საფრანგეთის ამ მყუდრო ქალაქში იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო 15 გუნდთან ერთად პლეი ოფის სათამაშოდ ჩავიდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ლილშია. საფრანგეთის ამ მყუდრო ქალაქში იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო 15 გუნდთან ერთად პლეი ოფის სათამაშოდ ჩავიდა.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ზაგრებში ევრობასკეტის C ჯგუფიდან მოახერხა გასვლა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლო წამს, საბერძნეთის მიერ ჰოლანდიელების ძლევით მოახერხა, ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ძლიერ და პატივსაცემ გუნდად გამოჩნდა.

C ჯგუფიდან მეოთხე, გამსვლელი გუნდი ბოლო მატჩის დასკვნით წამებზე გამოვლინდა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში მასპინძელი ხორვატია 13 ქულით დაამარცხა და ჯგუფი 2 მოგებით დახურა. ამის მიუხედავად, ბოლო მატჩში ჰოლანდიას პირველობაგანაღდებული საბერძნეთი რომ დაემარცხებინა, კოკოშკოვის გუნდი პლეი ოფს მიღმა რჩებოდა.

ხორვატების ძლევის შემდეგ ქართველები სასტუმროში დაბრუნდნენ და ბარგი ჩაალაგეს, ჰოლანდიელები კი, რომლებსაც პლეი ოფში გასვლის შანსი შერჩენოდათ, ბარგიანად წავიდნენ საბერძნეთთან სათამაშოდ.

საქმე ის გახლდათ, რომ ბოლო მატჩის დასრულებიდან საათნახევარში ზაგრებიდან ჩარტერული რეისი მიფრინავდა ლილში, რომელსაც C ჯგუფიდან პლეი ოფში გასული გუნდები უნდა წაეყვანა.

ქართველები ბარგზე ისხდნენ და სასტუმროში ზოგი კომპიუტერთან, ზოგიც ტელეფონთან ელოდებოდა საბერძნეთის მოგებას. ლოდინი და შესაბამისად, ნერვიულობა მატჩის ბოლო წუთებამდე გაიწელა.

საბერძნეთი, რომელიც მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 11 ქულით უგებდა ჰოლანდიას, მოდუნდა და საქართველოს ნაკრების წევრები ძალიან ანერვიულა. კალატესის გაფუჭებული საქმე ბოლოსწინა წუთზე ბურუსისმა სამქულიანით გამოასწორა და ბერძნებმა კერკეტი ჰოლანდია 68:63 დაამარცხეს.

ქართველი კალათბურთელები ერთმანეთს მისალოცად გადაეხვივნენ და ნომრებიდან ბარგით ჰოლში დაეშვნენ, გარეთ კი ტურნირის მანძილზე საქართველოს მომსახურე ავტობუსი იცდიდა. რამდენიმე წუთში ქართველები ავტობუსში ისხდნენ და ზარ-ზეიმით ზაგრების აეროპორტისკენ მიდიოდნენ.

ჩარტერული რეისისკენ თავიანთი ავტობუსებით მიემართებოდნენ ხორვატები და სლოვენიელებიც.

რაც შეეხებათ ბერძნებს, მათ ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ თვითმფრინავზე უარი თქვეს და ლილში საკუთარი, ჩარტერული რეისით 11 სექტემბერს, დილის საათებში ჩამოფრინდებიან.

სამიუ ნაკრების დელეგაციის წევრებით, ფიბა-ევროპის სტაფის წარმომადგენლებითა და მსაჯებით სავსე თვითმფრინავი ლილის აეროპორტში ღამის 2 საათზე დაეშვა. გუნდებს ბარგისთვის არ დაუცდიათ და პირდაპირ სასტუმროში გაემგზავრნენ. ღამის მგზავრობით ისედაც ძილგატეხილი კალათბურთელები ორგანიზატორებმა აეროპორტში არ ალოდინეს და ბარგს დილას სასტუმროს მისაღებში დაახვედრებენ.

საქართველოს ნაკრები 11 სექტემბერს, საღამოს ივარჯიშებს. მზადებას დაეთმობა შაბათიც. კვირას ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე, კოკოშკოვის გუნდი მერვედფინალურ მატჩში ლიტვას დაუპირისპირდება.

წყარო: gbf.ge

გაგვახარეთ რა
ხორვატიათან და მაკედონიასთან როგორც ითამაშეს,ასეთი თამაშით ლიტვასაც შეიძლება მოუგოთ.მთავარია ცინცაძემ და მარკოიშვილმა მოუმატონ.აუცილებლად თავისუფლად,უშიშარი თამაში.
giorgi
რომელ საღამოს ?
giorgi
რომელ საღამოს ?
ჯეკო
ბერძნებს როგორ ეკადრებათ შემოთავაზებული თვითმფრინავით მოგზაორობა, აუცილებლად ჩარტერული რეისით უნნდა ისარგებლონ, ვითომ ჩვნ გქონდეს 350 მილიარდი დოლარი ვალი,
ემზარი
ჰოლანდიასთან ძალიან სამწუხარო მარცხის შემდეგ ვიფიქრე არ ვუყურებ აწი საქართველოს თამაშს მეთქი მაგრამ ბოლო ორ თამაშში კარგმა თამაშმა მომობრუნა გული და მომცა იმედი რომ ნაკრები შემდეგშიც ღისეულად ითამაშებს საქმე არც დამარცხებაშია თუმცა გააჩნია როგორ დამარცხდები მთავარია ბრძოლა ნაკლები შეცდომები ზუსტი სროლები ხოლო თუ მოწინააღმდეგემ უფრო ზუსტად ისროლა და ითამაშა ესე იგი უფრო ძლიერია და რა მოხდა ძლიერმა გაიმარჯვა ხოლო შენი ელემენტარული შეცდომებით და უბრძოლველად რომ წააგებ სადაც შეიძლება მოგება ეს არის საწყენი იმედია ჩვენები არ შეირცხვენენ თავს ითამაშებენ ღირსეულად აბა წარმატება ლიტვასთან უსერიოზულეს გუნდთან მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ ჩვენ გამარჯვება გვინდა ღმერთი შეეწიოს ჩვენ ბიჭებს გამარჯვება ბიჭებო
levani56
ეს მაიმუნი ბერზნები
beqa
წარმატებები ლომებო
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება