ბათუმის ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში თინათინ ყავლაშვილი და სოფიო ქვაცაბაია ყოჩაღობენ
ბულგარეთის დედაქალაქში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა.

მე-7 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ერთეულებში გუშინ, 9 სექტემბერს, სასტარტო შეხვედრა რუმინელ ოანა გეორგეტა სიმიონს მოუგო - 6:1, 6:7, 7:5 და მერვედფინალში გაბრიელა პანტუჩკოვას მძლეველ (7:5, 2:6, 6:4) ამანდა გარერას (დიდი ბრიტანეთი) დაუპირისპირდება.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად შეჯიბრების რეიტინგფავორიტია. გუშინ, 9 სექტემბერს, მეოთხედფინალში ქართულ-უკრაინულმა დუეტმა რუმინელები - კრისტინა ადამესკუ და ოანა გეორგეტა სიმიონი 6:2, 6:2 დაჯაბნა.

ნახევარფინალში სოფიო და ანასტასია ალიონა ბოლშოვა ზადოინოვისა (ესპანეთი) და ანდრეა გამიზინის (ვენესუელა) ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ბათუმში ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში თინათინ ყავლაშვილი ყოჩაღობს. საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მან ძირითად ბადეშიც ამდენივე მეტოქე ჩამოიშორა გზიდან: ჯერ ამინათ კუშხოვას (რუსეთი, 6:4, 6:3) აჯობა, გუშინ კი ყირგიზი ქსენია ულუკანი გაისტუმრა მაყურებლებში - 3:6, 6:4, 6:1. მეოთხედფინალში ყავლაშვილი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ნიგინა აბდურაიმოვას (უზბეკეთი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა მეორე წრეში ანგელინა გაბუევა (რუსეთი) დაამარცხა - 6:4, 6:7, 6:2.

აჭარის დედაქალაქში კარგად თამაშობს სოფიო ქვაცაბაიაც - გუშინ მან მერვე ნომრად განთესილ ელიზავეტა იანჩუკს (უკრაინა) აჯობა - 6:4, 3:6, 6:4. მეოთხეფინალში მისი მეტოქე იქნება ალიონა ტარასოვა (რუსეთი). მეორე წრეში ამ უკანასკნელმა ასპარეზობის მესამე ნომერი საბინა შარიპოვა დაჯაბნა - 6:2, 6:3.

სამწუხაროდ, მეგობრებს მხარი ვერ აუბა ეკატერინე გორგოძემ - მეორე ნომრად განთესილ კაგლა ბუიკაკჩაისთან დამარცხდა - 2:6, 3:6.

წყვილთა პექრობებს მხოლოდ თინათინ ყავლაშვილი შემორჩა - სომეხ ანი ამირაგიანთან ერთად მან მესამე ნომრად განთესილი ალონა ფომინას და ოლგა იანჩუკის (ორივე-უკრაინა) ტანდემი ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 2:6, 10:3.

ნახევარფინალში ქართულ-სომხურ დუეტს რუსები - ნათელა ძალამიძე და ალიონა ტარასოვა დაუპირისპირდებიან. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ნიგინა აბდურაიმოვას (უზბეკეთი) და ქსენია ულუკანს (ყირგიზეთი) სძლიეს - 7:6, 6:4.

ანა შანიძემ და ანა ახალკაცმა აილა აშუსა და მელის სეზერთან წააგეს - 0:6, 0:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
მოლდოვა 0:1 საქართველო
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
"რეალი" კურტუას გაშვებას არ აპირებს
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ქართველი ჩოგბურთელები: დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისში რევანშის აღებას შეეცდება
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის სტარტზე ფაკუნდო ბაგნისს შეხვდება
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
ᓔᓙᓐᕢᓔᕠᓘᓜᓔ ᓒᓝᓠᓒᕝᕫᓔᓛ ᓤᕠᕐᓜᓒᓣᓚ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓨᕘ ᓖᓔᓓᓘᕖᓔᓓ ᓡᓐᓛ ᓛᓔᓢᓝᓥᓔᓡ ᓡᓫᓚᓘᓐ
სოფიო შაფათავა ანტალიის ტურნირის წყვილთა ნახევარფინალშია
TimeLine: საფინა, ყავლაშვილი, ნადალი, მარეი... მედლები თუ გვინდა...
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
დღეს მზიურის საჩოგბურთო კორტებზე "თბილისის თასის" ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყება
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ეკატერინე გორგოძეს წინა შედეგამდე ერთი მოგება დააკლდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირი წყვილებში მოიგო
სოფიო შაფათავამ ბულგარეთის ტურნირში პირველი ბარიერი გადალახა
ქართველი ჩოგბურთელები: ეკატერინე გორგოძე იტალიური ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
ანტალიის ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ
ქართველი ჩოგბურთელები: ჩახნაშვილი დაბრუნდა, შაფათავა და გორგოძე დღეს იწყებენ
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: სამაია უცხოეთის კორტებზე
ბათუმის ტურნირში ქართველები საკვალიფიკაციოს ვერ გასცდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
სოფიო შაფათავამ ბარსელონას ტურნირი მოგებით დაიწყო