ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ეროვნული უნგრეთით გახსნის

ეროვნული უნგრეთით გახსნის

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს სეზონის პირველ მატჩს ჩაატარებს – უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება...

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს სეზონის პირველ მატჩს ჩაატარებს – უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში შპორტ1 გადასცემს.

ქართველები 1 ივლისიდან ავსტრიის საკურორტო ქალაქ შტაინბურნში ვარჯიშობენ. მათ 5 ივლისს ზაზა ფაჩულია შეუერთდა, ხოლო ერთი დღის შემდეგ – ნიკა ცქიტიშვილი. მას მერე, 13 ივლისამდე გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობდა, თუმცა 13-ში ავსტრიაში B დივიზიონის მატჩების ჩასატარებლად საქართველოს ახალაგზრდული ნაკრები ჩავიდა და ეროვნულიდან თორნიკე შენგელია დაიმატა. იგი 20-წლამდელებთან ერთად ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას ჩაატარებს და იგორ კოკოშკოვის კრებულს შემდეგ დაუბრუნდება. ასე და ამგვარად, ეროვნულ გუნდს უნგრეთში თორნიკე შენგელია არ გაჰყოლია. დანარჩენი 15 კალათბურთელი მწყობრშია და გუშინ დილას შტაინბურნიდან სომბათჰეიში გადავიდა.

სასიამოვნოა, რომ ყველა მწყობრშია, თუმცა დაკვირვებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ ერთი კვირის წინ კოკოშკოვის ასისტენტმა, დავით უსტიაშვილმა გვითხრა – ვიქტორ სანიკიძეს ფეხის კუნთი აქვს გაჭიმული და ისვენებსო. ვიქტორს ორი დღე გაუცდა და ახლა გუნდთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ვიდრე ორიოდე სიტყვას ჩვენი ნაკრების მომავალ მეტოქე, უნგრეთზე ვიტყოდეთ, სომბათჰეიში გამგზავრებული საქართველოს ნაკრების 15-კაციან შემადგენლობას გაგაცნობთ: გიორგი ცინცაძე, ტორინ გრინი, ლაშა გამყრელიძე, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი, კოკა ტომარაძე, ქუინტონ ჰოსლი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა ცქიტიშვილი, ლევან შენგელია, მიხეილ ბერიშვილი, ნიკა მეტრეველი, გიორგი შერმადინი, ზაზა ფაჩულია.

აქვე უნგრელების თხუთმეტეულს ჩამოგითვლით: ზოლტ საბო (სოპრონი), ადამ ჰანგა (ალბაკომპი), მარტონ ფოდორი (შოლნოკი), პეტერ ლორანი (ბურგოსი, ესპანეთი), დავიდ ვოივოდა (კაპოშვარი), კრისტიან ვიტმანი (კეჩკემენტი), როლანდ ჰენდლეინი (ალბაკომპი), აკოშ ჰორვატი (შოლნოკი), ანდრას მოლნარი (სოპრონი), ადამ ტოთი (ზტე), გაბორ სოოში (კაპოშვარი), აკოშ კელერი (ალბაკომპი), გერგელი ტოთი (კორმენდი), მილან ჩორვასი (კეჩკემენტი).

უნგრელებს ~ალბაკომპის" თავკაცი ბრანისლავ ძუნიჩი წვრთნის. გუნდის მენეჯერი ლაიოშ მესაროში გახლავთ. უნგრულ პრესაში სწორედ მან ილაპარაკა საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე:

- იტალიაში გამართული ტურნირი ჩვენთვის მეტად სასარგებლო იყო. დავინახეთ მინუსები, რომელთა აღმოფხვრაზე შემდეგ მატჩებში ვიზრუნებთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება. ჩემი აზრით, ქართველებს შედარებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. მათ გუნდში საქართველოს ჩემპიონატიდან მხოლოდ ორი კალათბურთელია. დანარჩენები ევროპის წამყვან კლუბებს წარმოადგენენ, გარდა ერთისა – ზაზა ფაჩულია NBA-ში თამაშობს. ასე რომ, საინტერესო მატჩი გველის.

თუ საქართველოსთვის უნგრეთთან დაპირისპირება სეზონში პირველია, მადიარებისთვის მესამეა. მათ იტალიის ქალაქ ბორმიოში ჯერ იტალიასთან დათმეს (46:88), შემდეგ ირანს მინიმალური სხვაობით აჯობეს – 64:63.

ასე რომ, უნგრელებს მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. მათ მხარესაა მოედნის ფაქტორი და ერთმატჩიანი ისტორია – 2006 წლის 20 აგვისტოს სომბათჰეიში გამართულ ტურნირზე ქართველებმა მასპინძლებთან 73:79 დათმეს. იმ მატჩში ზაზა ფაჩულიამ 32 ქულა ჩააგდო.

საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების შესახებ უნგრულ ინტერნეტ-სივრცეში ინფორმაციების ძიებისას ერთ ანგარიშს წავაწყდით – 83:67. მატჩის თარიღად 14 ივლისი იყო დასახელებული, 2010 წელი... თქვენც მიხვდებოდით, რომ საქმე ეხება სამი დღის წინ გამართულ B დივიზიონის 20-წლამდელთა ტურნირის გახსნის მატჩს, რომელიც უნგრელებმა 83:67 მოიგეს.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა