მაესტრო "იუვეს" კრიზისზე, იტალიურ ფეხბურთზე, "ინტერზე" და სხვა
ჯერ კიდევ უმუშევარი ფაბიო კაპელო "გაძეტა დელო სპორტს" გაესაუბრა და აქტუალურ თემებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. კაპელომ "იუვენტუსზე" გაამახვილა ყურადღება და მეტწილად, ტურინული გრანდის კრიზისზე ისაუბრა.

მომავალი

სიმართლე გითხრათ, მომენატრა დატვირთული სამუშაო გრაფიკი და ამიტომ, ახალი სამსახურის ძიებაში ვარ. კარგა ხანი ეროვნულ ნაკრებებში ვიმუშავე და დადგა დრო, რომ საკლუბო ფეხბურთს დავუბრუნდე. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ უკეთესი ვარიანტს ველოდები.

იტალიურ გუნდში მუშაობა? - სიამოვნებით. იტალიაში დიდი ხანია, არ მიმუშავია და თუ საინტერესო წინადადება მექნება, აუცილებლად დავთანხმდები.

სერია A

ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ სერია A გაცილებით დაბალანსებული იქნება, ვიდრე წინა წლებში. "იუვენტუსში" ბევრი რამ შეიცვალა და ამ გუნდს დრო დასჭირდება, რომ ძველებურად ათამაშდეს. ამით კარგად სარგებლობენ "რომა" და "ინტერი", უკვე გაასწრეს სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტს და ეს უკვე საინტერესოა. ვფიქრობ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდეება.

რაც შეეხება ფავორიტებს, "რომა", "ინტერი’ და "იუვენტუსი" უნდა გამოვარჩიო, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბრძოლაში "ნაპოლიც" ჩაერთოს.

ნეაპოლელებს კარგი შემადგენლობა ჰყავთ და თუ მწვრთნელი დროზე შეკრავს გუნდს, დიდ მიზნებს შეეჭიდებიან. "მილანი"? - ამ გუნდის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცნობილია და გული მწყდება, რომ "მილანი" ღრმა კრიზისში ჩაეფლო. მართალია, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კლუბის მესვეურებმა იაქტიურეს, მაგრამ ჯერ შორია ძველი დიდების დაბრუნებამდე.

"იუვეს" კრიზისი

"იუვენტუსში" ძირეული ცვლილებები მოხდა და ბუნებრივია, რომ ამან გუნდს დიდი დარტყმა მიაყენა. "ვეკია სენიორა" არტურო ვიდალმა, ანდრეა პირლომ და კარლოს ტევესმა დატოვეს, მათი შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ, მასიმილიანო ალეგრიმ ახალი გუნდი უნდა გააკეთოს და ამას დრო სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ალეგრიმ სწორად შეაფასოს ის რესურსი, რომელის მას გააჩნია.

ბევრჯერ წავიკითხე, რომ "იუვეს" ლიდერი პაულო დიბალა უნდა გახდეს, ერეთხელ კი ის ლიონელ მესის შეადარეს. უნდა გვახსოვდეს, რომ მესი 17 წლის ასაკში საოცრებებს აკეთებდა, დიბალას კი ჯერ ბევრი უკლია მის თანამემამულემდე.

პაულოს გამოყენება კარგად შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მისი რეალური პოტენციალი სწორად შეფასდება და მწვრთნელი იმას არ მოითხოვს, რისი გაკეთებაც უბრალოდ არ შეუძლია. "იუვეს" აქვს შანსი, რომ მიმდინარე წელსაც იბრძოლოს სკუდეტოსთვის და ეს დიდწილად, მწვრთნელზეა დამოკიდებული.

იტალიური ფეხბურთი

ჩვენ ფეხბურთში არის სასიკეთო ძვრები და ეს ძალიან მახარებს. როგორც იქნა, კლუბებმა დახარჯეს ფული ტრანსფერებში და ეს უდაოდ წაადგება სერია A-ს.

ვიცი, რომ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებს უფრო მეტ ქვეყანაში გადასცემენ, ვიდრე ბოლო სამ-ოთხ სეზონში და ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ გუნდებს უფრო ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავთ. "იუვენტუსსაც" ეკუთვნის მადლობა, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და გვაჩვენა, რომ იტალიური საკლუბო ფეხბურთი ისევ მაღალ დონეზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
"არ დაგვავიწყდეს, რომ სპალეტის გუნდი გადმოიბარა, რომელსაც..." - კაპელო გატუზოს გაშვების წინააღმდეგია
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა