დიეგო კოშტა - პროვოკატორი თუ გმირი
* კევინ დე ბრუინმა "მანჩესტერ სიტის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

* "ლივერპულის" კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი 6-8 კვირით დააკლდა გუნდს.

* "მანჩესტერ სიტი" აღარ არის უდანაკარგო.

"სტემფორდ ბრიჯზე" ძალიან მნიშვნელოვანი რამ წყდებოდა - საბოლოოდ გაექცეოდა თუ არა გუნდი სადავეებიდან ჟოზე მურინიოს და მართლაც დაძლია თუ არა "არსენალმა" და პირადად არსენ ვენგერმა "განსაკუთრებულის" კომპლექსი.

მოურინიოს ტრიუკი

სამწუხაროდ, ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან მატჩის ბედზე დიდი გავლენა მოახდინა იმ ინციდენტმა, რომელიც ტაიმის მიწურულს მოხდა - დიეგო კოშტამ ის გააკეთა, რაც გოლების გატანის გარდა, ყველაზე უკეთ გამოსდის, ეს მეტოქის პროვოცირებაა.

ესპანელის პროვოკაციაზე ამჯერად გაბრიელ პაულისტა წამოეგო, რომელიც გააძევეს, ხოლო კოშტა მხოლოდ ყვითელი ბარათით "გამოძვრა".

მეორე ნახევარი კი იმით დაიწყო, რომ ჯონ ტერის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში დაყენებულმა კურტ ზუმამ ექსმეთოფე სესკ ფაბრეგასის პასის შემდეგ, "ლურჯები" დააწინაურა. მოგვიანებით, სანტი კასორლაც გააძევეს და "არსენალმა" სულაც 9 კაცითნ ჩაამთავრა თამაში, მაგრამ "ჩელსიმ" ინტრიგა ბოლო წამებამდე ვერ მოკლა, სანამ ედენ აზარმა არ გაიტანა.

დიახ, მოუს თვით ტერი ჰყავდა სათადარიგოთა სკამზე დატოვებული, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ, ისინი დემონსტრაციულად გადაეხვივნენ ერთმანეთს, აქაოდა, არანაირი პრობლემა არ არისო.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კი, ჟოზე სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო, კამერაში იყურებოდა გაღიმებული და სხვებსაც გაღიმებისკენ მოუწოდებდა, მერე კი "მოკეტეს" აღმნიშვნელი ჟესტიც შემოგვთავაზა. ეს ალბათ იმ კრიტიკოსებზე და ხალხზე გახლდათ გათვლილი, რომლებიც პორტუგალიელის აზრით, "ჩელსის" ებრძვიან.

იხილეთ ვიდეო

ეს ის "სიტი" აღარ არის

"მანჩესტერ სიტის" ხელშეუხებელი იმიჯი ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე შეარყია ტურინის "იუვენტუსმა", ახლა კი პრემიერლიგაში "ვესტ ჰემმა", არადა "ქალაქელებს" აქამდე ასპროცენტიანი შდეგი ჰქონდათ და ერთი გოლიც კი არ გაეშვათ. "ჩაქუჩებს" კი ყოჩაღ, მეტი რა გვეთქმის, სლავენ ბილიჩმა ჯერჯერობით სამივე საგარეო შეხვედრა მოიგო და თანაც, როგორ მეტოქეებთან - "არსენალთან", "ლივერპულთან" და ახლა "სიტისთან"...

მანუელ პელეგრინისთვის ერთადერთი კარგი ის გახლდათ, რომ კევინ დე ბრუინმა სადებიუტო გოლი გაიტანა, ბელგიელმა სერხიო აგუეროს პასით იხეირა. მანჩესტერელები მთელი თამაში უტევდნენ და ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ.

ლონდონელები კი ვიქტორ მოზესმა დააწინაურა, რომელიც ვესტჰემურ კარიერას ძალიან შთამბეჭდავად იწყებს, იგი წინა შეხვედრაშიც ბრწყინვალე გახლდათ. ხოლო მეორე გოლი დიაფრა სახომ გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

რანიერის სასწაულები

"სიტის" მარცხის გათვალისწინებით, პრემიერლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდი ახლა "ლესტერია". კლაუდიო რანიერის გუნდმა კვლავ გაგვაოცა და 0:2 კიდევ ერთხელ მოატრიალა, მართალია ამჯერად ვეღარ მოიგო, მაგრამ არც წააგო.

"მელიები" "ბრიტანიაზე" მარცხდებოდნენ, სტოკელები მოუგებლები იყვნენ და 3 ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ. ახლახან დაბრუნებულმა ბოიან კრკიჩმა თავისი ბურთი შეაგდო და მერე უოლტერსმა სხვაობა გაზარდა, რაც, თითქოს, მარკ ჰიუზის ბიჭებისთვის გამარჯვების გარანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ... ისევ რიად მაჰრეზი და ისევ ჯეიმი ვარდი. მაჰრეზმა ჯერ თავად გაიტანა პენალტით, მერე კი ალჟირელმა ვარდის გაატანინა. ბოლოს ლესტერშირელებმა კინაღამ აქეთ მოიგეს.

შაბათის სხვა მატჩები

მოუგებლად დარჩნენ "ნიუკასლი" და "სანდერლენდიც". მეტიც, მათ ქულაც კი ვერ აიღეს. "კაჭკაჭები" შინ დამარცხდნენ "უოტფორდთან", რომლის რიგებშიც ისევ ოდიონ იგალომ გაიბრწყინა, მან დუბლი გაახერხა. სტივ მაკლარენი შავ დღეშია, მომავალი მატჩები მას "ჩელსისთან" და "სიტისთან" აქვს.

"სანდერლენდი" კი "ექვსქულიან მატჩში" დამარცხდა "ბორნმუთთან". "ალუბლების" მხრიდან ერთი ბურთი კალუმ უილსონმა შეაგდო და ის მაჰრეზთან ერთად ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. "შავი კატები" კი მიუხედავად შემტევი შემადგენლობისა, ისევ უსუსურები იყვნენ და დიკ ადვოკაატმა სასწრაფოდ უნდა მოიფიქროს რამე.

ასევე "ექვსქულიან" დაპირისპირებაში და თანაც დერბიში "ვესტ ბრომვიჩმა" "ასტონ ვილას" აჯობა. ბირმინგემელები საკუთარ მოედანზე ისევ ცუდად თამაშობენ. ტონი პულისმა ტიმ შერვუდი საიდო ბერაჰინოს გოლით გაამწარა. ბერაჰინოს ბუნტი დასრულებულია და იგი ისევ "ალბიონის" ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა და ლიდერი იქნება.

სანახაობრივად ყველაზე უფერული კი, რადენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, "სუონსი"-"ევერტონის" შეხვედრა გახლდათ, რომელიც უგოლოდ დასრულდა. უფრო უკეთ მერსისაიდელები გამოიყურებოდნენ. "თეთრ გედებს" "კანფეტები" პრემიერლიგაში არასოდეს დაუმარცხებიათ და უელსელთათვის ეს უსიამოვნო ტრადიცია გრძელდება.

კვირის მატჩები

"მანჩესტერ იუნაიტედს" უეინ რუნი დაუბრუნდა, მაგრამ ვერც მან გაიტანა და ვერც მემფის დეპაიმ. სამაგიეროდ, ანტონი მარსიალი იყო კვლავაც ძალიან კარგი და ახალგაზრდა ფრანგმა დუბლი შემოგვთავაზა.

თუმცა მატჩი "საუთჰემპტონისთვის" კარგად დაიწყო, "წმინდანების" ფორვარდმა გრაციანო პელემ დასწრებაზე იყოჩაღა და საბოლოოდ, მანაც დუბლი შეასრულა, რითაც მარსიალის ბურთები კი გაქვითა, მაგრამ... პელეს მეორე გოლისას უკვე 1:3 გახლდათ.

მესამე "წითელი ეშმაკებისგან" აქტიურმა ხუან მატამ გაიტანა. "იუნაიტედმა" ლიდერ და თანაქალაქელ "სიტისთან" სხვაობა უკვე 2 ქულამდე შეამცირა.

იხილეთ ვიდეო

დაბრუნებაზე თუ მიდგა საქმე, როგორც იქნა, ვიხილეთ დანიელ სტარიჯი, იგი ისევ "ლივერპულის" განკარგულებაშია. მერსისაიდელები "ენფილდზე" უცილობლად მოსაგებ შეხვედრაში შეცვლაზე შესულმა დენი ინგსმა დააწინაურა, მაგრამ ამ სეზონში მშვენივრად მოთამაშე უკანახაზელმა რასელ მარტინმა გათანაბრება შეძლო, დამძიმებულმა "ლივერპულმა" მეტი ვეღარაფერი შეძლო.

იხილეთ ვიდეო

"ტოტენჰემმა" კი ისევ მინიმალური სხვაობით მოიგო. "დეზებმა" "კრისტალ პალასთან" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვეს. თანაც გოლი ჰონ მინ სონმა გაიტანა. "ლევერკუზენიდან" მოყვანილი კორეელი მშვენივრად იწყებს, მან რამდენიმე დღით ადრე ევროპალიგაზე ორი ბურთი გაიტანა და ახლა პრემიერლიგაშიც გამოიჩინა თავი, მშვენიერი გოლი შეაგდო, რომლითაც მაურისიო პოჩეტინოს 3 ქულა მოუტანა.

VI ტური

19 სექტემბერი

ჩელსი-არსენალი 2:0

გოლები: 1:0 ზუმა (53), 2:0 აზარი (90+1)

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ივანოვიჩი, კეჰილი, ზუმა, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი (90+2. ობი მიკელი), მატიჩი - პედრო, ოსკარი (69. რამირესი), აზარი - დიეგო კოშტა (82. რემი)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი (46. ჩემბერსი), კასორლა - რემზი, იოზილი (75. ჟირუ), სანჩესი (75. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - ჟირუ

გაფრთხილება: დიეგო კოშტა, ივანოვიჩი, ოსკარი - კასორლა, გაბრიელი, ჩემბერსი, კასორლა

გაძევება: გაბრიელი (45+1), კასორლა (79)

კუთხური: 5-5 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 22(7)-9(2) ბურთის ფლობა: 64%-36%

მაყურებელი: 41 584

სუონსი-ევერტონი 0:0

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფ. ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - შელვი, კორკი - ა. აიუ (87. ბეროუ), სიგურდსონი (61. კი), მონტერო - გომისი (81. ედერი)

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - ბრაუნინგი, სტოუნსი, ჯაგიელკა, გოლოუეი - მაკარტი, ბერი - ბარკლი (90+2. მირალასი), ნეისმიტი, კონე (65. დეულოფეუ) - ლუკაკუ

გაფრთხილება: კორკი, ა. აიუ - ბერი, ბრაუნინგი

გაძევება: მირალასი (90+4)

კუთხური: 2-4 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 12(3)-17(2) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 20 805

ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი 0:1

გოლი: 0:1 ბერაჰინო (39)

ასტონ ვილა (4-4-1-1): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, ლესკოტი, ამავი - კ. სანჩესი (82. ვერეტო), ხილი (76. ბაკუნა), ვესტვუდი, გრილიში - სინკლერი (46. ჟესტედი) - აგბონლაჰორი

ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი, ბრანტი - ფლეტჩერი, იაკობი, მორისონი, მაკლინი (90+5. ოლსონი), ბერაჰინო (67. გარდნერი) - რონდონი (90+1. ლამბერტი)

გაფრთხილება: ხილი, ამავი - ბრანტი, მორისონი, იაკობი

კუთხური: 2-7 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 12(3)-11(6) ბურთის ფლობა: 60%-40%

მაყურებელი: 36 321

ბორნმუთი-სანდერლენდი 2:0

გოლები: 1:0 უილსონი (4), 2:0 რიტჩი (9)

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - ფრენსისი, დისტენი, კუკი, დენიელსი - რიტჩი (90. სმიტი), გოსლინგი, სურმენი, პიუ - ტომლინი (65. ო’კეინი) - უილსონი (76. მარეი)

სანდერლენდი (4-3-3): პანტილიმონი - ჯოუნსი, კოატესი, ქაბული, ვან ანჰოლტი - მ’ვილა, ტოივონენი, გომესი (46. როდუელი) - ლენსი, ბორინი (72. ჯონსონი), დეფო (68. ფლეტჩერი)

გაფრთხილება: გოსლინგი, მარეი - კოატესი, ჯოუნსი, ქაბული, ბორინი, ქაბული, ტოივონენი

კუთხური: 7-3 ჯარიმა: 14-15 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 14(5)-9(2) ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 11 271

ნიუკასლი-უოტფორდი 1:2

გოლები: 0:1 იგალო (10), 0:2 იგალო (28), 1:2 იანმაატი (62)

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, ჰაიდარა (80. აარონსი) - კოლბეკი, ვეინალდუმი - სისოკო, ტოვენი (88. ობერტანი), პერესი - სისე (46. ს. დე იონგი)

უოტფორდი (4-4-1-1): გომესი - ნიომი, პრიოდლი, კატკარტი, ანია - კაპუ, უოტსონი (88. გედიურა) - აბდი (76. ბერგუისი), ხურადო (80. აკე), დინი - იგალო

გაფრთხილება: კოლბეკი - აბდი, კაპუ

კუთხური: 5-5 ჯარიმა: 8-12 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 15(5)-13(4) ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 47 806

სტოკი-ლესტერი 2:2

გოლი: 1:0 ბოიანი (13), 2:0 უოლტერსი (20), 2:1 მაჰრეზი (51-პენ.), 2:2 ვარდი (69)

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, კამერონი, უილსონი, პიტერსი - ვან გინკელი, უელანი - ბოიანი, შაქირი, არნაუტოვიჩი - უოლტერსი

ლესტერი (4-3-1-2): შმეიხელი - დე ლაეტი, ჰუტი, მორგანი, შლუპი - კანტე (86. კინგი), ინლერი (46, ოლბრაიტონი), დრინკვოტერი - მაჰრეზი - ვარდი, ოკაზაკი (64. ულოა)

გაფრთხილება: ბოიანი - მაჰრეზი, კანტე, დრინკვოტერი, შლუპი

კუთხური: 3-4 ჯარიმა: 7-12 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 11(4)-12(5) ბურთის ფლობა: 55%-45%

მაყურებელი: 27 642

სიტი-ვესტ ჰემი 1:2

გოლები: 0:1 მოზესი (6), 0:2 სახო (31), 1:2 დე ბრუინი (45+2)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, ოტამენდი, მანგალა (46. დემიკელისი), კოლაროვი (84. იჰეანაჩო) - იაია ტურე, ფერნანდინიო - ნავასი, დე ბრუინი, სტერლინგი (66. ბონი) - აგუერო

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი (85. ჯენკინსონი), ტომკინსი, რიდი, კრისუელი - ობიანგი, ნოუბლი - პაიე, ლანსინი (69. იელავიჩი), მოზესი (60. ანტონიო) - სახო

გაფრთხილება: კოლაროვი - ლანსინი, ობიანგი

კუთხური: 16-3 ჯარიმა: 10-7 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 27(8)-6(3) ბურთის ფლობა: 72%-28%

მაყურებელი: 63 545

20 სექტემბერი

ტოტენჰემი-კრ. პალასი 1:0

გოლი: 1:0 სონი (68)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - დაიერი, ალი - სონი (79. ნ’ჟიე), ლამელა (87. კეროლი), შადლი (66. ერიკსენი) - კეინი

კრ. პალასი (4-2-3-1): მაკარტი - კელი, ჰანგელანდი, დელანი, სუარე - კაბაი, მაკარტური (76. მატჩი) - ზაჰა (46. კემპბელი), საკო (84. ბამფორდი), პანჩონი - ბოლაზი

გაფრთხილება: ლამელა - კელი, ბოლაზი

კუთხური: 6-5 ჯარიმა: 9-11 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 22(6)-12(4) ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 35 723

საუთჰემპტონი-მანჩესტერი 2:3

გოლები: 1:0 პელე (13), 1:1 მარსიალი (34), 1:2 მარსიალი (50), 1:3 მატა (68), 2:3 პელე (86)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - იოშიდა, ფონტე, ვან დეიკი, ტარგეტი (46. მარტინა) - რომეუ (56. დევისი), ვანიამა - ტადიჩი, მანე, უორდ-პრაუსი (76. ლონგი) - პელე

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი (46. ვალენსია), სმოლინგი, ბლინდი, როხო (69. მაკნეირი) - კერიკი (60. შვაინშტაიგერი), შნეიდერლენი - მატა, დეპაი, რუნი - მარსიალი

გაფრთხილება: ვან დეიკი, ფონტე -

კუთხური: 5-5 ჯარიმა: 6-13 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 15(8)-10(3) ბურთის ფლობა: 41%-59%

მაყურებელი: 31 588

ლივერპული-ნორვიჩი 1:1

გოლები: 1:0 ინგსი (48), 1:1 მარტინი (61)

ლივერპული (3-4-1-2): მინოლე - ჯანი, შკრტელი, სახო - კლაინი, მილნერი, ლუკასი (72. ფირმინო), მორენო - კოუტინიო - სტარიჯი (63. ლალანა), ბენტეკე (46. ინგსი)

ნორვიჩი (4-5-1): რადი - ვიტეკერი, მარტინი, ბასონგი, ბრედი - ტეტი - ჰოუსონი, დორანსი (85. ო’ნილი), რედმონდი, ჯერვისი - ჯერომი (71. გრაბანი)

გაფრთხილება: მილნერი - ტეტი, დორანსი

კუთხური: 6-2 ჯარიმა: 4-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 23(7)-7(2) ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 44 072

ბომბარდირები: 5 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი); 4 - ბაფეტიმბი გომისი (სუონსი), ოდიონ იგალო (უოტფორდი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი)

მომდევნო ტური

26 სექტემბერი:

ტოტენჰემი-სიტი, ლესტერი-არსენალი, ლივერპული-ასტონ ვილა, სტოკი-ბორნმუთი, ვესტ ჰემი-ნორვიჩი, მანჩესტერი-სანდერლენდი, საუთჰემპტონი-სუონსი, ნიუკასლი-ჩელსი.

27 სექტემბერი:

უოტფორდი-კრ. პალასი.

28 სექტემბერი:

ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს