"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის დეტალური ანალიზი განვლილი მატჩისა და მომავალი მეტოქის შესახებ
მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ტონგას ეროვნულ გუნდთან გამარჯვების თაობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ახლა, როცა დრო გავიდა და ემოციები ჩაცხრა, ვფიქრობთ, რაგბის ქომაგებისთვის საინტერესო უნდა იყოს გუნდის მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის დეტალური ანალიზი განვლილი მატჩისა და მომავალი მეტოქის შესახებ.

- როდესაც მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის მეტოქეების ვინაობა გაირკვა, ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ როგორც ახალზელანდიელს, საფუძვლიანი ამბიცია გაქვთ, თქვენმა გაწვრთნილმა გუნდმა ტონგას ნაკრებს მოუგოს. ეს ასეც მოხდა. გვიამბეთ, რის ხარჯზე მოახერხა საქართველოს ნაკრებმა კუნძულელებთან გამარჯვება?

- ვიცოდით, რომ ტონგასთან მოგება კარგი დაცვით შეიძლებოდა. დაგეგმილი გვქონდა, რომ მეტოქე მუდმივად ზეწოლის ქვეშ გვყოლოდა. შერკინებასა და აუტში უპირატესობა უნდა მოგვეპოვებინა. დაცვის ხაზი სწრაფად უნდა ასულიყო და გადაწყობაც ასევე უმალ უნდა გაგვეხორციელებინა. ეს ყველაფერი ჩვენმა გუნდმა მოახერხა.

ჯამურად 226 ბოჭვა განვახორციელეთ, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ეს იმ სამთვიანი მზადების შედეგია, რომელიც გავიარეთ. ფიზიკური მზადების პროგრამის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ამ მატჩისთვის ასეთ კარგ კონდიციებში ვყოფილიყავით. ჩვენ კმაყოფილი ვართ.

- იქნებ ისიც ვთქვათ, რა ვერ გააკეთა ჩვენმა გუნდმა?

- ბურთის ფლობის კოეფიციენტი 28 პროცენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ბურთი არ გვქონია. მიუხედავად ამისა, იმ მცირე დროში, როცა ბურთს ვფლობდით, შევძელით ორი ლელოს გატანა. კარგი იქნებოდა, ბურთი მეტად შეგვენარჩუნებინა და დრო მეტწილად შეტევაში გაგვეტარებინა. ახლა ამაზე ვიმუშავებთ, რომ ეს კომპონენტი მომავალ მატჩში გამოვასწოროთ.

- მომავალი მეტოქე არგენტინის ნაკრებია. როგორ დაახასიათებდით ამ გუნდს?

- არგენტინასთან ძალიან რთული თამაში გვექნება. ეს გუნდი უკვე სამი წელიწადია ოთხ ერში ასპარეზობს და შეუძლია მაღალი დონის რაგბი ითამაშოს, დიდ გუნდებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს. "პუმებს" კარგი შერკინება ჰყავთ, ფულბეკი და გარემარბებიც ძლიერები არიან. ალბათ, თამაშს გაგვიშლიან და ჩვენ ზურგს უკან ბურთის ფეხით დაკიდებას ეცდებიან.

- რა შეიძლება ჩვენ მათ დავუპირისპიროთ?

- ჩვენი თამაშის სტრატეგია არ შეიცვლება. ამ ეტაპზე ფსიქოლოგიურ წნეხს არგენტინელები განიცდიან. ჩვენ უნდა გავიდეთ და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ რაგბის თამაშით.

ტონგასთან მოგებამ ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენა შემატა. კარგად იციან, არგენტინა რა დონის გუნდიცაა. ჩვენ საკუთარი თამაში უნდა მოვახვიოთ თავს მეტოქეს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ თამაში სანახაობრივად კარგი გამოვიდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bochva:)
ბიჭებიც მაგარი გვყავს და მწვრთნელიც, რასაკვირველია ხვალინდელ თამაშში მოგების დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს და სწორედ ეს არის ჩვენი ფსიქოლოგიური უპირატესობა, მაშინ როცა არგენტინა ვალდებულია მოიგოს და ეს არის სწორედ წნეხი რომელსაც ისინი განიცდიან.ლაღი თამაში უნდა ვაჩვენოთ და დანარჩენი გამოჩნდება.
biWebs
ბიჭებო!ბიჭებო!ბიჭებო! გამარჯვება ბიჭებოოოოოოოოოო.
თაზო
მაგარი ბიჭები გვყავს,დიდი მადლობა თავდადებისა და უდუდესი სიხარულის მონიჭებისთვის!მაგრამ ერთიც უნდა ითქვას,ბევრი ბოჭვა რომ გავაკეთეთ იმას ნიშნავს რომ ბევრს გვიტევდნენ,შემდგომში მეტოქეს დაჭირვებოდეს მეტი ბოჭვა:)):))
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს