ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 29-30 იანვარს მსოფლიოს თასზე იჭიდავებს
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 29-30 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართ მსოფლიოს თასზე იჭიდავებს.

მწვრთნელმა სიტყვა შეასრულა და სამი გამონაკლისის გარდა, შინაურ ტურნირზე საქართველოს ჩემპიონატის თითქმის ყველა მედალოსანი იასპარეზებს. იმ სამი გამონაკლისიდანაც ერთი ტრავმამ გამოიწვია - ლომერ ჟორჟოლიანს (100) წელი სტკივა და მის ნაცვლად მალხაზ ნიჟარაძე იჭიდავებს. დანარჩენ ორ შემთხვევაში მწვრთნელმა კვარცხლბეკს მიღმა დარჩენილ პერსპექტიულ ფალავნებს მისცა შანსი - 60-ში პაატა მერებაშვილი ვაჟა მარგველაშვილს ჩაანაცვლებს, 66-ში კი ალექსანდრე იაკობაშვილის ნაცვლად არსენ მაჭარაშვილი გამოვა.

ამათ გარდა, ამ სალიცენზიო შეჯიბრებაში დავით ასუმბანი, ბეთქილ შუკვანი, ტრისტან ფეიქრიშვილი (სამივე - 60), შალვა ქარდავა, გიორგი შოშიაშვილი, ლევან ჩუბინიძე (66), თენგიზ პაპოშვილი, ზურაბ ნოზაძე, ზვიად ბაზანდარაშვილი, ამბაკო ავალიანი (73), გიორგი ბაინდურაშვილი, პაატა ღვინიაშვილი, დავით კარბელაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ლაშა გურული, საბა გავაშელიშვილი, გიორგი ცოციაშვილი, არჩილ შინჯიკაშვილი (90), დავით ლორიაშვილი, რევაზ ჩიკოიძე, კონსტანტინე მუკვანი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ზოიძე და ნოდარ მეტრეველი (+100) იჭიდავებენ.

რაც შეეხებათ იმ ჩანაცვლებულ ფალავნებს, ისინი, როგორც გუნდის სხვა ლიდერები, რომლებიც ობიექტური მიზეზით ან საერთოდ ვერ გამოვიდნენ ქვეყნის პირველობაში (ამირან პაპინაშვილი (60), ლევან წიკლაური (81)), ან - სამეულში ვერ მოხვდნენ (ვალერი ლიპარტელიანი (90), ზებედა რეხვიაშვილი (73)), მათ შანსი მომდევნო სალიცენზიო შეჯიბრებებში მიეცემათ. თუმცა მარგველაშვილი, შესაძლოა, არც ჩართონ ამ ტურნირებში, რადგან მას წლეულს ახალგაზრდულ ნაკრებში უწევს გამოსვლა. ეს საკითხი მოგვიანებით გაირკვევა.

სადღეისოდ გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს თასზე 25 ქვეყანა გვეწვევა: ჰოლანდია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, ისრაელი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, კანადა, პორტუგალია, ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, ჩერნოგორია, ბელარუსი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უკრაინა, რუმინეთი და თურქეთი. როგორც ხედავთ, ამჯერად მონაწილეთა შორის არ იქნებიან ძიუდოს სამყაროს აღიარებული ლიდერები - იაპონია და სამხრეთ კორეა. კორეელები ისედაც იშვიათად ჩამოდიოდნენ, იაპონელთა გამოკლება კი დიდი დანაკლისია. მათი სტუმრობა ყოველთვის ალამაზებდა შეჯიბრებას, ახლა კი პეწი უთუოდ დააკლდება.

სპორტის სასახლეში შეჯიბრება ორივე დღეს 10 საათზე დაიწყება, ფინალები კი 17 საათიდან განახლდება. ბილეთი 3 ლარი ეღირება.

patara
ტელევიზიით როდის გავა ხომ არ იცით...
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა