსით" წაგებას მის გარეშე მარცხი სჯობია, მით უმეტეს, სულ აღარ ვაგებთ.

ადრე ნაკრებში აღარავინ იცინოდა. ახლა ყველა იცინის. ან ცდილობს, გაიცინოს. თუ ფეხბურთელს სახე ჩამოსტირის, ის ვერაფერს მოიგებს.

ახლა საქართველოს ნაკრებში ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის თამაშობს. იყო დრო, საქართველოს უპირველეს გუნდში მოთამაშეები სიხარულით აღარ მოდიოდნენ და ბევრი იმასაც ნატრობდა, ნეტავ საამმატჩოდ ძირითადში არ ვიყო, ზედმეტი ხათაბალა რად მინდაო?..

ჩვენი გუნდის მწვრთნელი პირველიდან ბოლო წუთამდე სამოსანი სტუდენტის კონსპექტივით დაზუთხული ერთი სქემით არ მიჰყვება თამაშს. ის უტევს, თავს იცავს, რაღაცას "ურტყამს", რაღაცაში ცდება, მაგრამ პირველიდან ბოლო წუთამდე ჩვენ აღარ ვწვალობთ და აღარც მოწინააღმდეგეს ვაწვალებთ - მრავალწევრიანი დაცვის გარღვევის გაუთავებელი ცდები, აბა, ვის სიამოვნებს?

გეზი არის. ამ გეზს უნდა გავყვეთ. შეიძლება, თამაში მოიგო და გეზი არ ჩანდეს. ახლა გამოჩნდა - მოგებულშიც და წაგებულშიც. ეს კარგია და მისხალ-მისხალ უნდა ვიაროთ ამ გზაზე, თორემ საქართველოში დაანონსებული და მერე გაცრუებული იმედებით ვისღა გააკვირვებ?!

დღემდე ძალიან მწყინს და მტკივა თორნიკე ოქრიაშვილის საქციელი, თუმცა, მეორე მხრივ, სხვაც ჩანს - როგორ სიამოვნებს ყველა ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში თამაში, როგორაა ის დამუხტული და ანთებული...

ეს თავისთავად, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ საქციელს გამართლება არ აქვს. ჯერ ერთი, მწვრთნელი იმის მწვრთნელია, ფეხბურთელი თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს;

მეორეც, კახა ცხადაძის ცხოვრების გზა და თუნდაც მისი საფეხბურთო კარიერა არავის აძლევს ასეთი საქციელის უფლებას;

და მესამეც - ეს არ უხდება საქართველოს ნაკრებს, მის აწმყოსა და მომავალს!..

ჩემთვის ამ უსიამოვნო ეპიზოდში ერთიც იყო ნიშანდობლივი - ცხადაძემ საქვეყნოსათვის აჯობა პირადულს და ცეცხლზე ნავთი არ დაასხა. ჩვენი ინფორმაციით, ინციდენტი ამოწურულია და თუ მკითხველის ნებაც იქნება, ამ საჩოთირო ფაქტზე მეტს აღარ დავწერთ...

საქართველოს ნაკრების ავანჩავანი კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოჩნდება...

რად ღირს სკამი?

ამასობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბრძოლა უკვე ისე მიდის, დაშვებულ და დაუშვებელ მეთოდებსაც იყენებენ.

აქეთ კანონიერი ქურდების ამბავი, იქით დიპლომის...

მინდა, მჯეროდეს და თითქმის დარწმუნებულიც ვარ - არც რევაზ არველაძე და არც ლევან კობიაშვილი არ მონაწილეობს ამ ბინძურ კამპანიაში და მათ ნაცვლად ვიღაც ძალიან ინდომებს.

მჯერა, რადგან ორივე კანდიდატს ძალიან კარგად ვიცნობ და ესეც უნდა დავწერო - მე რაც ვიცი, რაც მსმენია, გამიგია თუ შეხება მქონია ორივე მათგანთან, არ მგონია ეს ხალხი ამ მეთოდებით მებრძოლი...

საინტერესოა, მაინც რა ღირს თანამდებობები, რომლისთვისაც კანდიდატებს "მოკიდებულნი" და "მიმდევარნი" უფრო გააფთრებით იბრძვიან, ვიდრე თავად კანდიდატები.

...ზვიად სიჭინავამ კი დაგვტოვა. ამბობენ, სიჭინავა კარგი მენეჯერი იყო, ვალები გაისტუმრაო. მე ფულს ვერ ვითვლი. მე ფეხბურთი მიყვარს. სიჭინავას დროს კი ფარერებმა გაგვისწრეს.

ეს იქნებ მხოლოდ პრეზიდენტის ბრალი არ იყოს, მაგრამ ყველა სფეროს ავანჩავანი შეფობიდან იზომება და როგორც ვიცი, ადრე კოლმეურნეობის ჩავარდნისთვის მის თავმჯდომარეს მოჰკითხავდნენ ხოლმე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nodari
ავტორო, კარგია! მე 70 წლის კავცი ვარ და მჯერა, რომ მაგ წარსულის ლანდს მივუახლოვდებით მაინც
gizog
როგორც იქნა I არხზე მიხვდნენ, რომ ვინც მათ სახეს წაროადგენენ, გარკვეულ დონეს უნდა აკმაყოფილებდნენ, იმავე არხის სასარგებლოდ. ნეტავ როდის მიხვდება ''ლელო''-ს ხელმძღვანელობა იგივეს? არა და როგორი დახვეწილი, სპორტში კარგად ჩახედული ჟურნალისტები მუშაობდნენ ამ გაზეთში და არანაკლებ კარგებს კიდევ ენატრებოდათ იქ მუშაობა. ეხლა გაიმართლებენ თავს აღარ არიანო ასეთი ჟურნალისტები. მოიძიეთ ბატონო და არიან, არიან. დიდ სპორტს ჟურნალისტიკაც დიდი უნდა. და არა ასე ვის რა მოადგება თავში ის წეროს.
ssoos
ადრეც ვიგებიტ 11 ტამასჰი არც ცაგვიგია და გაიხსენეტ ხორვატია
ზაზა
დომენტის შეფასებას უნდა დრო!არ სეიძლება დომენტის დააბრალო ,მის პრეზიდენტობამდე გაცილებით ადრე ჩამოყალიბებული,არასწორად აღზრდილი ფეხბურთელებისგან ჩამოყალიბებული ნაკრების შედეგები.დომენტის მოღვაწეობა უნდა შეფასდეს რამდენიმე წლის შემდეგ,როცა ნაკრების ბირთვი იქნება ბოლო წლების ასაკობრივებისგან ,ან როცა ფედერაციის ბავშვთა აკადემიის ფეხბურთელები მიაღწევენ სანაკრებო ასაკს,დონეს...
devi
gi-ს. შენი კომენტარი უფრო გავს ხბოს აღტკინებას. ალბათ არ გგონია,რომ ეს საქართველოს ნაკრების თამაშია. ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს მწვრთნელი და რა აქვს ჩაფიქრებული.
kind
1.მოგერიებაზე აღარ ვთამაშობთო? მოგერიებაზე თამაში არ იყო ირლანდიასთან მეორე ტაიმი? 2. ალეკო ბატონო, არსად დაგეკარგოთ ,,ღირსეული" და ფეარ პლეის წესებით მოთამაშე , მხედრიონელთა ძმაკაცი, რეზი არველაძე. 3. https://www.youtube.com/watch?v=uOB8p7El8gU შეხედეთ პატივცემულო ალეკო თუ როგორ იქცევიან ღირსეული ადამიანები (მათ შორის მწვრთნელები), უღირს ფეხბურთელს გინებისთვის ,,ალიყური" ეკუთვნის, ისეთი ალიყური როგორი ალიყურიც ადამ ლიაიჩს აჭამა დელიო როსიმ. ფეხბურთელის მხრიდან უკვე ღირსებააყრილი მწვრთნელი როგორ შედეგსაც დადებს ამას ყველა ვნახავთ. 4. თქვენ, ჟურნალისტებმა გააზულუქეთ ქართველი საფეხბურთო ფუნქციონერები, ქართველი ფეხბურთელები და სხვა, თქვენ მიგიძღვით მნისვნელოვანი წილის ქართული ფეხბურთის დასამარებაში!
nikata
qartuli fexburti - ძლივს ამ კაცმა ჩემი და კიდევ ბევრის მოსაწონებელი დაწერა და ნუ ადარებ რა მასეთ ვიღაცებს. წინა სტატიებში, შეიძლება იყო მასეთ შედარებას რო იმსაახურებდა, მაგრამ ახლა ჯიგარია. შენ ალბათ ქართული ფეხბურთი გეწვის, უფრო სწორედ, დაგეწვა და ის გაღელვებს. ყოჩაღ ალეკო! განსაკუთრებით დომენტის შეფასებაში გაარტყი :)
gi
სამწუხაროდ ისევ კრიტიკა და დათვის სამსახური ფეხბუტთელებისათვის და განსაკუთრებით მწრთვნელისათვის.ირლანდიასთან მათჩი იყო უკან გადადგმული ნაბიჯი.-ხბოს აღტკინება.
არტაგი
კომენტარების ზოგიერთ ავტორებს ვურჩევ გაიხსენონ, რომ ქართველები არიან!...
burnuta
ისე,საქართველოს ნაკრები ერთ კარგ რამეს მაინც აკეთებს,სულ მომავლის იმედის რეჟიმში გვამყოფებს.
revaz fotskhishvili
რავა სულ იტყუებით
merabi
შემქმნელების რაოდენობამ ნაკრებში იმატა და თამაში რაღაცას დაემსგავსა.მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია,ჩვენს ფეხბურთელებს ჰქონდეთ მონაცემები და ამბიცია ითამაშონ ნორმალურ ჩემპიონატებში. ლიგაზე თამაში მხოლოდ ოცნებაა. რისი იმედი უნდა გვქონდეს...
qartuli fexburti
ჰოდააა ჩემო ალეკოო, სწორედაც, რომ კოლმეურნეობის დროინდელი კედლის გაზეთის ჟურნალისტი ხარ შეენ -...
gio
საღოლლლლლლლლლლლლ!!!!!!! მაგრად მომეწონა!!!!!!!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] რისთვის ან ვისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს?
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
[ოთხშაბათის საკითხავი] ბეწვის ხიდი
[ოთხშაბათის საკითხავი] ვარდები ჯერ არ არიან...
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
[ოთხშაბათის საკითხავი]: "პეტრო", SHOW MUST GO ON!
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
[ოთხშაბათის საკითხავი] სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას...
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა