ფელისიანო ლოპესმა ბევრი იბრძოლა
ამერიკის ღია პირველობაზე მეოთხედფინალების დრო დადგა. პირველი ნახევარფინალისტი ირკვეოდა მოქმედი ჩემპიონის მარინ ჩილიჩისა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვედრაში. ცხადი იყო, რომ ამ მატჩში იოლ გამარჯვებას ვერც ერთი ჩოგბურთელი ვერ მიაღწევდა და დიდი მნიშვნელობა ექნებოდა მოწოდებას. საერთო ჯამში, ასეც გამოვიდა.

პირველ პარტიაში ცონგამ ოთხი ბრეიკ-პოინტი გაანიავა, ჩილიჩმა კი ხუთიდან ერთი შანსი გამოიყენა და მაშინვე სეტზე ჩააწოდა. მეორე სეტში ხორვატის უპირატესობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა - ის იოლად იღებდა საკუთარ მოწოდებებს, მიღებაზე კი ადრეული ბრეიკი შეასრულა და სეტებში 2:0 დაწინაურდა - 6:4, 6:4.

სტატისტიკა იმაზე ლაპარაკობდა, რომ მარინს შეეძლო გამარჯვება წინასწარ ეზეიმა - "დიდი სლემის" ტურნირებზე მან მოიგო ყველა 47 შეხვედრა, რომელშიც პირველ ორ სეტს იღებდა. ცონგას კი ორი "ქამბექი ჰქონდა აქტივში და ხელების ჩამოშვებას არ აპირებდა. ფრანგმა თანდათან მოუმატა - მოწოდება და უკანა ხაზზე თამაში გააუმჯობესა და სჯობნიდა მეტოქეს. ჩილიჩი უძლებდა, მაგრამ 4:3-ზე ცონგამ ბრეიკი შეასრულა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა - 6:3.

მეოთხე სეტი პირველ ორს ჰგავდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხორვატმა თავისი შანსები ვერ გამოიყენა. ჩილიჩმა ორი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ ორივე შემთხვევაში ცონგამ კარგად ითამაშა შეტევაში. ორი გეიმის შემდეგ, მესამე მატჩბოლიც გაჩნდა და ახლა უკვე მარინმა გაარტყა ბადეს ბურთი. მთელი სეტი ჩემპიონს უპირატესობა ჰქონდა, ტაი-ბრეიკზე კი ანერვიულდა, თამაში შეასუსტა, ორმაგი შეცდომა დაუშვა და ამით ცონგამ კარგად ისარგებლა. თამაში მეხუთე სეტში გადავიდა.

ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე ჟოს მხარეს იყო, მაგრამ სეტის დასაწყისში მან კონცენტრაცია დაკარგა. 2:2-ზე "მშრალი" ანგარიშით წააგო საკუთარი გეიმი. დაკარგული მოწოდების დაბრუნების შანსი პარტიის ბოლოს მიიღო, მაგრამ ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და მეტოქეს გამარჯვება მიულოცა - 4:6, 4:6, 6:3, 7:6(3), 4:6.

ჩილიჩმა ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო აშშ-ის ღიაზე და ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

სერბი ფელისიანო ლოპესს ხვდებოდა, რომელიც "დიდი სლემის" ზედიზედ 55 ტურნირს თამაშობდა (მეორე ადგილი მოქმედ ჩოგბურთელებს შორის როჯერ ფედერერის შემდეგ - ზედიზედ 64 "დიდი სლემი"). ესპანელი პირველად იყო გასული აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში.

პირველ პარტიაში ლოპესმა თავიდანვე მიიღო ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ეს იყო ერთადერთი პოზიტიური მომენტი მისთვის. ნოვაკმა იდეალური სეტი ჩაატარა - ექვსი "ვინერსი" და ერთადერთი უნებლიე შეცდომა. საოცარია, მაგრამ სერბმა 6:1 მოიგო პარტია ისე, რომ ფაქტობრივად არ ჰქონია პირველი მოწოდება - სიზუსტე მხოლოდ 32 პროცენტს შეადგენდა.

მეორე სეტში ნოვაკმა ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა, მაგრამ სხვა ელემენტებში მოუკლო. ლოპესმა თავიდანვე შეძლო ბრეიკის შესრულება, რის შემდეგაც საიმედოდ ინარჩუნებდა საკუთარ გეიმებს. ნოვაკმა მხოლოდ პარტიის ბოლოს გაიბრძოლა მიღებაზე, ბრეიკ-პოინტამდეც მივიდა, მაგრამ ფელისიანომ შანსი ხელიდან არ გაუშვა. სერბი ძალიან გაბრაზდა, მაისურა გაიხადა, ჩოგანი ჩანთაზე დაახეთქა და უკმაყოფილო გასცქეროდა ბორის ბეკერს.

მესამე სეტის სტარტზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო და თავიდანვე 3:0 დაწინაურდა. ფელისიანო ბევრ ბურთს აცილებდა და მხოლოდ ერთ გეიმში ჰქონდა დაკარგული მოწოდების დაბრუნების შანსი, მაგრამ ორმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

მეოთხე სეტი ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც ვერც ერთმა ჩოგბურთელმა ვერ მოიპოვა უპირატესობა. ამასთან, ლოპესი უკეთ მოქმედებდა, მაგრამ ჯოკოვიჩი ბოლომდე იბრძოდა და გადამწყვეტ გათამაშებებს იგებდა. ტაი-ბრეიკიზე კი ნოვაკმა შანსი არ დაუტოვა მეტოქეს - 6:1, 3:6, 6:3, 7:6(2). ორივეს 36-36 "ვინერსი" ჰქონდათ, მაგრამ ლოპესმა 48 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ჯოკოვიჩმა - 17. სერბი მეექვსედ შეხვდა ესპანელს და მასთან მოგებების ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

კაცები

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18) 6:1, 3:6, 6:3, 7:6(2); მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 19) 6:4, 6:4, 3:6, 6:7(3), 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სტამბოლის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
35 წლის ჩილიჩი წარმატებით დაბრუნდა და ATP-ს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩემპიონი გახდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან უშანსოდ დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა
ჯოკოვიჩმა თელ-ავივის ტურნირი მოიგო [VIDEO]
როლან გაროსი: დღეს 1/16-ფინალური წყვილები დაკომპლექტდება
ნიკ კირგიოსმა თამაშის მიმდინარეობისას მასტურბაციის იმიტაცია გააკეთა [VIDEO]