ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე თსუ-მ ყველაზე უკეთესი კალათბურთი უჩვენა და საპატიო თასიც სხვებზე მეტად დაიმსახურა
ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი თსუ-მ მოიგო. ამით ყველაფერი ნათქვამია: შეჯიბრებას ყველაზე კარგად მომზადებული თსუ შეხვდა, ყველაზე უკეთესი კალათბურთი უჩვენა და საპატიო თასიც სხვებზე მეტად დაიმსახურა.

ქორქია-საკანდელიძის მემორიალი მეხუთედ გაიმართა, წინა ოთხ შეჯიბრებაში გამარჯვება რუსთავის "ენერჯის" დარჩა. თსუ-ს ყულაბაში გუშინ მოპოვებული თასი რიგით მეორე ჯილდოა - მანამდე, 2006 წელს, საქართველოს თასი აქვს მოგებული.

მემორიალის ფინალისტ "სოხუმს" კი კარგი შანსი ჰქონდა თასების შეგროვება გუშინდელი დღიდან დაეწყო, მაგრამ... ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში "სოხუმსა" და თსუ-ს სხვადასხვა ძალის გუნდები შეხვდათ: სტუდენტებმა მთავარ ფავორიტ შსს-ს სძლიეს, ხოლო "სოხუმმა" დეკემბრის შემდეგ შესუსტებულ "ენერჯის" აჯობა. შესაბამისად, ფინალის წინ მეტი ენერგია ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებს უნდა შერჩენოდათ. თუმცა, როგორც მატჩის ბოლოს გამოჩნდა, ფინალამდე ერთდღიანი დასვენება თსუ-სთვის ენერგიის აღსადგენად საკმარისი აღმოჩნდა. ამიტომაც ვიხილეთ დაძაბული და საინტერესო მატჩი.

სტუდენტების სტრატეგია თავიდანვე გამოიკვეთა: ბურთი სწრაფად გადაჰქონდათ მეტოქის მოედანზე და შეტევის პირველივე ფაზაში დაგვირგვინებას ცდილობდნენ. საბოლოოდ თსუ-მ პირველი შეტევით 25 ქულა მოიპოვა (3-ით მეტი მეტოქეზე). "სოხუმს" პირველი ტაიმის ერთ მონაკვეთში დაცვაში მწყობრად დადგომა გაუჭირდა და თსუ-მ მიხეილ ბერიშვილის (პირველ ტაიმში 19 ქულა ჩააგდო) შეწევნით 12-ქულიანი ფორა მოიპოვა.

სოხუმელებმა მალევე გამოასწორეს დაცვაში თამაში და შეტევაც დალაგდა: იუჯინ ჰარისი და ლაშა ფარღალავა სწრაფი დრიბლინგების შედეგად აგროვებდნენ ქულებს, ხოლო რიჩარდ დამუსი მოხსნილ ბურთებს კალათში აბრუნებდა. შესაბამისად, დიდ შესვენებამდე "სოხუმმა" ანგარიში სამ ქულამდე შეამცირა - 45:48.

შესვენებიდან დაბრუნებულმა თსუ-მ მოწინააღმდეგეს კვლავ მაღალი ტემპი შესთავაზა, გამთამაშებელ გიორგი გაფრინდაშვილს კარგად აუბა მხარი ფორვარდმა ილია ლონდარიძემ და 9:0 სპურტის შემდეგ თსუ-მ კვლავ 12-ქულიანი ფორა აღადგინა - 57:45. აქვე გეტყვით, რომ მატჩის ბოლომდე სტუდენტებს ინიციატივა არ დაუთმიათ, არადა მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილის ადგილას, ზოგი შეიძლება ჩიხში აღმოჩენილიყო. საქმე ისაა, რომ თსუ-ს ტრავმის გამო აკლდა ორი სასტარტო კალათბურთელი, გიორგი მარხვაშვილი და მიხეილ ფანჩულიძე. ბოლო პერიოდში ხუთ-ხუთი ჯარიმის გამო მოედანი დატოვეს მიხეილ ჩიტაშვილმა, გიორგი გაფრინდაშვილმა, მიხეილ ბერიშვილმა და რიჩარდ მათიაშვილმა. ვინ დარჩა? - იკითხავთ. არ დაგზარდებით და მათ გვარებსაც ჩამოგითვლით, ვინც მატჩი ჩაამთავრა, თანაც ისე, გუნდის არ დატყობია, რომ მოედანზე სასტარტოები არ იყვნენ - ვახტანგ ჩქარეული, დავით ხიზანიშვილი, შალვა კოხრეიძე, ილია ლონდარიძე, ზურაბ კორკოტაძე.

საფინალო სირენამდე 3:27 წუთით ადრე ჰარისმა "სოხუმს" გამარჯვების იმედი დაუბრუნა - სამქულიანით სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა, მაგრამ, როგორც გითხარით, თსუ-ელებმა მოპოვებული უპირატესობა ბრძოლით შეინარჩუნეს.

'' 7 კალათბურთელით ვთამაშობდით და ჯარიმების გამო ოთხი გაგვიგდეს, კარგად გაისარჯნენ სათადარიგოები. წარმატების მთავარი გარანტი ფიზიკური მომზადება იყო. ამ ტურნირისთვის იანვრის დასაწყისიდან აქტიურად ვემზადებოდით, ვიცოდით, "არმია" არ მონაწილეობდა, რაც ჩვენს შანსებს ზრდიდა. მართალია, მძიმე ჯგუფში მოვხვდით, პარასკევს შსს-ს წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ კარგმა ფიზიკურმა მომზადებამ თავისი გაიტანა, მთელი თამაში პრესინგი ვითამაშეთ და თასი დამსახურებულად მოვიპოვეთ'', - ასეთი იყო თსუ-ს მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი.

მისმა გუნდმა ფინალი დამსახურებულად რომ მოიგო, ამაზე ციფრებიც მეტყველებენ. თსუ-მ "სოხუმს" მოხსნებში 62:43 აჯობა (რადგან დანაკლისზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კარლ დამუსი და პეტრას ბალოჩკა. პირველს ხელის ტრავმა აქვს, ხოლო ბალოჩკამ ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ საფრანგეთს მიაშურა). თსუ-მ 66-დან 33 ორქულიანი ჩააგდო, "სოხუმმა" 53-დან 24; თსუ-მ 12-დან 6 სამიანი გამოიყენა, "სოხუმმა" 30-დან 7 სამიანი; თსუ-ელებმა 25 პასი შეასრულეს, სოხუმელებმა - 16. საინტერესო ციფრები წერია შეცდომების გრაფაში: თსუ-მ ბურთი 24-ჯერ დაკარგა, "სოხუმმა" - 18-ჯერ, თუმცა მეტოქების შეცდომების შედეგად "სოხუმმა" 14 ქულა ჩააგდო, ხოლო თსუ-მ - 16.

რადგან სტუდენტთა კაპიტანი, მიხეილ ფანჩულიძე ტრავმირებულია, ქორქია-საკანდელიძის თასი ვიცე-კაპიტანმა გიორგი გაფრინდაშვილმა აღმართა. გიორგისვე ხვდა ტურნირის საუკეთესო უკანახაზელისთვის განკუთვნილი ჯილდო. #1 ფორვარდად კი ილია ლონდარიძე დასახელდა, რომელსაც თასთან ერთად რადიო "ჯაკოსგან" მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ოჯახის წევრების ხელმოწერებით დამშვენებული ბურთი გადაეცა.

რუსთავის დარბაზი 26 იანვრამდე დაგვემშვიდობა. ამ დღეს საქართველოს თასის გათამაშება დაიწყება.

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. ფინალი.

რუსთავი, 23 იანვარი

თსუ-სოხუმი 102:86

24:19, 24:26, 33:23, 21:18

თსუ: ხიზანიშვილი (2ქ), გაფრინდაშვილი (11ქ, 6პ), კოხრეიძე (7ქ, 11მ, 7პ), ლონდარიძე (25ქ, 15ქ, 3პ), კორკოტაძე (10ქ, 4პ), ჩიტაშვილი (2ქ), მათიაშვილი (19ქ, 11მ, 3პ, 4დ), მ. ბერიშვილი (25ქ, 9მ), ჩქარეული (1ქ)

სოხუმი: ფარღალავა (25ქ, 6პ, 4ჩ), ჰარისი (23ქ, 5პ), კვეტენაძე (3ქ, 7მ), შანიძე (11ქ, 5ჩ), სორდია (2ქ), კანკია (3ქ), რ. დამუსი (16ქ, 14მ, 3დ), ანთაძე (3ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი

კომისარი: რ. ხომერიკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...