ევრობასკეტის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების გასვლის შანსი რეალურია, თუმცა ეს მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული
დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ევრობასკეტის ჯგუფიდან 1/8-ფინალში გასვლის ბედი წყდება.

იგორ კოკოშკოვის გუნდი C ჯგუფის ბოლო შეხვედრას მასპინძელ ხორვატიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

ევრობასკეტის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების გასვლის შანსი რეალურია, თუმცა ეს მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული.

განმარტება: საქართველოს ნაკრების ევრობასკეტის პლეი ოფში გასვლის შანსი

ევრობასკეტი. C ჯგუფი

1. საბერძნეთი 4 4/0 319/275 8

2. ხორვატია 4 3/1 301/272 7

3. სლოვენია 4 2/2 305/305 6

4. საქართველო 4 1/3 298/306 5

5. ჰოლანდია 4 1/3 290/309 5

6. მაკედონია 4 1/3 273/319 5

მასპინძელო, მხიარულო...

ხორვატიის ნაკრებში ევრობასკეტის წინ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა - ჟასმინ რეპეშას ნაცვლად ველიმირ პერასოვიჩი დაინიშნა. მას საშუალო ასაკის გუნდი ჰყავს, თუმცა ვარსკვლავების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის: ანტე ტომიჩი "ბარსელონაში" თამაშობს, დარიო სარიჩი - "ეფესში", დამიან რუდესი - "ინდიანაში", ბოიან ბოგდანოვიჩი - "ბრუკლინში"...

ასეთი შემადგენლობის გუნდს საფუძვლიანი პრეტენზია უნდა ჰქონდეს ევრობასკეტის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვედრისა.

სხვათა შორის, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატები სწორედ მეოთხე პოზიციაზე გავიდნენ. მათ დიდად დაეხმარება თეთრ-წითელი სავსე ტრიბუნები, რადგან ჯგუფის მატჩები სწორედ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმართება.

ხორვატია საქართველოს ნაკრებთან მატჩში ფავორიტად კი ჩაითვლება, თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასპინძლებთან უშანსოდ არ ვიქნებით. სწორედ ამჟამინდელი შემადგენლობა ჰყავდა მწვრთნელ ჟასმინ რეპეშას, ევრო-2013-ზე საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩი რომ შემოატრიალა - 77:76...

2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან თითქმის მოგებული მატჩი წავაგეთ. გიორგი ცინცაძემ მეოთხე, გადამწყვეტ პერიოდში 12 ქულა ჩააგდო და ერთი ისეთი პასი მიითვალა, თამაშის მოგება რომ შეეძლო: ვიქტორ სანიკიძემ საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე სამქულიანით ქართველები 76:75 დააწინაურა. თუმცა საპასუხო შეტევაში ანტე ტომიჩმა მარცხენა ხელით ჩაგდებული ორქულიანით ისევ უკან მოგვიტოვა (76:77).

დარჩენილ 8 წამში ცინცაძე მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა, თუმცა მისმა ნატყორცნმა მიზანს ვერ მიაღწია...

მწვრთნელთან ერთად შეიცვალა ლეგიონერიც. 2013 წელს საქართველოს ნაკრებს ხორვატიის მაისურით ამერიკელი დონტა დრეპერი დაუპირისპირდა, 2014-ში კი ბალკანელებმა მის ნაცვლად ნატურალიზებულისთვის განკუთვნილი ერთი ადგილი ოლივიე ლაფაიეტს დაუთმეს.

ხორვატების შემადგენლობაშია მარიო ჰეზონიაც, რომლის გვარიც ბოლო დროს ხშირად ხვდება ჟურნალ-გაზეთების ყდებზე. ეს არც არის გასაკვირი - 20 წლის უკანახაზელი 2015 წლის NBA-ს დრაფტზე მე-5 ნომრად "ორლანდო მეჯიქმა" აირჩია. მანამდე იგი "ბარსელონას" ღირსებას იცავდა.

მოლოდინი

დავით უსტიაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი):

"მასპინძლებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ. ხორვატია ყველა რგოლში თანაბრადაა დაბალანსებული და არც ვარსკვლავები აკლია. მაგალითად, ბოგდანოვიჩი NBA-ში კარგად გამოიყურება.

საქართველოს ნაკრებმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატებთან ბოლო წამებზე წააგო. სირენამდე 21 წამით ადრე წინ ვიყავით, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია ვერ გვეხმარებოდნენ.

ვფიქრობ, ჩვენს გუნდს აქვს საკმარისი რესურსი ხორვატიასთან სტუმრად თანაბრად სათამაშოდ. ხორვატებს გულშემატკივარიც დიდად დაეხმარება. თუმცა საქართველოს ნაკრებს მოწინააღმდეგის ქომაგით გავსებულ დარბაზში თამაშის მოგება რომ შეუძლია, ლატვიასა და ბოსნიაში უკვე დაამტკიცა.

ჩვენს გუნდს საკმარისი გამოცდილება აქვს საიმისოდ, რომ ძლიერ მეტოქეს თუ მის გულშემატკივარს არ შეუშინდეს".

ხორვატია 2015

მოთამაშე სმ ამპლუა დაბ. გუნდი

ბოიან ბოგდანოვიჩი 203 ფორვარდი 1989 ბრუკლინი (NBA)

მარიო ჰეზონია 202 ფორვარდი 1995 ბარსელონა (ესპანეთი)

დარიო სარიჩი 204 ფორვარდი 1994 ეფესი (თურქეთი)

ანტე ტომიჩი 217 ცენტრი 1987 ბარსელონა (ესპანეთი)

ტომისლავ ზუბჩიჩი 208 ცენტრი 1990 ცედევიტა (ხორვატია)

ლუკა ზორიჩი 211 ცენტრი 1984 ფენერბაჰჩე (თურქეთი)

დამიან რუდეზი 203 ფორვარდი 1986 ინდიანა (NBA)

კრუნისლავ სიმონი 197 ფორვარდი 1985 ლოკომოტივი (რუსეთი)

როკო უკიჩი 196 უკანახაზელი 1984 ცედევიტა (ხორვატია)

ოლივიე ლაფაიეტი 188 უკანახაზელი 1984 ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

როკ სტიპჩევიჩი 185 უკანახაზელი 1986 რომა (იტალია)

მარკო რამლიაკი 201 ფორვარდი 1993 ზადარი (ხორვატია)

მირო ბილანი 213 ცენტრი 1989 ცედევიტა (ხორვატია)

მარკო ტომასი 201 უკანახაზელი 1985 ტედ კოლეჯი (თურქეთი)

ჟელკო საკიჩი 204 ფორვარდი 1988 აკადემიკი (ბულგარეთი)

ურთიერთშეხვედრები

ევრობასკეტი-2013. ფინალური ეტაპი

05.09.2013

ხორვატია-საქართველო 77:76

17:15, 18:19, 15:18, 27:24

საქართველო: ცინცაძე (36წთ, 25ქ, 3მ, 5პ), შერმადინი (34წთ, 10ქ, 9მ), მარკოიშვილი (34წთ, 4ქ), ფაცაცია (9წთ), სანიკიძე (33წთ, 15ქ, 7მ), ბურჯანაძე (9წთ, 2ქ), ჰიკმანი (27წთ, 20ქ, 3მ), ლეჟავა (10წთ), ცქიტიშვილი (3წთ).

მომზადებულია "ლელო week"-ის მიხედვით

gio343
ლაფაიეტი არ არის ისევ დრეიპერია, სტატიას რო წერთ ელემენტარული ცოდნა თუ არ გაქვთ, გადაამოქმეთ მაინც
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
უკვე მამუკელაშვილთან ერთად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს