ქართველების ვარჯიშის ბოლო 15 წუთს ქართველი, ლიტველი და სხვა უცხოელი ჟურნალისტები დაესწრნენ
ლიტვასთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინა დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლილის სპორტის სასახლეში ივარჯიშა.

ეს სახელი პირობითად ჰქვია ერუარდ დოინეტის სახელობის დარბაზს, რადგან სასახლის მას არაფერი უგავს. მართალია, ძალიან კოხტა და კომფორტულია, თუმცა რაოდენობით მაქსიმუმ 2000 მაყურებელს თუ გასწვდება.

ხსენებული ედუარდ დოინეტი ქალაქ ლილის მერი იყო 1959-1969 წლებში, ანუ დარბაზი მუნიციპალურია და არა კლუბს, არამედ ადგილობრივ მთავრობას ეკუთვნის. კლუბი ლილი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონშია, რომლის მწვრთნელიც იგორ კოკოშკოვის ნაცნობი გამოდგა და ჩვენების ვარჯიშის დაწყებამდე მათ ერთმანეთი მოიკითხეს.

საქართველოს ნაკრებში ამაღლებული განწყობაა. ყველას გათავისებული აქვს, რომ ისტორიული შედეგის ღვარზე არიან და საბრძოლველად ემზადებიან. გუნდში არაა ტრავმები და არის მეტი მობილიზება და ურთიერთჰარმონია, ვიდრე ევრობასკეტის საწყისი მაჩებისას. კომბინაციებიც უფრო დახვეწილი და შედეგიანია. ერთი სიტყვით, გუნდი მზადაა, ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს ბრძლა გაუმართოს.

ქართველების ვარჯიშის ბოლო 15 წუთს ქართველი, ლიტველი და სხვა უცხოელი ჟურნალისტები დაესწრნენ. ინტერესი დიდი იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში მოთამაშე გუნდი ნეიტრალური ქვეყნის მედიასაშუალებებისთვისაც საინტერესოა.

საქართველომდე ლილის დარბაზში ლიტვის ნაკრებმა ივარჯიშა, რომლის დასრულების შემდეგ ბალტიისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა იონას კაზლაუსკასმა განაცხადა:

"ჩვენ ვეთამაშებით საქართველოს ძლიერ ნაკრებს, რომელსაც ჰყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავები - ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია და სხვები. რთული ბრძოლა გველის და თუ ჩვენს საუკეთესო თამაშს არ ვითამაშებთ, გამარჯვებამდე ვერ მივალთ".

ზაზა ფაჩულია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

- ვეთამაშებით ლიტვას, ძალიან დიდი საკალათბურთო ტრადიციების ქვეყნის გუნდს, მაგრამ ეს სულაც არ გვაბრკოლებს. ეს პლეი ოფია და ყველაფერს 1 მატჩი წყვეტს. ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის და ძლიერ მეტოქეს არაფერს არ დავუთმობთ. თვენ მეკითხებით იონას ვალანჩუნასთან ჩემს დუელზე, მე კი გპასუხობთ, რომ საქართველოს ნაკრებში 12 კალათბურთელია და ჩვენ, როგორც გუნდი, ისე ვაპირებთ თამაშს და მეტოქის ლიდერების განეიტრალებას. საქართველოს ნაკრები ერთ მუშტად შეკრული იქნება და იმედი მაქვს, ერთიანობით საწადელს მივაღწევთ.

წყარო: gbf.ge

ემზარი
ვოუთმენლად მოველი მატჩს იმედია მთელი გუნდი თავს არ დაზოგავს მეოთხედფინალში გასვლა უდიდესი წარმატება იქნება ჩვენი სპორტისთვის საერთოდ მეტოქე ძალიან ძლიერია მაგრამ ჩვენ უნდა დავამტკიცოდ რომ შეგვიძლია ძლიერთან ღირსეული თამაში და გამარჯვება აბა თქვენ იცით ბიჭებო გაიხარეთ და გაგვახარეთ
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ