არსებობს საფრთხე, ამის გამო საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხვის წინაშე დადგეს...
გუშინ, 17 სექტემბერს, სტუდია "რეპორტიორში" საქართველოში "ადიდასის" წარმომადგენელმა გიორგი გოგოლაძემ პრესკონფერენცია გამართა და გვამცნო, რომ წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს:
- ბატონ პრემიერ-მინისტრს ვაცნობე ის ფაქტი, რამაც, შესაძლოა, საქართველოს სახელზე უარყოფითად იმოქმედოს.
საქმე ისაა, რომ საქართველოში არასასიამოვნო ფაქტები დაფიქსირდა. შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, კომპანია "გეოფისი" წარმოადგენს გერმანული სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია "ადიდასის" ინტერესებს საქართველოში. ჩვენ და პოსტსაბჭოური ქვეყნები რუსეთში მოქმედი სათავო ოფისის დაფარვის ზონაში ვიმყოფებით. ამას თავად კომპანია ადგენს და ჩვენ ვერ ჩავერევით.
ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთის ოფისთან საქმიანი სავაჭრო ურთიერთობები გვაკავშირებს. "ადიდასი" კი საკუთარ სავაჭრო ნიშანს ყველგან იცავს, რადგან წლების განმავლობაში, საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციების - ფიფასა და უეფას პარტნიორია.
თუ საქართველოში ამ კომპანიის სავაჭრო ნიშნების უკანონო გამოყენება დაფიქსირდა, "გეოფისი" ვალდებულია, ამის თაობაზე რეგიონულ ოფისს დაუყოვნებლივ აცნობოს...
საერთოდ, "ადიდასი" სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლებას ანიჭებს როგორც ცალკეულ კლუბებს, ისე ნაციონალურ საფეხბურთო ფედერაციებს, რომლებიც ფიფასა და უეფას წევრები არიან. მათ შორისაა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც, რომლის ამოცანაც ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთა ეკიპირებით უზრუნველყოფაა.
ამის ფონზე, რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, საქართველოში "ადიდასის" ნიშნებს უკანონოდ სწორედ ფეხბურთის ფედერაცია იყენებს და კომპანიის უფლებებს უხეშად არღვევს.
- სხვის მიერ დამზადებული, "ადიდასის" ლოგოიანი ფორმა აცვიათ ქვეყნის 17 და 19-წლამდელთა და ქალთა ნაკრებებს, ისევე, როგორც სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის გუნდებს.
სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართე პრემიერს, რათა საქართველოში "ადიდასის" სასაქონლო ნიშნების დაცვის უზრუნველსაყოფად ზომები მიიღოს.
სხვაგვარად, მეშინია, საქართველო არ მიიჩნიონ TRIPS-ის შეთანხმების დამრღვევ ქვეყანად. შესაძლოა, ამან საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს, ხოლო საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხვის წინაშე დადგეს...
სხვათა შორის, ვისაც ეს ეხებოდა, იმათაც მივმართე, რომ მსგავსი საქმიანობა შეეწყვიტათ, მაგრამ... საამისოდ არაფერი იღონეს.
- ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გაქვთ?
- რა თქმა უნდა?! პირველად, მსგავსი რამ 2013 წელს მაცნობეს და მას მერე პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ... სხვათა შორის, 2013 წელს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ თქვა, რომ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების შესამოსად მოლაპარაკებას "ადიდასის" თურქულ ფილიალთან აწარმოებდა, რაც თავისთავად დარღვევა იყო.
როგორც გითხარით, მისი რეგიონული წარმომადგენლობა მოსკოვშია და პოსტსაბჭოურ ქვეყნებს ფარავს. თურქეთი კი სხვა რეგიონია და ფეხბურთის ფედერაციას მის ფილიალთან თანამშრომლობის უფლება არ ჰქონდა.
ამის თაობაზე მოსკოვის ოფისიდან თურქულ მხარეს დაუკავშირდნენ. მათ თქვეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არ დაკავშირებიან, შუამავალი ჰყავდათ, მაგრამ შემდეგ სფფ-ისთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს.
- ფალსიფიცირებული "ადიდასები" სად მზადდება?
- ფეხბურთის ფედერაციის ძველ ოფისთან, იამანიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სამკერვალო "ცეხში"... და ამას ხელს უწყობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ამ ყველაფერს კი ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ვაჟა ჟვანია ხელმძღვანელობს.
"ადიდასს" კონფლიქტი არ სურს და საკითხის უმტკივნეულოდ გადაწყვეტას გვირჩევს. სხვაგვარად, ქართული ფეხბურთი საერთაშორისო სკანდალს ვერ ასცდება, რადგან გერმანული კომპანია ფიფასა და უეფას სპონსორია, ბრენდის უფლებების დარღვევა კი სერიოზული ბრალდებაა. საკითხი უმტკივნეულოდ უნდა მოგვარდეს, რადგან არ გვინდა, საქმეში უეფა და ფიფას ჩაერიონ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სირცხვილი იქნება.
საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს და საერთაშორისო სკანდალი გარდაუვალი იქნება...
ცხადია, ასეთი ბრალდებების გამო, მეორე მხარეც უნდა ჩაგვეწერა. კომენტარისთვის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ვაჟა ჟვანიას დავუკავშირდით, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "არც ეს კაცი მაინტერესებს და არც მისი ნათქვამი. რაც უნდა, ის თქვას და ილაპარაკოს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მოქალაქეს
რაც არ გესმის იმ საკითხს შეეშვი. საქართველოს კანონმდებლობა იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას, სასაქონლო ნიშნების გაყალბება კი ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოსვე კანონმდებლობით სისხლის სამართლის საქმეზე დევნის დასაწყებად ვინმესგან მომართვა არ სჭირდება სახელმწიფოს
pholad bulbul-ogli
მოქალაქე ამდენი სისულელეს წერა არ დაგეზარა?! იმავე "სამკერვალომ" რომ მანქანა შექმნას და მერსედესის სახელით გაყიდოს,კანონით ისჯება თუ არა??
მოქალაქე, ოღონდ "ის მოქალაქე" არა :))))
არცერთ ქვეყანას არ აქვს პირდაპირი ვალდებულება რომელიმე სავაჭრო ნიშანი დაიცვას. ასევე არ აკონტროლებს ქვეყნის შიგნით სავაჭრო ნიშნის სიყალბეს თუ გადაცდომას. თვითონ ბრენდი, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს შესაბამის სტრუქტურებს და მერე ხდება მთელი პროცესის დაწყება. არის შემთხვევა როდესაც სავაჭრო ნიშანს ფინანსთა სამინისტრო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი იცავს (არაპირდაპირ რა თქმა უნდა), შეიძლება ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაც იყოს. მაგალითად ადიდასი, კოკაკოლა თუ ვინც არ უნდა იყოს, თუ ის გააკეთებს განაცხადს სავაჭრო ნიშანზე, ხდება მისი ამ ქვეყანაში რეგისტრაცია და გადაცდომები უკვე ითვლება დარღვევად, მაგრამ სახელმწიფო არ ამოწმებს ქვეყნის შიგნით "მოძრავი" საქონელი ზუსტად ისეთ ნიშნებს შეიცავს თუ არა. თვითონ ბრენდმა უნდა მიმართოს ამ სტრუქტურებს, რომ ირღვევა მისი უფლება, რომ არ არის დაცული ესა თუ ის პუნქტი, ამის მერე ეს სტრუქტურა ამოწმებს შესაბამისობას ორიგინალთან და თუ აღმოჩნდა დარღვევა ხდება იმ სუბიექტის დაჯარიმება ვინმაც ეს ბოროტად, მართლსაწინააღმდეგოდ თუ სხვა მიზნით გამოიყენა. მერე უნდა იყოს სასამართლო პროცესი, სადაც განიხილავენ ამ ყველაფერს, ასლი, დედანი, ავთენტურობა, სიყალბე და ა.შ. და როდესაც სასამართლო დარწმუნდება, რომ ამა თუ იმ ბრენდის სავაჭრო ნიშანი ვიღაცამ არადანიშნულებისამებრ, თუ უკანონოდ გამოიყენა ასეთ სუბიექტს დაეკისრება კანონით გათვალისწინებული სასჯელი. უნდა გავიგოთ ის, რომ კანონი პირდაპირ სავაჭრო ნიშნის დაცვას დღედაღამ არ უზრუნველყოფს, ანუ საგადასახადოს, პოლიციას, პროკურატურას, თავდაცვას თუ ევალება ნებისმიერ დროს საკუთარი მოქალაქეების დაცვა შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში და იყოს მუდამ ფხიზლად, ამ შემთხვევაში ადიდასი იქნება თუ სხვა ვინმე სახელმწიფო არ არის ვალდებული იაროს და ყოველდღე ადიდასის მარკის ორიგინალთან შესაბამისობა ამოწმოს, თუ არ აქვს შესაბამისი განცხადება მიღებული. მაგალითად თუ პატრულს აქვს ვალდებულება გაყვეს საეჭვო მანქანას ღამის საათებში შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შეამოწმოს ის სიმთვრალეზე და ა.შ არავის ევალება ადიდასის მაისურიან ადამიანს ამ მაისურის წარმომავლობა ჰკითხოს, ან თუნდაც რომელიღაც სამკერვალოს მოსთხოვოს აქვს თუ არა მას ადიდასის მაისურის შეკერვის უფლება და ეს საწარმო ადიდასის მიერ ლიცენზირებულია თუ არა, თუ რა თქმა უნდა წინასწარ არ ჩააყენა საქმის კურსში თვითონ ადიდასმა ეს უწყება, რომ ამა და ამ ადგილას არის წარმოება, არალიცენზირებული. დღეს იმის მტკიცება, რომ ეს თურმე სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს არ არის სწორი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე. თუ ამ წარმომადგენელს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურისთვის არ მიუმართავს ვისაც ეს საკითხი ეხებოდა, მაშინ ბუნებრივია სფფ-ს ინტერესში არ იქნებოდა ამ საკითხის მოგვარება, რადგან როგორც თვითონვე აღნიშნა სფფ ხელს უწყობდა ამ წარმოებას და ახლა გამოსვლა და ასეთი განცხადების გაკეთება (პრესკონფერენციით) არათუ ხელს არ უწყობს ამ ყველაფრის მშვიდობიანად მოგვარებას, არამედ პირიქით ემსახურება მის საერთაშორისო სკანდალად გარდაქმნას. თუ ჰქონდა შესაბამისი უწყებებისთვის მიმართული თქვა ვის მიმართა (კომპეტენციის შესაბამისად)
სოსო
ესეთი დაუჯერებელი რამე თუ მოხდა მაშინ რავიცი არც ვიცი რა დავწერო.ეს არის ქვეყნის გარდა ყველაფერი ,სუფთა ბარდაგი
Dato
ღარიბაშვილს რატომ მიმართეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, შესყიდვების მენეჯერი თუ ლოგისტიკის უფროსი? ანაც, საქართველო დსთ-ა? ხომ არ აჟრიალებთ ამათ?
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ვაჟა ჟვანია: ვლადიმირ ვაისს ქება ეკუთვნის!
კორონავირუსმა "ადიდასი" გაკოტრების პირას მიიყვანა
საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე გაემგზავრა
რამდენი ადამიანი უყურებს "იუთუბიზე" საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
მამუკა კვარაცხელია: ეს აღმასკომი კი არა, დაღმასკომია!
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
"არსენალი" Puma-ს Adidas-ით შეცვლას გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
რაგბი. ლეგიონი: ქართველების "შამბერი" ყველას სჯობს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"იუვენტუსის" მაისურის ინგლისური კლუბების ფორმით დაწყებული ისტორია
ვინ არის დამნაშავე? როცა გაზეთი და ჟურნალისტი დაბალი ღობე ჰგონიათ...
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ლეგიონერები | ნინიაშვილმა და გოგოლაძემ ანგარიში გახსნეს
ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
"ადიდასი" "მილანთან" კონტრაქტს გაწყვეტს
U20. საქართველო-სამხრეთი აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
U20. საქართველო-არგენტინა 26:37 - ვიბრძოლეთ, ვითამაშეთ, დავმარცხდით [VIDEO]
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ვისთან ითამაშებენ ქართველები ნაკრებამდე: ხვიჩა "მარსელთან", "ბარსელონა" და ჩვენებურების დუელი
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მილანი" "პუმას" ფორმით ითამაშებს
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"ადიდასის" წარმომადგენელი: ვაჟა ჟვანიამ ყველაფერი აღიარა
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა