კრივზე მწერალი ჟურნალისტების ასოციაციის გამოკითხვის შედეგად გასული წლის საუკეთესო მოკრივე არგენტინელი სერხიო მარტინესი გახდა
ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიოამ 2010 წლის საუკეთესო მოკრივის გამოსავლენი არჩევნები წააგო, რომელიც კრივზე მწერალმა ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალისტთა ასოციაციამ ჩაატარა (BWAA). გამოკითხვის შედეგად გასული წლის საუკეთესო მოკრივე არგენტინელი სერხიო მარტინესი გახდა, პაკიაომ კი მეორე ადგილი დაიკავა.

35 წლის მარტინესმა, რომელიც 72.6 კილოგრამ კატეგორიაში გამოდის, 2010 წელს ორი ბრძოლა გამართა. აპრილში მან ამერიკელი კელი პავლიკი დაამარცხა და WBC-ის და WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ნოემბერში მარტინესმა WBC-ის ტიტული დაიცვა (WBO-ს ტიტული ჩამოართვეს), ამერიკელი პოლ უილიამსი მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო. გასულ კვირას მარტინესს WBC-ის რეგულარული ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს, რადგან მან აუცილებელ პრეტენდენტთან სებასტიან ცბიკთან ბრძოლაზე უარი თქვა. ტიტული ცბიკს გადაეცა, მარტინესი კი "საპატიო ჩემპიონად" (Champion emeritus) გამოაცხადეს.

რაც შეეხება პაკიაოს, მან 2010 წლის მარტში განელი ჯოშუა კლოტი დაამარცხა, ნოემბერში კი მექსიკელი ანტონიო მარგარიტო დაჯაბნა. მარგარიტოს დამარცხებით პაკიაომ 69.9 კილოგრამ კატეგორიაში WBC-ის ტიტული მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა მერვე წონით კატეგორიაში.

2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად BWAA-მ ფრედი როუჩი მიიჩნია, რომელიც პაკიაოს წვრთნის. საუკეთესო ბრძოლად ბრიტანელი ამირ ხანის და მარკოს მაიდანის დაპირისპირება დასახელდა, რომელიც ხანიმ ქულებით მოიგო.

მომზადებულია boxingscene.com-ის მიხედვით

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა