"ლიონი" შიდა ასპარეზს ცენტრალური მატჩით უბრუნდება
მეორე ადგილზე გაჭრილი "რენი" ტურს "ლილთან" საშინაო შეხვედრით ხსნის. ყოფილი "სტად დე ლა რუტ დე ლორიანის", ამჟამინდელი "რუასონ პარკის" ბინადრებს სერიოზული ბრძოლა მოუწევთ იმისთვის, რომ სტუმრებს გოლი ან გოლები გაუტანონ. "ლილი" მძიმედ თამაშობს - 5 ტურის მერე ამ გუნდის ბურთების შეფარდებაც მეტყველია - 1:1.

მეორე მხრივ, "რენმა" წინა ხაზი საგრძნობლად გაიძლიერა, "ბაზელიდან" იჯარით მიყვანილი ჯოვანი სიო სეზონს შედეგიანად იწყებს, ოლა ტოივონენისგან განსხვავებით დარჩა პოლ-ჟორჟ ნტეპი, ველოდებით "პორტუდან" ნათხოვარი ხუან კინტეროს ათამაშებას და ისიც გაუწყეთ, რომ იოან გურკუფის ბრეტანელთა რიგებში ჩარიცხვა დროის ამბავი იყო, გურკუფი უკვე ოფიციალურად რენელია და შესაძლოა, მისი დებიუტიც შედგეს.

ამასობაში, ჯაბა კანკავას შესაძლოა, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, ედინსონ კავანისთან, ანხელ დი მარიასთან და სხვებთან მოუხდეს შეჭიდება, რადგან "რეიმსის" სტუმარი "პარი სენ-ჟერმენი" იქნება.

მთავარია, ქართველი ნახევარმცელი შემადგენლობაში მოხვდეს. პარიზელებს კი "ბორდოსთან" დაკარგული 2 ქულის მერე, ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება სურთ და ისინი შეეცდებიან მესამე საფეხურზე აცოცებულ "რეიმსს" თავისი ადგილი მიუჩინონ.

"სენტ ეტიენმა" ცუდად დაიწყო, მაგრამ კარგად გააგრძელა, "მწვანეებმა" 3 მოგება მიაყოლეს ერთმანეთს და თავის "ჯოფრუა გიშარზე" "ნანტის" ძლევასაც ეცდებიან. "მონაკო" უკვე ისედაც ჩამორჩა და მონეგასკებს "ლუი მეორეზე" "ლორიანთან" აქვთ მოსაგები.

ძალიან საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს "ბორდოსა" და "ტულუზის" პაექრობა. ჟირონდელებმა კოჭლობით დაიწყეს, მაგრამ თითქოს, მოფერიანდნენ და ვილი სანიოლი 3 ქულას დაუმიზნებს.

ცენტრალური შეხვედრა კი "ველოდრომზეა", სადაც ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებით ემოციურად თუ ენერგიულად ცოტა გადამწვარი "ლიონი", ამავე ტურნირზე ვერგასულ "მარსელს" სტუმრობს.

მარსელელთა ახალი მწვრთნელ მიჩელისთვის ამ თამაშს და მის მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თანაც, ჯერჯერობით, ესპანელს საშიანო შეხვედრებში საქმე კარგად მისდის.

თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს თამაში ლიონელთათვისაც, რადგან ჩემპიონთა ლიგა კარგია და კარგი რომ არის სწორედ ამიტომაც, თუ მათ მომავალ სეზონშიც სურთ ამ ტურნირზე თამაში ლიგა 1-საც შესაბამისი ყურადღება უნდა დაუთმონ, თორემ სამეულისთვის კონკურენცია დიდია და ერთი ადგილი უკვე დაკავებულია.

ცხრაკაციან "გენტთან" ვერ მოგების მერე, უბერ ფურნიეს შეგირდები განსაკუთრებით შემართულები იქნებიან, პირველ რიგში კი ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელმაც ბელგიურ გუნდთან მატჩის ბოლოს პენალტი ვერ გამოიყენა.

VI ტური

18 სექტემბერი

რენი-ლილი 22:30

19 სექტემბერი

რეიმსი-პსჟ 19:30

ანჟერი-ტრუა 22:00

გენგამი-გაზ. აიაჩო 22:00

ბასტია-ნიცა 22:00

კაენი-მონპელიე 22:00

20 სექტემბერი

ბორდო-ტულუზი 16:00

მონაკო-ლორიანი 19:00

სტ. ეტიენი-ნანტი 19:00

მარსელი-ლიონი 23:00

ბომბარდირი: 4 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ედინსონ კავანი (პსჟ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

on air
ჯაბა ეგეც ძირითადში არ თამშობდეს
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა