რეკორდსმენისგან აღმაფრენას ელიან
როდესაც"მანჩესტერი"-"ლივერპულია" ყველა სხვა მატჩი ჩრდილში ექცევა ხოლმე. მერე რა, რომ ლიდერი ამჟამად არცერთი არ არის.

ყველაზე ტიტულოვანთა ჯახი

საერთო ამ ისტორიულად დაპირისპირებულ და ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდებს შორის ისიცაა, რომ სანაკრებო პაუზაზე ორივე გუნდი ცუდ ხასიათზე, მარცხით გავიდა, არადა იქამდე ორივეს 3 მატჩიდან 7 ქულა ჰქონდა და აგრეთვე ერთნაირად მოპოვებული - ორი 1:0-ითა და ერთი უგოლო ფრის წყალობით.

აი, მე-4 ტურში კი მათ გაუშვეს კიდეც და წააგეს, რაც განსაკუთრებულად მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ისინი კარგი შედეგის მიუხედავად, არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.

ახლა კი ერთმანეთში ექნებათ ძალიან პრინციპული დუელი, რომლის საბოლოო შედეგიც გადამწყვეტი არ იქნება, მაგრამ გარდამტეხი როლი შესაძლოა, ნამდვილად ითამაშოს, რადგან ამ წყვილში, თან ასეთ დროს, დამარცხებული დიდ ფსიქოლოგიურ დარტყმას მიიღებს, გამარჯვებული კი პირიქით.

იფრენს რეკორდსმენი?

რადგან ფსიქოლოგიურ მხარეზე ჩამოვაგდეთ საუბარი, ბარემ აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ ამჟამად მენტალური მზაობა პირადად უეინ რუნის საუკეთესო ექნება, რისი მიზეზიც ისაა, რომ მან სან მარინოსაც გაუტანა, შვეიცარიასაც და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გადაასწრო რა სერ ბობი ჩარლტონს.

აი, პრემიერლიგაში კი "შრეკს" ჯერ არ გაუტანია და ასეთ კარგ ტალღაზე მყოფი შეეცდება მასზევე დარჩეს და ნავსი საძულველ "ლივერპულთან" გატეხოს, მას ხომ ორმაგი მიზეზი აქვს იმისა, რომ "ენფილდის" ბინადრები არ უყვარდეს - ექსევერტონელია და "მანჩესტერის" ამჟამინდელი კაპიტანი გახლავთ. "იუნაიტედის" რიგებში წესით, ანტონი მარსიალის დებიუტი უნდა შედგეს და ესეც ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ყველა ელოდება იმის ხილვას, რაც მანჩესტერელებს ასე ძვირი დაუჯდათ, რამდენად გამართლებული გახლდათ ამხელა თანხის გადახდა და გაამართლებს თუ არა ეს ძვირი სიამოვნება მოლოდინს.

როჯერსის საფიქრალი

ბრენდან როჯერსს კი თავისი საფიქრალი და გეგმები აქვს, მისი "ლივერპული" წინა სეზონებში ძალიან მძიმედ იწყებდა და პირველ წრეში იმდენ ქულას კარგავდა, რომ მეორეში საგრძნობი გააქტიურება საკმარისი აღარ გახლდათ ხოლმე. ამჟამად ჩრდილოირლანდიელი განსაკუთრებულად ფრთხილობს და თითოეულ ქულას დასტრიალებს თავს. მის გუნდშიც რომ ბევრი ცვლილებაა ახლაწვეულების კუთხით, ალბათ კარგად იცით და საინტერესოა, როგორ წარმოაჩენენ ისინი თავს "მანჩესტერის" წინააღმდეგ.

მოკლედ, ამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისა და გულის სიღრმეში, ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებს ქულები ძალიან სჭირდებათ და მატჩიც საინტერესო უნდა გამოვიდეს. წაგებას ძალიან დიდი ვარდნა შეიძლება მოჰყვეს, დამარცხებულზე ეს ცუდად აისხება, ჩამორჩენაც გაიზრდება და ფანებიც უაღრესად მტკივნეულად მიიღებენ, ამიტომაც, სავარაუდოდ, ორივე საკმაო სიფრთხილეს გამოიჩენს მაგრამ იმედია ეს შეხვედრის სანახაობრივ მხარეზე არ აისახება.

აუცილებლად მოსაგები

მოქმედი ჩემპიონი "ჩელსი" "გუდისონ პარკზე" "ევერტონს" სტუმრობს. გუნდებს განსხვავებული სტარტი აქვთ, მერსისაიდელები ცოტა უკეთაც კი გამოიყურებიან, ვიდრე ჟოზე მოურინიოს მრისხანე გუნდი. "ლურჯები" ედენ აზარის ფანტაზიის გარდა, ახლა უკვე პედროს იმედადაც არიან, ესპანელმა პრემიერლიგას ალღო მალე აუღო. ასე რომ, "ჩელსიმ" უცილობლად უნდა მოიგოს, თორემ ჩამორჩენა უკვე ისეთია, რომ მერე გვიანი იქნება. "ჩელსის" ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ბელგიელმა გოლკიპერმა ტიბო კურტუამ.

"ევერტონი" კი იმით არის შეგულიანებული, რომ ჯონ სტოუნსი შეინარჩუნა და ის სწორედ "ჩელსის"არ დაუთმო. არსად წასულან არც როს ბარკლი და რომელუ ლუკაკუ. ასე რომ, თუ რობერტო მარტინესი ახალი ფეხბურთლებითა და ხმაურიანი ტრანსფერებით არ გაუნებივრებიათ, იმით მაინც გაახარეს, რომ წამყვანი მოთამაშეები არ გაუყიდეს.

ვინ გააჩერებს კუნს

ერთპიროვნულად, შთამბეჭდავად და დამაჯერებლად გალიდერებული "სიტი" ალან პარდიუს მაღლა მფრინავ "არწივებს" ესტუმრება. "კრისტალ პალასმა" მართლაც კარგი თამაში შემოგვთავაზა და რამდენიმე ახალწვეულითაც გვარიანად მოძლიერებულია, მაგრამ იქნება ეს ყველაფერი საკმარისი ასეთ ფორმაში მყოფი "ქალქელების" შესაჩერებლად?

თანაც, რაჰიმ სტერლინგი ნელ-ნელა, თამაშს იწყებს, სერხიო აგუერომ კი ორ სანაკრებო შეხვდრაში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. რაც მთავარია, ყველანი კევინ დე ბრუინს ველოდებით, ბელგიელმა "სიტის" შემტევი პოტენციალი ერთიორად უნდა გაზარდოს. მოკლედ, მანუელ პელეგრინის ბიჭებმა ასე ნაადრევად მოიპოვეს მთავარი ფავორიტის სტატუსი და ვნახოთ, რამდენად გაამართლებენ მას "სელჰარსტ პარკზე".

"მეთოფეებისგან" მოგებას ელიან

აი, ვინც ვერანაირი სტატუსი ვერ მოიპოვა და სტარტზე იმაზე გაცილებით ცუდად გამოიყურება, ვიდრე ველოდით "სტოკია". მარკ ჰიუზს ამ ტურშიც გაუჭირდება რაიმე განსაკუთრებულის შემოთავაზება, რადგან მისი ბიჭები "მეთოფეებს" სტუმრობენ. არსენ ვენგერის "არსენალის" არსენალი მხოლოდ 7 ქულის მოპოვებისთვის გამოდგა საკმარისი.

ეპიზოდურად ლონდონელები ძალიან კარგ თამაშს აჩვენებენ, მაგრამ სტაბილურობა ისევ პრობლემად რჩება. ასეა თუ ისე, მაღალ მიზნებზე თუ ვსაუბრობთ, ეს შეხვედრა ფრანგი სპეციალისტისთვის აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიაში შედის.

სხვა მატჩები

ცუდად დაიწყო "სანდერენდმაც" და საკუთარ "ლაითზე" "ტოტენჰემთან" შეეცდება მდგომარეობის გამოსწორებას, რაშიც "შავ კატებს" მთავარი "შავი კატა" ექსტოტენჰემელი ჯერმინ დეფო უნდა დაეხმაროს. თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ მათ განკარგულებაში უკვე დაბრუნებული ფაბიო ბორინია, ასევე ოლა ტოივონენი და ჟერმინ ლენსიც მშვენივრად გამოიყურება. "დეზებზე" რაღა ვთქვათ? ჯერჯერობით ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ მაურისიო პოჩეტინოს გუნდია.

"ტოტენჰემის" თამაში შეიძლება კატასტროფული არ არის, მაგრამ ფაქტია, შედეგი არ ჩანს. ამის ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი ის გახლავთ, რომ საწყის ტურებში ჰარი კეინი ვერ ბრწყინავდა, მაგრამახლა მან ორი სანაკრებო გოლის გატანა შეძლო და წესით, ძალიან კარგ ხასიათზე და დიდი შემართებით უნდა გავიდეს მინდორზე.

საინტერესოა, შეძლებს თუ ვერა ბირმინგემის "ასტონ ვილა", რომელსაც ქულები ნამდვილად სჭირდება ჯერაც დაუმარცხებელი "ლესტერის" შეჩერებას. სულ ცუდ სტარტზე ვსაუბრობდით და მოულოდნელად, ყველაზე კარგი სტარტის შემოქმედი სწორედ კლაუდიო რანიერია, თავისის "მელიებითურთ".

ორი-სამი სიტყვით ტურის დამაგვირგვინებელი, ორშაბათის მატჩიც ვახსენოთ და მარტო წყვილის დასახელებაც კმარა იმის წარმოსადგენად, თუ როგორი გემრიელი და პრემიერლიგურად ჯაჯგურ-ჯაგაჯუგური მატჩი გველოდება - "ვესტ ჰემი"-"ნიუკასლი".

პრემიერლიგა. V ტური

შაბათი. 12 სექტემბერი

ევერტონი-ჩელსი 15:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გოლოუეი, პიენაარი, ბეინსი - ოსკარი

ურთიერთშეხვედრები

სულ 152 თამაში: +49 =47 -56 (227-236)

ნორვიჩი-ბორნმუთი 18:00

დისკვალიფიკაცია: ვიტეკერი -

ტრავმა: ლაფერტი - გრადელი, მინგსი

ურთიერთშეხვედრები

სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)

კრ. პალასი-სიტი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: იედინაკი, შამახი, კემპბელი, აპია - ბონი, ფერნანდო, საბალეტა

ურთიერთშეხვედრები

სულ 52 თამაში: +15 =13 -24 (59-82)

ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბრანტი, ფოსტერი - ვანიამა, კლასი, რამირესი, გარდოში, ფორსტერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 40 თამაში: +14 =13 -13 (44-44)

არსენალი-სტოკი 18:00

დისკვალიფიკაცია: - ადამი, აფელაი

ტრავმა: როსიცკი, უილშირი, უელბეკი - ოდემვინგი, შოუკროსი

ურთიერთშეხვედრები

სულ 88 თამაში: +44 =20 -24 (137-82)

უოტფორდი-სუონსი 18:00

დისკვალიფიკაცია: ბრიტოსი -

ტრავმა: დოილი, ეკსტრანდი -

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +2 =0 -0 (5-2)

მანჩესტერი-ლივერპული 20:30

დისკვალიფიკაცია: - კოუტინიო

ტრავმა: ჯონსი - ალენი, ლალანა, სტარიჯი, ფლენეგანი

ურთიერთშეხვედრები

სულ 160 თამაში: +63 =44 -53 (220-201)

კვირა. 13 სექტემბერი

სანდერლენდი-ტოტენჰემი 16:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მეტიუზი, ჯონსონი - თაუნსენდი

ურთიერთშეხვედრები

სულ 102 თამაში: +34 =28 -40 (134-140)

ლესტერი-ასტონ ვილა 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჯეიმსი - ადამა ტრაორე, ხოსე კრესპო

ურთიერთშეხვედრები

სულ 78 თამაში: +32 =21 -25 (154-138)

ორშაბათი. 14 სექტემბერი

ვესტ ჰემი-ნიუკასლი 23:00

დისკვალიფიკაცია: ადრიანი - მიტროვიჩი

ტრავმა: მოზესი, კეროლი, ვალენსია - რივიერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 96 თამაში: +32 =25 -39 (134-150)

ბომბარდირი: 4 - ბაფეტიმბი გომისი (სუონსი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს - "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?