ბექა გოცირიძეს და ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკიდან სამშობლოში დაბრუნება ძალიანაც სურთ, მაგრამ არ უშვებენ
მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ქართველი ფეხბურთელები. ისინი კლუბმა ტრანსფერზე დააყენა და ახალ კლუბებს ეძებენ.

ბექა გოცირიძე: "დინამო"? არ მიშვებენ, თორემ, სიამოვნებით!

უკრაინელებმა ბექა გოცირიძე არც შეკრებაზე წაიყვანეს და ჯერჯერობით არც სხვა კლუბში უშვებენ. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშე ამ ყველაფერს ძალიან განიცდის და ამბობს, რომ ფორმის აღსადგენად საქართველოში სიამოვნებით დაბრუნდებოდა და არც სასიკეთო ცვლილების იმედს კარგავს.

ბექას გუშინ დნეპროპეტროვსკში შევეხმიანეთ.

"ახლა დუბლშემადგენლობასთან ერთად ვემზადები. ფსიქოლოგიურად ძნელია ამასთან შეგუება. ჯერ იყო ავარია, შემდეგ - გაცდენილი წელი, ახლა კი გაურკვეველი ვითარება. ან დუბლებში რა მინდა... თბილისის "დინამოში" თამაში მსურდა, მიწვევდნენ კიდეც. მეც იმედი გამიჩნდა, რომ საქართველოში დაბრუნებული ფორმას აღვიდგენდი და, იქნებ, ნაკრების მწვრთნელებისთვის თავი შემეხსენებინა. მჯერა, ადრე თუ გვიან ასეც მოხდება", - ამბობს გოცირიძე.

იყო ინფორმაცია, თითქოს თბილისის "დინამოს" ბექას საფასურად დნეპროპეტროვსკელებმა მილიონი ევრო მოსთხოვეს, იმდენივე, რამდენადაც თავად იყიდეს "ზესტაფონიდან".

"არ ვიცი, "დნიპრომ" მილიონი ევრო მოითხოვა თუ რამდენი. მხოლოდ ის მითხრეს, რომ ლაპარაკი განათხოვრებაზე იყო. მკითხეს, თუ წახვალო და, სიამოვნებით-მეთქი. მერე არ ვიცი, მოლაპარაკება რატომ ჩაიშალა, ფაქტია, რომ არ გამიშვეს. კიდევ რომ იყოს "დინამოში" წასვლის შანსი, სიამოვნებით დავთანხმდებოდი. სამწუხაროდ, "დნიპრომ" არც საქართველოში გამანათხოვრა და არც სხვა კლუბში. არადა, სხვა კლუბებიც მიწვევდნენ, თუმცა "დნიპროს" ხელმძღვანელობა არაფერს მეუბნება. არა მგონია, ჩემთვის ცუდი უნდოდეთ, მაგრამ არც დუბლებში ვარჯიში მსურს და გაურკვევლობაც ძნელი ასატანია. ამის მიუხედავად, უიმედოდ არ ვარ."

არსენალის მწვრთნელი კანკავას ტრანსფერზე - დრო გვაჩვენებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავაც "დნიპროს" დუბლებში ვარჯიშობს. სხვათა შორის, კიევის "არსენალის" მთავარ მწვრთნელ იური ბაკალოვს პრესკონფერენციაზე ჯაბა კანკავას შესაძლო გადასვლაზე ჰკითხეს, რაზეც მან კონკრეტული პასუხი არ გასცა, მაგრამ მიანიშნა, რომ ტრანსფერი გამორიცხული არ არის - ამას დრო გვიჩვენებსო.

გუშინ ჯაბა კანკავასაც დავუკავშირდით.

- "დნიპრომ" ტრანსფერზე დაგაყენა.

- მწვრთნელმა სამ კაცს გვითხრა, ახალი გუნდები მოძებნეთო. ახლა დუბლებში ვვარჯიშობ და წინადადებას ველოდები, უიმედო არც მე ვარ.

- სად, რომელ გუნდში მიდიხარ?

- კონკრეტული წინადადება ჯერ არც ერთი კლუბიდან არ მაქვს და გაურკვევლად ვარ.

- მართალია, რომ თბილისის "დინამოს" შენი დაბრუნება სურდა?

- სერიოზული მოლაპარაკება არ ყოფილა.

- საქართველოში დროებით დაბრუნებას გამორიცხავ?

- სხვა ვარიანტი თუ არ იქნება, რატომაც არა?!

- რაც მთავარია, ჯანმრთელად ხარ და ვარჯიშობ?

- თავს უკეთ ვგრძნობ და ვარჯიშებზე ჩვეულებრივად ვიტვირთები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

just_fan
აი ასე იღუპებიან უკრაინაში ქართველები,ორივე მაგარი ნიჭიერი ბიჭია და უფუჭებენ კარიერას
დავითი
რა ვერ გაიგეთ, არ ღირს წასვლა უცხოეთში და ასე თავის გატანჯვა. ხომ ხედავთ ნაკრების თავკაცი ადგილობრივებსაც ენდობა. ეცადეთ ნაკრებით გაიკეთოთ კარიერა და ეროვნული ნაკრები გაიხადოთ ტრამპლინად და არა უცხოური კლუბი, სადაც არავის არ არადრებს თქვენი კარიერა. აქ რაც მეტი ძლიერი ფეხბურთელი იქნება მით უკეთ მოხერხდება შიდა ჩემპიონატის და ქართული კლუბების გაძლიერებისთვის ბრძოლა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა