ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

კახა კალაძე: ფეხბურთში ფულს ყურადღებას არასდროს ვაქცევდი

კახა კალაძე: ფეხბურთში ფულს ყურადღებას არასდროს ვაქცევდი

საქართველოს ნაკრებისა და "ჯენოას" მცველმა კახა კალაძემ უკრაინულ სპორტულ საიტს ინტერვიუ მისცა
საქართველოს ნაკრებისა და "ჯენოას" მცველი კახა კალაძე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ხანია, რაც კიევის "დინამოდან" იტალიაში გადაბარგდა, უკრაინელ გულშემატკივრებში დღემდე ძალზე პოპულარულია და შესაბამისად, ამ ქვეყნის გამოცემებიც ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუს არცთუ იშვიათად აქვეყნებენ. ამჯერად კახას საიტი "სპორტ.სეგოდნია.უა" ესაუბრა.

- "მილანის" შემდეგ "ჯენოას" როგორ შეეგუეთ?

- მადლობა უფალს, თავს კარგად ვგრძნობ. მუდმივად ვთამაშობ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. "მილანში" ყოფნისას ბოლო წელს მხოლოდ 8 მატჩში ვითამაშე და ეს კატასტროფა იყო. ახლა თამაშის საშუალება მაქვს და არცთუ ცუდად ვირჯები, შესაბამისად, არ ვნანობ, გუნდი რომ შევიცვალე. არადა თავიდან, არ დაგიმალავთ და, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა.

- "მილანი" ჩემპიონობისთვის იბრძვის, "ჯენოა" - ელიტაში დარჩენისთვის და ეს არ გეხამუშებათ?

- რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს. "მილანში" ათი წელი ვითამაშე, მოვიგე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერჩივნა მოედანზე მუდმივად გასვლის საშუალება მქონოდა, თუნდაც ნაკლებად ამბიციურ გუნდში. "მილანი" სწორედ ეროვნული გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე დავტოვე და გადავედი "ჯენოაში".

კარგად ვხვდებოდი, რომ თუკი კლუბში უთამაშებელი ვიქნებოდი, ნაკრებშიც პრობლემები შემექმნებოდა. ამასთან, არ მინდოდა მთავარი მწვრთნელი უხერხულ ვითარებაში ჩამეყენებინა. თუკი მე, ეროვნული გუნდის კაპიტანი, კლუბში არ ვითამაშებ - ამით ნაკრების სხვა წევრებს ცუდ მაგალითს მივცემ.

- "მილანს" როგორ გამოეთხოვეთ?

- გალიანისთან, ბერლუსკონისა და გულშემატკივრებთან აქამდე კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. როცა "ჯენოა" "მილანთან" "სან სიროზე" თამაშობდა, გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს: "გრაცია, კალაძე!" ამით მათ ჩემდამი მადლიერება გამოხატეს. შესაძლოა, ეს წვრილმანია, მაგრამ ჩემთვის - ძალიან სასიამოვნოა.

- საცხოვრებლად გენუაში გადახვედით, თუ ისევ მილანში ხართ?

- ბინა გენუაშიც მაქვს და მილანშიც. ამ ქალაქებს შორის დაშორება დიდი არაა - სულ 120 კმ მანძილია. ხან ერთგან ვარ, ხან მეორეგან.

- უმეტეს დროს მაინც გენუაში ატარებთ?

- არა, მილანში.

- ახალ გუნდში როგორ შეგხვდნენ?

- ფანებმაც და ხელმძღვანელობამაც სიხარულით მიმიღეს. წერდნენ, რომ რთული ოპერაციის შემდეგ გამიჭირდებოდა, მაგრამ ფეხი წესრიგში მაქვს და თავს ფიზიკურადაც კარგად ვგრძნობ.

- სათამაშო პრაქტიკის ხარჯზე თქვენმა ხელფასმა არ იკლო?

- რა თქმა უნდა. "ჯენოაში" გაცილებით პატარა ხელფასებია, ვიდრე "მილანში", მაგრამ მე ფეხბურთში ფულს არასდროს ვუყურებდი - არც ბავშვობისას, არც თბილისის "დინამოში", არც კიევში და არც მილანში. ის თავისთავად მოდიოდა. მე პირველ რიგში, ყველაფრის დამტკიცებას მოედანზე ვცდილობდი, შემდეგ კი პრეზიდენტები მიბარებდნენ და ხელფასს მინიშნავდნენ. იმავეს ვიტყვი "ჯენოაზე" - მე აქ სავსებით კმაყოფილი ვარ.

- "მილანის" ყოფილი მწვრთნელის ლეონარდოს "ინტერში" გადასვლა ფანებმა ღალატად მონათლეს...

- კარგად მესმის, რატომ გაანაწყენა ბევრი მისმა ნაბიჯმა. თანაც, მას არაერთხელ უთქვამს, რომ "მილანი" მისი ოჯახია და ვერავინ იფიქრებდა, ამის შემდეგ თუ "ინტერში" წავიდოდა. მაგრამ, ამავდროულად, მას სრული უფლება ჰქონდა "ინტერსა" თუ "იუვენტუსში" გადასულიყო და მე ამას ღალატად არ მივიჩნევ.

- თქვენი აზრით, ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

- "ბარსელონა" - თუკი გავითვალისწინებთ, როგორ თამაშობს ბოლო წლების განმავლობაში.

- შევასთან ისევ მეგობრობთ? თქვენ განაცხადეთ, რომ მასთან ერთად გოლფი ითამაშეთ.

- გოლფს ცუდად ვთამაშობ. ანდრეი ბოლოს ახალწლამდე, კიევში ყოფნისას ვნახე.

- როდესაც ინტერვიუსთვის დაგიკავშირდით, გვითხარით, რომ კინოთეატრში იმყოფებოდით და საუბარი არ შეგეძლოთ. რა ფილმს უყურებდით?

- "ავატარს". მე და ჩემმა მეუღლემ ამჯერად 3D სათვალით ვუყურეთ და ძალიან მოგვეწონა.

მომზადებულია sport.segodnya.ua-ს მიხედვით

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა