საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ტონგასთან (17:10) მსოფლიოს თასის მატჩის შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ტონგასთან (17:10) მსოფლიოს თასის მატჩის შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრა.

ტონგა-საქართველო 10:17 - მსოფლიოს თასი გამარჯვებით დავიწყეთ! [VIDEO+PHOTO]

- ეს თითოეული გუნდის თითოეული წევრის 4 წლის შრომის ნაყოფია. მსოფლიო თასზე გასვლის შემდეგ, 2-წლიანი ფოკუსირება კონკრეტულად ამ თამაშზე გავაკეთეთ და ვიცოდით, რომ იმის შესაძლელობა გვქონდა, რომ შეგვეცვალა ქართული რაგბის ისტორია, ეს თამაში დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო.

- საქართველო შემდეგ საფეხურზე გადავიდა…

- ჯერ მაღალ საფეხურზე არ ვართ. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ რეიტინგში უფრო მაღლა მდგომ გუნდებს ვუგებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მსოფლიოს ტოპ 8 გუნდთან თანმიმდევრული შეჯიბრებაა. ამისთვის ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

- რაზე იყო დამყარებული ეს გამარჯვება?

- ძალიან ბევრ და თავდაუზოგავ შრომაზე. ბოლო სამი თვე ყველასთვის ურთულესი იყო, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მწვრთნელებისთვის და ვფიქრობ ეს ყველაფერი დღეს კარგად გამოჩნდა. ფიზ-მომზადებამ იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ 80 წუთის განმავლობაში დაუღალავად დაგვეცვა თავი და ამან თამაშის მოგების საშუალება მოგვცა.

- შეაფასეთ მამუკას თამაში...

- ის არა მხოლოდ როგორც კაპიტანი, არამედ, როგორც გუნდის წევრი, ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ნაკრების სხვა წევრები კარგ თამაშში აიყოლიოს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგი მსოფლიო კლასის მორაგბეა.

- საქართველოს ძალის არა სათანადო დაფასება...

- მატჩის შემდეგ, ერთ-ერთ ტონგელს ვესაუბრე, მორაგბეს, რომელსაც ახალ ზელანდიაში ვწვრთნიდი და მან მითხრა, რომ ისინი სათანადოდ არ გვაფასებდნენ და სხვა თამაშებზე უფრო იყვნენ ორიენტირებულნი. ეს კომენტარი მისგან ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც მთელი ჩვენი ინტერესი მათკენი იყო მიმართული. ბევრმა ჩვენს შესახებ არ იცის და სწორედ ამიტომ ვერ გვაფასებენ სათანადოდ, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება ბევრს დააფიქრებს.

- საქართველოს შანსები არგენტინის წინააღმდეგ…

- კარგი იქნება მათთან რაიმე შანსის ქონა, მაგრამ დარწმუნებული ვარ არგენტინა ჩვენთვის დიდი დაბრკოლება იქნება. თუმცა დღევადელი გამარჯვება თავდაჯერებულობას გაგვიორმაგებს, იმპულსს მოგვემს და რწმენას, რომ თუ ბურთი ჩვენს სასარგებლოდ გაგორდება ვინ იცის რა შეიძლება მოხდეს…

ფოტოს ავტორი: ლაშა ლორთქიფანიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

RBI
ჰეიგი აუცილებლად უნდა დარჩეს მთავარ მწრვთნელად, აბსოლიტურად შეცვალა ჩვენი გუნდი, ფორვარდებმა დაიწყეს თამაში
ჯავახელი
ბატონ მილტონს, სამწვრთნელო შტაბს,ექიმებს, ჩვენს ბორჯღალოსნებს, გულშემატკივრებს უდუდესი მადლობა ამ გიჟური თამშისთვის!!! არგენტინა "მოგვერიდე(თ) დღეს ბორჟღალი აფრენს!!!"
Vova
ამ ადამიანს და საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი ელით წინ!რაგბს ყველა ქვეყანაში კაცები თამაშობენ და არა ოქრიაშვილები!ჩვენი ბიჭებიც საქართველოს კაცობის და ადამიანობის სახეს წარმოადგენენ.ზელანდია არგენტინის მატჩის ყურების შემდეგ და ამ ჩამპიონატის უშეცდომო მსაჯობიდან გამომდინარე უნდა Vიმედოვნოტ რომ ჩვენი ნაკრები უფრო მეტს შეძლებს ვიდრე ვიდრე ბევრს ეგონა
ლევანი
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში, გისურვებთ წარმატებებს
ზურა
საქართველოში არსებული მწვრთნელებიდან ყველაზე სწორად შერჩეული მწვრთნელი მილტონ ჰეიგია!!! ეს ის ადამიანია,რომელმაც მიზანი დაისახა და შეასრულა! ჩამოსულთაგან ეს ის მწვრთნელია რომელმაც მეორე სამშობლოდ საქართველო გამოაცხადა აქაური ენაც ისწავლა და ყველა ქართველს თავი შეგვაყვარა!!!
vaxo kiknadze
dideba kwela moregbes,schedegi romelsaz eriz daberiz eloda gmertma gamarjwebit gatarot kwelgan,schemdegi argentinaa zin bijebo gmert ars tkwentan...
qartveli
მადლობა ბატონ ჰეიგს და ყველა მებრძოლ ქართველ ვაჟკაცს! საქართველო გაიმარჯვე!!! მამუკა გორგოძე _ ყველაზე მაგარი ქართველი!!!
Shalva73
მადლობა ბატონო მილტონ ამ დღისთვის.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს