დღის სუპერმატჩი: "რომა" VS "ბარსელონა"
ჩემპიონთა ლიგა ეშხში შედის, მეორე სათამაშო დღეს კიდევ ოთხი ჯგუფი აიღებს სტარტს. მთავარი მატჩი რომშია, სადაც "ბარსელონა" ჩადის.

თუმცა არც სხვა ფავორიტები დავივიწყოთ, ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნს" საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი რამ დასამტკიცებელი აქვს. ჯგუფურ ეტაპს იწყებენ ლონდონური კლუბებიც, "ჩელსი" და "არსენალი".

დღის მატჩი

რომის "ოლიმპიკო" ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერთასის ბოლო გამარჯვებულს, "ბარსელონას" მასპინძლობს. ბუნებრივია, დღის სუპერტმატჩიც ეს დაპირისპირებაა. რუდი გარსიას გუნდი შეეცდება ქულები დააკარგვინოს ლუის ენრიკეს ტიტულების მანქანას. შეხვედრას ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კუიპერსი გაუძღვება.

ვფიქრობთ, მეტი ინტრიგა საჭირო აღარააა - ლუის ენრიკე "ოლიმპიკოზე" ბრუნდება, სადაც ერთი სეზონი "რომას" თავკაცი იყო. ეს იყო 2011/12 წლების სეზონში. ესპანელი მწვრთნელის მოღვაწეობა მთლად წარმატებული ვერ გამოდგა (მე-7 ადგილი) და ის სამშობლოში დაბრუნდა. ლუის ენრიკე ჯერ კიდევ "ბარსას" ფეხბურთელი იყო, როცა ფრანჩესკო ტოტისთან დუელი მოუწია 2002 წელს. მაშინ "ბარსა" და "რომა" მეორე ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. "კამპ ნოუზე" პატრიკ კლუივერტმა იხსნა "ბარსა" მარცხისგან, რადგან "რომა კრისტიან პანუჩის გოლის წყალობით იგებდა - 1:1.

"რომამ" იტალიაში იოლად, 3:0 (ემერსონი, ვინჩენცო მონტელა, დამიანო ტომაზი) სძლია მეტოქეს. წარმოიდგინეთ, რომ ამ წყვილში წარმატების მიუხედავად, "რომა" ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და გავარდა, ხოლო "ბარსამ" ჯგუფი მოიგო.

სულ ბოლოს ეს ორი გუნდი 5 აგვისტოს დაუპირისპირდა ერთმანეთს. "ბარსა" თბილისის სუპერთასისთვის ემზადებოდა. მაშინ "კამპ ნოუზე" კატალონიურმა გრანდმა 3:0 მოიგო, გოლები ნეიმარმა, ლიონელ მესიმ და ივან რაკიტიჩმა გაიტანეს.

მერე გაირკვა, რომ ნეიმარს ყბაყურა ჰქონია და ის თბილისში ვერ ჩამოვიდა.

"რომა" ზედიზედ მეორე სეზონია ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. შარშან რუდი გარსიას გუნდს საქმეები კარგად ვერ აეწყო, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპალიგაზე გადაერთო.

"ბარსელონასთვის" კი ეს მატჩი ბოლო ფინალიდან 102-ე დღეს იმართება. შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" ფინალში "იუვენტუსი" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო.

"რომას" ფეხბურთელი სეიდუ კეიტა 2008-12 წლებში "ბარსელონაში" თამაშობდა, ხოლო იაგო ფალკე "ბარსას" აკადემიის გაზრდილია, თუმცა მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ნათამაშები "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში.

ტოტის მხოლოდ ერთი გოლი უკლია და "რომას" რიგებში 300 გოლს გაიტანს.

რუდი გარსია (რომა): "ბარსელონა" არის ევროპის მოქმედი ჩემპიონი კლუბებში და ის თუ არ არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც არის. ჩვენ დიდი ამბიციითა და მოწადინებით ვითამაშებთ, ჩვენი მიზანია, ჯგუფიდან გასვლა, ამიტომ ქულები თავიდანვე უნდა დავაგროვოთ.

სხვანაირად არ შეიძლება. დაცვაშიც და შეტევაშიც ერთიანად, გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. თითოელმა ფეხბურთელმა უნდა იფიქროს თანაგუნდელებზე. ლიონელ მესი? ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში, შეიძლება, საუკეთესოც".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "რომში დავბრუნდი რამდენიმე წლით დაბერებული, თუმცა მეტი გამოცდილებითაც. ამ ქალაქთან მხოლოდ პოზიტიური მოგონებები მაკავშირებს. ჩემთვის ეს განსაკუთრებული თამაში იქნება, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ კლუბმა სამი ქულა მოიპოვოს. "რომა" ძლიერი გუნდია, რომლისგანაც საფრთხეებს მუდამ უნდა ელოდო".

სავარაუდო შემადგენლობები

რომა: შჩესნი, ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინი, ნაინგოლანი, დე როსი, კეიტა, სალაჰი, ჯეკო, ფალკე

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა, ინიესტა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ნეიმარი, მესი, სუარესი

სხვა მატჩები

ამავე ჯგუფის სხვა მატჩში "ლევერკუზენი" ბელარუსის ბატე-ს მასპინძლობს. გერმანული კლუბს ისეთი "სამეზობლო" ჰყავს, რომ ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს.

კიევის "დინამო" "პორტუს" მასპინძლობს, ხოლო "ჩელსის" მეტოქე თელ ავივის "მაკაბია". ლონდონურ კლუბს თითქოს, არ ჰყავს ძლიერი მეტოქე, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ბანაკში ისეთი კრიზისია, ვერაფერს გამოვრიცხავთ.

F ჯგუფში ფავორიტები სტუმრად თამაშობენ. ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნი" "ოლიმპიაკოსს" სტუმრობს, ხოლო არსენ ვენგერის "არსენალი" ხორვატიაში ჩადის "დინამოსთან" სათამაშოდ.

"ვალენსია" "მესტალიაზე" "ზენიტს" მასპინძლობს, ხოლო ბელგიის ჩემპიონი "გენტი" - "ლიონს".

16 სექტემბერი

E ჯგუფი

ლევერკუზენი (გერ)-ბატე (ბელ) 22:45

ტრავმა: თოფრაქი, არანგისი, ჰილბერტი (?), იედვაი (?) - როდიონოვი

რომა (იტა)-ბარსელონა (ესპ) 22:45

ტრავმა: პიანიჩი, კაპრადოსი, რუდიგერი (?), კასტანი (?) - ბრავო, ვერმალენი, დ. ალვეში, დუგლასი

F ჯგუფი

დინამო ზ. (ხორ)-არსენალი (ინგ) 22:45

ტრავმა: შილდენფელდი, პავიჩიჩი - უილშირი, უელბეკი, როსიცკი

ოლიმპიაკოსი (საბ)-ბაიერნი (გერ) 22:45

ტრავმა: ბუხალაკისი - ბენატია, ბადშტუბერი, კირხჰოფი, რიბერი, რობენი

G ჯგუფი

დინამო კ. (უკრ)-პორტუ (პორ) 22:45

დისკვალიფიკაცია: მარკანო (პორტუ)

ტრავმა: ტეოდორჩიკი, მაკარენკო, სიდორჩუკი (?) - ვარელა

ჩელსი (ინგ)-მაკაბი (ისრ) 22:45

დისკვალიფიკაცია: დასა (ისრ)

ტრავმა: კურტუა, რამირესი -

H ჯგუფი

ვალენსია (ესპ)-ზენიტი (რუს) 22:45

ტრავმა: დ. ალვეში, რაიანი -

გენტი (ბელ)-ლიონი (საფ) 22:45

ტრავმა: იოჰანსონი, ვიტასი - ფეკირი, გრენიე, ღეზალი, კონე, როუზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა