ვერონაში ლიდერთა ჯახია
სერია A-ს მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართება, სადაც "ნაპოლი" "ლაციოს" უმასპინძლებს. ყურადღების ცენტრში რჩება "იუვენტუსი", რომელიც "ჯენოას" ესტუმრება და პირველი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. საინტერესო მატჩია ვერონაში, სადაც ლიდერები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ნაპოლი-ლაციო

"ნაპოლის" და "ლაციოს" დაპირისპირება ტრადიციულად გახსნილი, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდის. წესით, მოახლოებული მატჩიც ასეთი უნდა იყოს, რადგან ორივე გუნდს დაცვაში უჭირს, შეტევაში კი გაცილებით უკეთ ირჯებიან.

"ნაპოლიმ" სეზონი ცუდად დაიწყო, სამ ტურში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და ბუნებრივია, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. თანაც, ნეაპოლელთა მწვრთნელ მაურიციო სარის კრიტიკოსები მოუმრავლდნენ და სამი ქულის აღება პირადად მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. შეტევაში მანოლო გაბიადინის და გონსალო იგუაინის ტანდემს ვიხილავთ, გამთამაშებლის პოზიციაზე კი ლორენცო ინსინიე გაირჯება.

წინა ტურში, "ლაციოს" ალესანდრო მატრიმ მოაგებინა და ის ერთადერთი ცენტრფორვარდი იქნება "ნაპოლის" წინააღმდეგ - სიღრმიდან მას ანტონიო კანდრევა, სტეფანო მაური და ფელიპე ანდერსონი დაეხმარებიან. წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-1-2): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე - გაბიადინი, იგუაინი

ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, რადუ - პაროლო, კატალდი - კანდრევა, მაური, ანდერსონი - მატრი

ჯენოა-იუვენტუსი

"ჯენოა" "იუვენტუსისთვის" უხერხული მეტოქეა, რადგან ტურინელებმა "სტადიო მარასიზე" სულ ახლო წარსულში ორი მწარე მარცხი იწვნიეს. მანჩესტერში გამარჯვების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის შეგირდები კარგ ხასიათზე არიან და სერია A-შიც პირველი სამი ქულის მოპოვებას გეგმავენ.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ამჯერად შეტევაში პაულო დიბალას, ხუან კუადრადოს და ალვარო მორატას ტრიოს ვიხილავთ, მარიო მანჯუკიჩი კი თადარიგში დარჩება. მარიოს მიკროტრავმა აქვს და შესაძლოა, ვერც მიიღოს თამაშში მონაწილეობა. ალეგრი შეგირდებს მოგებაზე გეშავს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

კიევო-ინტერი

სატურნირო ცხრილით თუ ვიმსჯელებთ, ტურის ცენტრალური მატჩი ვერონაში გაიმართება, სადაც "კიევო" "ინტერს" უმასპინძლებს. მოკლედ, ერთმანეთის პირისპირ პირველი და მეორე გუნდები წარდგებიან, ეს კი ყოველთვის საინტერესოა.

"ინტერმა" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, ჯერ ქულა არ დაუკარგავს და შეეცდება, რომ ვერონაში მიჯრით მეოთხე გამარჯვება მოიპოვოს. რობერტო მანჩინი როტაციისგან თავს იკავებს და შეტევაში ნაცადი ტრიო ეყოლება: ივან პერიშიჩი, სტევან იოვეტიჩი, მაურო იკარდი. შეტევაში "კიევოც" კარგად ირჯება და მილანელ მცველებს ყურადღებით მართებთ თამაში ალბერტო პალოსკის და რიკარდო მეჯორინის წინააღმდეგ...

IV ტური

შაბათი. 19 სექტემბერი

უდინეზე-ემპოლი 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გილიერმე, ვიდმერი - მჭედლიძე, კოშიჩი, ბუჩერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +7=6-3, (20-14)

მილანი-პალერმო 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანტონელი, მენეზი, ნიანგი, მექსე, ბერტოლაჩი - რიგონი, ბოლცონი, მორგანელა

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +12=5-9, (39-32)

კვირა. 20 სექტემბერი

კიევო-ინტერი 14:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რადოვანოვიჩი - დოდო, ბიაბიანი

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +4=7-15, (26-45)

ატალანტა-ვერონა 17:00

დისკვალიფიკაცია: პინილია (ატალანტა)

ტრავმა: ესტიგარიბია - ფარესი, ალფრედსონი

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +7=2-7, (19-19)

ბოლონია-ფროზინონე 17:00

დისკვალიფიკაცია: რიცო (ბოლონია)

ტრავმა: ძუკულინი, კრაფტი, ბრიგი, ჯაკერინი - კარლინი, გუჩერი, გორი

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +2=2-3, (7-7)

ჯენოა-იუვენტუსი 17:00

დისკვალიფიკაცია: რუბინიო (იუვენტუსი)

ტრავმა: პერინი, ანსალდი, გაპკე, მუნიოსი, კოსტა, პავოლეტი - ხედირა, მარკიზიო

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +2=7-13, (19-43)

რომა-სასუოლო 17:00

დისკვალიფიკაცია: ვრსალკო (სასუოლო)

ტრავმა: პიანიჩი, კაპრადოსი - ანტეი

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +2=2-0, (8-3)

ტორინო-სამპდორია 17:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, გაცი, მორეტი, გასტონი, აველარი - კოდა, დე სილვესტრი, ზუკანოვიჩი

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +7=7-10, (24-29)

კარპი-ფიორენტინა 20:00

დისკვალიფიკაცია: ბადელი (ფიორენტინა)

ტრავმა: პაშუტი, მარონე, ინიგუესი, სპოლი - ბაკიჩი

ურთიერთშეხვედრები

სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

ნაპოლი-ლაციო 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვალდიფიორი - ჯორჯევიჩი, კლოზე, ბილია, დე ვრი

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +11=8-14, (42-52)

ბომბარდირები: 4 - მარტინს ედერი (სამპდორია); 3 - რიკარდო საპონარა (ემპოლი), ანტონიო ფლორო ფლორესი (სასუოლო), დანიელე ბაზელი (ტორინო), სტევან იოვეტიჩი (ინტერი), ალბერტო პალოსკი (კიევო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი