საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ევროპული კლუბების სელექციონერებმა მოინიშნეს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ახლახან დაბრუნდა პოლონეთიდან, სადაც გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საერთაშორისო ტურნირში მეოთხე ადგილი დაიკავა.

საინტერესოა, რომ ჩვენების მონაწილეობით გამართული ყველა თამაშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა...

ჩვენი გუნდის თამაშზე ინტერვიუ ვთხოვეთ ნაკრების თავკაცს.

- უპირველეს ყოვლისა, შეაფასეთ პოლონეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი...

- როგორც იცით, ამ შეჯიბრებაში 8 გუნდი მონაწილეობდა. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი დონე იყო - იმდენად მაღალი, სასიამოვნოდ გაკვირვებულიც კი დავრჩი.

ახლა ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულ თამაშებზეც ვთქვათ. პირველ მატჩში დავუპირისპირდით ბელგიას. როგორც იცით, 11-მეტრიანების სერიაში გავიმარჯვეთ. მერე იყო შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან. იმ მატჩში 1:1-ზე გოლი გავიტანეთ, მაგრამ არ ჩაგვითვალეს, არადა, ჩასათვლელი იყო. სხვათა შორის, ეს დამიდასტურეს ტურნირის ორგანიზატორებმაც... რას ვიზამთ, რაც მოხდა, მოხდა... ამის მერე იყო თამაში შვედეთთან, რომელიც ისევ პენალტების სერიაში დავთმეთ.

- რა დაგანახათ პოლონურმა ტურნირმა?

- ძალიან ბევრი რამ. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გავამახვილებდი საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილებზე.

- და რომელი იყო ეს სუსტი წერტილები?

- მაგალითად, ფლანგები. აქ აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ თამაში.

- მთლიანობაში საქართველოს ნაკრების თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- იყო ასპექტები, რაშიც კმაყოფილი დავრჩი, თუმცა აშკარაა, რომ კიდევ უნდა მოვუმატოთ.

- საქართველოს ნაკრების რომელიმე ფეხბურთელი ხომ არ მოინიშნეს სელექციონერებმა?

- როგორც იცით, ჩვენი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ტურნირის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელეს. არ მიყვარს ასეთი ლაპარაკი, მაგრამ ახლა ვიტყვი - გუგეშაშვილმა ძალიან მაგრად ითამაშა და მისით რამდენიმე ევროპული გუნდი დაინტერესდა კიდეც.

- ხომ არ იცით, რომელი გუნდებია?

- არა, როგორც ვიცი, მენეჯერს აქვს მათი სია.

- მაინც რა დონეზე ვართ, რაში უნდა დავეწიოთ ევროპის საუკეთესო გუნდებს?

- ტექნიკის თვალსაზრისით ჩვენ არავის ჩამოვრჩებით და ამას დარწმუნებით გეუბნებით! რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, ამ მხრივ, ჩვენი მეტოქეები ძალიან ძლიერები არიან. ამ კომპონენტში აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.

- ოქტომბერში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ელის...

- ჩვენი მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი.

- ევროშესარჩევ ციკლამდე კიდევ ითამაშებთ?

- დიდი ალბათობით, ერთ თამაშს ჩავატარებთ ავსტრიაში. გვექნება შეკრებაც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zviad
რა კომენტარებია მე ვერ ვნახე ამ ორი კომენტარის გარდა.ფინალში გასვლისა რა ვთქვა მაგრამ ჩამოთვლილი გუნდებიდან სუსტი არცერთ არაა.ვუსურვებ წარმატებას ბატონ გოჩას.
თეიმურაზი
გგგ ბიჯო გადახედე ყველა კომენტარებს რას წერენ ავსაჯანიშვილზე. შენ ვერ გამოდგები მაგის ადვოკატი
ggg
ტემურაზ ბოგმა ნუგაწუხებს ბიჯო
თეიმურაზი
რას ბაქიბუქობ ...... რომელი ერთი ტურნირი მოიგე ფინალშიც ვერ გახვედი. შენი დრო იწურება და მოასწარი მოქაფვა.
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
U17. თორნიკე კვარაცხელიამ თურქეთს გაუტანა - საქართველოს ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U17 | ანდორა 0:1 საქართველო
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს
17-წლამდელები რუმინეთში მიემგზავრებიან - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
[VIDEO] გუგეშაშვილს თავისი გუნდის ფანებმა უსტვინეს - ლუკამ მათ პასუხი გასცა
საქართველოს ნაკრების მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია